სიახლეები ერთ დღეში დაიღუპა 9 რუსი პილოტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო საფრენ საშუალებებში 2023, 14 მაისი, 20:29 ![]() საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით ქალაქ კლინცში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა, უნეჩსკის რაიონში მეორე ვერტმფრენის ჩამოვარდნას, ასევე ეკიპაჟის სამივე წევრის დაღუპვა მოჰყვა. სოფელ ნიჟნაიაში მრავალფუნქციური გამანადგურებლის "Су-34"-ის ჩამოვარდნის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა. ხოლო სოფელ სურეცკი მურავეიში დაიღუპა ასევე მრავალფუნქციური გამანადგურებლის "Су-35"-ის პილოტი. რუსი სამხედრო ექსპერტების თქმით რუსულ სამხედრო ავიაციას დიდი ალბათობით უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა მოუწყო ჩასაფრება, რასაც აღნიშნული კატასტროფები მოჰყვა, მეორე ვერსიით მომხდარში ადანაშაულებენ "რუსეთის განმათავისუფლებელ არმიას", რომელსაც შეეძლო შეეღწია ბრიანსკის ოლქში და დივერსიული აქტი განეხორციელებინა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით (არცერთი წყარო არ ასახელებს სავარაუდოდ გამოყენებულ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სახელწოდებას). ერთი რამ ცხადია-ერთერთი ვერთმფრენის კადრებში თუ კადრს მინიმუმამდე შევანელებთ, აშკარად ჩანს რაკეტის მოხვედრის მომენტი. ![]() რუსულ საიტებზე რუსების გარკვეული ნაწილი გაოცებას ვერ მალავს, მეორე ნაწილი ხუმრობს: "ბრიანსკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იდეალურად მუშაობს, გაუმარჯოს ბრიანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკას"! 212 5-ს მოსწონს |