x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მოარიდეთ შვილები ამ არსების დემაგოგიას"-თორნიკე ნაროზაული

image

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. ამჯერად სოციალურ ქსელში მისი მორიგი ლექციის ნაწყვეტი გავრცელდა, რომელმაც საზოგადოებაში მორიგი ვნებათაღელვა გამოიწვია.

აღნიშნულ ვიდეოს, სადაც ბერძენიშვილი ხევსურების შესახებ საუბრობს, პოეტი თორნიკე ნაროზაული გამოეხმაურა.



"ვიდეო შემხვდა, რომელში ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხევსურები კანიბალები იყვნენ და ადამიანის მკლავებს ჭამდნენ.
ამ არსებაზე დიდი ხანია ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ვუყურებ მის აუდიტორიას და სულ ახალგაზრდა ადამიანები არიან.
მე მათზე მწყდება გული, უმეტესი მათგანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დაიჯერებს ამ იდიოტიზმს, რასაც, როგორც ყველაფერ სხვა უარყოფითს, ლევან ბერძენიშვილი შავი პიარისთვის საუბრობს.
ეს გოგოები და ბიჭები ხვალ სადმე შემხვდებიან და მეტყვიან, რომ ჩემი წინაპრები ადამიანებს ჭამდნენ.
წაგიკითხავთ, ალბათ, მიხეილ ჯავახიშვილის - "თეთრი საყელო", რომელშიც ძალიან ბევრი უზუსტობა და დამახინჯებული ფაქტი წერია ხევსურული ტრადიციების შესახებ.
ხევსურებმა საკმაოდ მკაცრი პასუხი შეუთვალეს ჯავახიშვილს, რის მერეც ბოდიში მოიხადა მწერალმა და თქვა, რომ ზეპირ გადმოცემას ენდო და შეცდომაში შეიყვანეს...
მიხეილ ჯავახიშვილი კაცი იყო, ღირსეული კაცი, რისგანაც ყველაზე შორს თუ ვინმე დგას - ლევან ბერძენიშვილია.
(გადახედეთ მის წარსულსა და აწმყოს და ამაში მალევე დარწმუნდებით).
მოარიდეთ შვილები ამ არსების დემაგოგიას.
თქვენ კი ვინც მისი მსმენელი ხართ და უსიტყვოდ უჯერებთ ყოველგვარ მონაჩმახს, გაეცანით იმის შინაარს, რაზეც ბერძენიშვილი საუბრობს, დეტალურად, დაწვრილებით გამოიკვლიეთ ისტორია და მიხვდებით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.
და თუ მაინც იგივე აზრზე დარჩებით, მაშინ ღმერთმა გიშველოთ.
პ.ს.
ჩამატება : მირჩიეს, იმ ლექციისთვის ბოლომდე მომესმინა, რომლიდანაც ზემოთ ხსენებული ვიდეოა ამოჭრილი, ვინაიდან სხვა კონტექსტია და სრულ ლექციაში - ვაჟა ფშაველას შემოქმედებაზე საუბრობსო.
მთელი ლექციის მანძილზე არსად უარყვია ბერძენიშვილს ის სიტყვები, რომლებიც თქვა - "ხევსურები ხელს ჭრიდნენ იმიტომ, რომ ქავის კარზე ჩამოეკიდათ (ვაჟას პოემის მიხედვით), მაგრამ ადრე ჭრიდნენ იმიტომ, რომ ეჭამათ".
თუ აქ გულისხმობს, რომ აფრიკის რომელიღაც ტომებში ჭამდნენ ადმიანებს, მაშინ ხევსურები კი არა, აფრიკელები უნდა თქვას.
არ არსებობს, არანაირი ისტორიული წყარო, რომელშიც ხევსურების კანიბალიზმზეა საუბარი.
როდესაც ასეთ სენსიტიურ თემას ეხები, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, მით უმეტეს თუ სტუდენტებს ესაუბრები."-წერს თორნიკე ნაროზაული.
ლევან ბერძენიშვილის ვიდეოფრაგმენტს სატირული ხასიათის პოსტით გამოეხმაურა ჟურნალისტი ბაკურ სვანიძეც:

"ლევან ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ს სალექციო კურსის მოკლე
შინაარსი:- "მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოში
მოქმედებდა თავზეხელაღებული ბ ა ნ დ ა, რომელსაც
მეთაურობდნენ სამი გამორჩეული რეციდივისტი და
ავაზაკი - ილია, ვაჟა და აკაკი! ბანდა მოქმედებდა
შემდეგნაირად - შევარდებოდნენ ოჯახში და აკაკი
ეგრევე ეცემოდა დიასახლისს და ა უ პ ა ტ ი უ რ ე ბ დ ა!
ვაჟა ამასობაში, მეორე ითახში მის ქმარს ხ ე ლ ს
აჭრიდა, მერე გადიოდა სამზარეულოში და ხარშავდა.
აკაკი რო მორჩებოდა გაუპატიურებას, ორივენი
მიდიოდნენ გაზეთ "ივერიის" რედაქციაში და ბანდის
მეთაურისთვის, ილიასთვის მიჰქონდათ მოხარშული
ხელი და გაუპატიურებული დიასახლისის ფოტოები,
რომლებითაც მერე ილია აშანტაჟებდა დიასახლისს -
ჩემი საყვარელი თუ არ გახდები ამ ფოტოებს გაზეთში
დავბეჭდავო! ამ ბანდის ყოფილი წევრი იყო აგრეთვე
ს ტ ა ლ ი ნ ი ც, მაგრამ ილიასთან რაღაც გაუგებრობა
მოუვიდა ქალების ამბავში და აგინა, რის გამოც ვაჟამ
დაუპირა ხელის მოჭრა, მაგრამ სტალინმა რაღაცნაირად
შეძლო ხელი გადაერჩინა და გაიქცა. ამიტომ იყო, რომ
ცხოვრების ბოლომდე ცალ ხელს ვეღარ ხმარობდა -
ვაჟამ დაუზიანა. ამავე ბანდის სულიერი მამა იყო
ე რ ე კ ლ ე მეფე, რომელსაც ევასებოდა რ უ ს ე ბ ი და
ბოლოს კ რ წ ა ნ ი ს ი ს ველზე რომ იბრძოდა, უცებ
ე კ ა ტ ე რ ი ნ ე მ სავიზო რეჟიმი გააუქმაო, უთხრეს
და ეგრევე ბრძოლის ველი მიატოვა და ნიჟნი ტაგილში
გაიქცა თავის ძველ ნაშასთან. ბოლოს, აღა-მაჰმად-ხანმა
შეუთვალა, დიდ ხანს ვერ გავქაჩავ ასე, ძმაო, რო თითქოს
თბილისი ავიღე და იმიტომ გაიქეცი, ძმა ხარ, მაგრამ
მეც ცოლები მელოდებიან სახლში და ან ჩამოდი, ან
მომიწევს სიმართლის თქმაო... ამ ამბავზე დაწერა მერე
ლექსი ლადო ა ს ა თ ი ა ნ მ ა და ცენზურისთვის თვალის
ასახვევად "კრწანისის ყ ა ყ ა ჩ ო ე ბ ი" დაარქვა, თუმცა
ს ა ბ ჭ ო თ ა ცენზურა მიუხვდა და ეს ლექსი მ ო კ ლ ა!
ამიტომ იყო ეგ მკვდრადშობილი ლექსი. ბოლოს ვაჟამ
და აკაკიმაც იჩხუბეს, იმიტომ, რომ ერთ-ერთ ოჯახზე
თავდასხმის დროს, ვაჟამ უთხრა, დავიღალე ძმაო ამ
ხელების ხარშვით, ამჯერად ფ *** ს მე ვეცემი და
ხელი შენ მოხარშეო! ამის მერე, თუ ვინმე სადმე
დააპირებს რომ ვაჟას და აკაკის ძეგლი ერთად დადგას,
ვაჟა ეგრევე გარბის და არ ჩერდება... ამიტომ არის,
რომ რუსთაველზე მხოლოდ ილიას და აკაკის ძეგლია
და ვაჟა სადღაც მოშორებით ვაჟას კვარტლებში დგას!"
- ეს მოკლედ, თორემ ვ რ ც ლ ა დ ეს ლექცია ბევრად
უფრო საინტერესოა და ჩვენი ინტელექტის ბ ე ყ ე
ლევანა კიდევ ბევრ ** ე ო ბ ა ს მოგიყვებათ!
მთავარია დაიჯეროთ და პირი დააღოთ! წარმატებები!
არ გამოტოვოთ, იჩქარეთ, ამისთანა &ვერთაოზობებს
სხვაგან ვერ მოისმენთ! ეს მხოლოდ ლევანამ იცის!"-წერს ბაკურ სვანიძემ.
0
373
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0