x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
როგორ გავარკვიოთ ბენზინგასამართ სადგურზევე- ხარისხიანია თუ არა საწვავი?
საწვავი (ბენზინი) ფრანგულიდან წარმომდგარი სიტყვაა და კარგად მოგეხსენებათ ყველას თუ რა არის. წარმოადგენს სხვადასხვა აგებულების ნახშირწყალბადების ნარევს, რომელსაც აქვს დამახასიეთებელი სუნი და არის წყალზე მსუბუქი და გამჭვირვალე, თითქმის უფერო სითხე, დუღილის ტემპერატურაა 30-იდან 205°C. ჰაერში 74-123 გ/მ³ კონცენტრაციისას ფეთქებადი ნარევები წარმოიქმნება. ბენზინს ძირითადად ნავთობის გამოხდით ან მისი თერმული და კატალიზური გადამუშავებით ღებულობენ, მცირე რაოდენობით კი ქვანახშირისა და საწვავი ფიქლების, აგრეთვე ბუნებრივი აირების გადამუშავებით.



image



ბენზინს იყენებენ საწვავად შიგაწვის ძრავებში. მას ხმარობენ გამხსნელადაც, სარეცხ სითხედ და სხვა. საწვავი ბენზინი იყოფა საავტომობილო და საავიაციო ბენზინად. საავტომობილო ბენზინი ორი სახისაა: ზამთრის და ზაფხულის. ზამთრის ბენზინი შეიცავს მეტ დაბალმდუღარ ნახშირწყალბადებს, ვიდრე ზაფხულის. ბენზინის უმნიშვნელოვანესი საექსპლუატაციო თვისებაა მისი ადვილად აორთქლების უნარი და დეტონაციური მდგომარეობა. ბენზნის ანტიდეტონაციური თვისებები კი დამოკიდებულია შემადგენელი ნახშირწყალბადების აგებულებაზე და ფასდება ოქტანური რიცხვით. იყენებენ შემდეგი მარკის ბენზინს: A-66, A-72 და სხვა (რიცხვითი მაჩვენებლები ოქტანური რიცხვის მაჩვენებელია). დეტონაციური მდგომარეობის გასადიდებლად ბენზინს უმატებენ ტეტრაეთილტყვიას. ასეთი ეთილირებული ბენზინი შხამიანია და სხვა ბენზინებისგან განსასხვავებლად აფერადებენ.



image



დღეს ძალიან იშვიათობაა ბენზინგასამართ სადგურებზე ხარისხიან საწვავს შევხვდეთ, ცუდი საწვავი კი მოგეხსენებათ, რომ ძრავს აფუჭებს, გარდა ამისა კი აზიანებენ ჩვენს სასუნთ გზებსა და ფილტვებს. ძალზედ ადვილია ამის გარკვევა, მოვიხმართ თუ არა ნორმალურ საწვავს და სწორედ დღევანდელ სტატიაში გასწავლით ამ პატარა ხრიკს.




როგორ გავარკვიოთ ბენზინგასამართ სადგურზევე- ხარისხიანია თუ არა საწვავი?



რომ გავარკვიოთ ადგილზევე (ბენზიმგასამართ სადგურზე) მოვიხმართ თუ არა ხარისხიან საწვავს, ამისათვის ის დააწვეთეთ ჩვეულებრივ თეთრ ფურცელზე და შეუბერეთ სული, რათა დააჩქაროთ მისი აორთქლების პროცესი. აორთქლების შემდეგ ფურცელზე უნდა დარჩეს ძნელად შესამჩნევი ლაქა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საწვავი ხარისხიანია; თუმცა თუ ფურცელზე მოყვითალო ან შერეული შეფერილობის ლაქა დარჩა, საწვავი ცუდია. მაგალითად– თუ საწვავი ტოვებს მკვეთრ, ცხიმიან ყვითელ ლაქას, მიუთითებს, რომ მასში დიზელია შერეული; მუქი რგოლისებრი ლაქები კი მიუთითებს, რომ საწვავში მძიმე ლითონები და ფისია.



0
192
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0