ამოცანები რთული და ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს) 2023, 14 მაისი, 9:27 1. რა შემთხვევაში უყურებენ ციფრ 2-ს და ამბობენ «ათს»? 2. შესაძლებელია თუ არა, წყლის ადუღება ცეცხლზე, ქაღალდის ჭიქით? (პასუხი დაასაბუთეთ) 3. დაასახელეთ ორი რიცხვი რომლის ციფრების რაოდენობა მათი სახელების ბგერების რაოდენობას ემთხვევა. 4. ეს ადამიანს 3-ჯერ ეძლევა: 2-ჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ – ფული უნდა გადაიხადოს. კითხვა: რა არის ეს?5. ერთი კაცი 1 კგ. ვაშლს 5 ლარად ყიდულობდა, ხოლო შემდეგ, იგივე რაოდენობის ვაშლს – 3 ლარად ყიდდა. გარკვეული დროის შემდეგ, ის მილიონერი გახდა. კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?6. სამი ქათამი 3 დღეში 3 კვერცხს დებს. 7. ზღვის სანაპიროზე იდო ქვა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა. როდესაც მას მდიდრები კითხულობდნენ – ტიროდნენ, ღარიბებს – უხაროდათ, ხოლო შეყვარებულებს ეს სიტყვები აღიზიანებდა. კითხვა: რა ეწერა ქვაზე?8. ზღვის ფსკერზე სკივრი არის, რომელშიც ყველაფერია, ერთი რაღაცის გარდა. კითხვა: რა არ არის სკივრში? 9. ორ საფულეში 4 მონეტა დევს. ამასთან, ერთ საფულეში 2-ჯერ უფრო მეტი მონეტა არის, ვიდრე მეორეში. კითხვა: ამას როგორ ახსნით? 10. და-ძმამ მაღაზიაში 2 კოლოფი შოკოლადი იყიდეს. თითოეულ კოლოფში 12 კანფეტი იყო. დამ თავისი კოლოფიდან რამდენიმე კანფეტი შეჭამა, ხოლო ძმამ იმდენი, რამდენიც მისი დის კოლოფში დარჩა. კითხვა: სულ რამდენი კანფეტი დარჩა ორივე კოლოფში? პასუხები: 1. როდესაც საათს ვუყურებთ და ის რომელიმე საათის 10 წუთს უჩვენებს. 2. წყლის დუღილის ტემპერატურა უფრო ნაკლებია იმ ტემპერატურაზე, რომელზეც ქაღალდი იწყებს წვას. ნებისმიერი წყალი, თუნდაც მდუღარე, არ აძლევს ქაღალდს წვის საშუალებას. ამიტომ, წყლის ადუღება ქაღალდის ჭიქაში შესაძლებელია. 3. «ასი» - 100; «მილიონი» - 1 000 000. 4. კბილები 5. ის მილიარდერი იყო 6. ერთი ქათამი, 3 დღის მანძილზე, დებს 1 კვერცხს. 12 დღეში, ერთი ქათამი დადებს 4 კვერცხს, შესაბამისად, 12 ქათამი, 12 დღეში, 48 კვერცხს დადებს. 7. ყველაფერი დროებითია. 8. სიცარიელე. 9. ერთი საფულე მეორეში არის მოთავსებული. 10. ორივე კოლოფში 12 კანფეტი დარჩება. არხის სხვა სიახლეები:* ორი ლეგენდის შეხვედრა და სხვა საინტერესო ფაქტები ფრედი მერკურის შესახებ* ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ ახალი დაავადების შესახებ, რომელიც კორონავირუსზე უფრო სახიფათოა* ორსქესიანი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც თავის მდგომარეობას სიცოცხლის ბოლომდე მალავდა381 2-ს მოსწონს
|