სხვა 20 საინტერესო ფაქტი ხელოვნებაზე და ხელოვანებზე 2023, 29 მაისი, 9:12 ხელოვნებაზე საუბრისას, ჩვენ პირველ რიგში, გრძნობებს და ემოციებს ვეყრდნობით და არა მშრალ ფაქტებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ფაქტების ცოდნაც მნიშვნელოვანია... აქ 20 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ხელოვნების და ვიქტორინის მოყვარულებს დააინტერესებს. 1. ვან გოგმა «ვარსკვლავებიანი ღამის» სახელით, 2 სურათი დახატა. 2. რომაული ქანდაკებებს მოსახსნელი თავებით ამზადებდნენ, რომ ერთი თავის, მეორით ჩანაცვლების საშუალება ჰქონოდათ. 3. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გრაფიტის მხატვარი — ბენქსია (Banksy), მაგრამ მისი ნამდვილი სახელი უცნობია. 4. ცოტა ხნის წინ ესპანეთში, მსოფლიოში ყველაზე ძველი ნახატი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი, 42 000 წელზე მეტია. 5. დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ძველბერძნული თეთრი მარმარილოს ქანდაკებები, თავიდანვე უფერო იყო. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა დაადასტურეს ჰიპოთეზა, იმის შესახებ, რომ ქანდაკებებს ფერთა ფართო სპექტრის საღებავებით აფერადებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, მზის სხივების და ჰაერის ზემოქმედებით, საღებავი გაუფერულდა. 6. ხელოვნება, 1912-1948 წლებში, ოლიმპიურ თამაშებზე, ერთ-ერთი დისციპლინა იყო. 7. «კივილი» – ედვარდ მუნკის ყველაზე ცნობილი ნახატის, 5 სხვადასხვა ვერსია არსებობს. 8. ვიდრე 1890 წელს ვან გოგი თავს მოიკლავდა, მან მხოლოდ ერთი ნამუშევარი — «წითელი ვენახი არლთან ახლოს» გაყიდა. ხოლო, მისი გარდაცვალებიდან, საუკუნის შემდეგ, ამ მხატვრის ტილოები, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა მსოფლიოში. დღეს ვან გოგის არაერთი ნახატის ღირებულება აღემატება 100 მლნ. დოლარს. მაგ., «ზამბახები», 2013 წელს 109, 4 მლნ. დოლარად შეაფასეს. 9. 3500 წლის ფრესკები კერალაში (შტატი სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში) შესრულებულია ნატურალური და მცენარეული საღებავებით და დღემდე შემონახულია. 10. მონა ლიზა იმდენ სასიყვარულო შეტყობინებას იღებს, რომ მას საკუთარი საფოსტო ყუთიც კი აქვს ლუვრში. 11. პაბლო პიკასოს ცხოველები უყვარდა და სახლში მაიმუნი, თხა, ბუ, კუ, ბევრი კატა და ძაღლი ჰყავდა. 12. აღდგომის კუნძულზე, მოაის თავის ქანდაკებებს, სინამდვილეში, ტანიც აქვს. 13. მიქელანჯელომ და ლეონარდო და ვინჩმა სამუდამოდ შეცვალა, ადამიანის სხეულის ასახვის ხერხი ნახატზე. 14. დალის საკუთარი თავს, გარდაცვლილი უფროსი ძმის რეინკარნაციად მიაჩნდა, რადგან ის ძმის გარდაცვალებიდან 9 თვეში დაიბადა და კიდევ იმიტომ, რომ ძმასაც მხატვარივით, სალვადორი ერქვა. 15. ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო, ოდესმე გაყიდულ ნახატებს შორის — ლეონარდო და ვინჩი «სამყაროს მხსნელია». ის 450, 3 მლნ. დოლარად გაიყიდა. 16. მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელის ჭერი, ფეხზე მდგომმა მოხატა. 17. მას შემდეგ, რაც 1911 წ. «მონა ლიზა» მოიპარეს, ლუვრში იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, კედელზე ცარიელი ადგილი სანახავად, ვიდრე ოდესმე სურათის სანახავად მისულა. 18. სალვადორ დალიმ აღიარა, რომ – «რბილი საათები», კამბერტის ყველის შთაგონებით დახატა. 19. და ვინჩის სამეცნიერო ჩანაწერების რვეული – «ლესტერის კოდი», მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ წიგნად ითვლება. ის 1994 წელს, ბილ გეიტსმა 30, 8 მლნ. დოლარად იყიდა. 20. «ვარსკვლავებიანი ღამეზე» ვან გოგმა, ხედი აღბეჭდა იმ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, რომელშიც იწვა. მსოფლიოში არ არსებობს მხატვარი, რომელსაც ვარსკვლავებიანი ცა არ იზიდავს... და ვინსენტ ვან გოგს არაერთხელ მიუპყრია მზერა, ამ მეტად რომანტიკულ და იდუმალებით სავსე ობიექტზე. ერთხელ კი, ქალაქ სენ-რემის საავადმყოფოში ყოფნისას, მან ტილო აიღო და მის ნამუშევრებს შორის, ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნახატი — «ვარსკვლავებიანი ღამე» შექმნა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ჰიტლერის წარმომავლობის ებრაული "ხაზი"* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (X ნაწილი)* დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე
106 1-ს მოსწონს
|