სხვა კურიოზი რუსულად - სასაფლაოს წინ გააკრეს ბანერი, სადაც "ახალმოსახლეობას " ულოცავენ 2023, 12 მაისი, 11:54 რუსეთში, ქალაქ კრასნოდარის მაცხოვრებლები ცხარედ განიხილავენ ახლად აშენებული შენობის მოპირდაპირე მხარეს გაკრულ ბანერს. სამშენებლო კომპანიამ ახალმოსახლეებს ფანჯრების წინ ჩამოუკიდეს უზარმაზარი აბრა წარწერით "ახალმოსახლეობას გილოცავთ". თუმცა, მათ არ გაითვალისწინეს, რომ პირდაპირ კორპუსის წინ არის სასაფლაო, რის გამოც კომიკური სიტუაცია შეიქმნა. ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა ზაპოლიარნაიას ქუჩის № 37.-ში.გრძელი ახალ კორპუსში უკვე დაიწყო მობინადრეების შესახლება და სამშენებლო კომპანიამ გადაწყვიტა სტუმრებს ახალმოსახლეობა მიულოცოს. სახლის მოპირდაპირედ გააკრეს მისალოცი ბანერი სადაც.რა თქმა უნდა ფერადი ბურთებიც არ გამორჩენიათ, რაც საზეიმო განწყობას უფრო ამაღლებულ ელფერს აძლევდა. თუმცა, მშენებლებმა არ გაითვალისწინეს, რომ კორპუსის წინ არის სასაფლაო. ბანერი სწორედ სასაფლაოს წინ, ღობეზე იყო განთავსებული, ფაქტობრივად კომიკური სიტუაცია შეიქმნა, უფრო შთაბეჭდილება რჩება, რომ მკვდრებს ულოცავენ "ახალმოსახლეობას" ახლა, როდესაც მაცხოვრებლები ფანჯრიდან იყურებიან, ხედავენ არა მხოლოდ სასაფლაოს, არამედ მისასალმებელ მოწვევას. ქსელის მომხმარებლები, ამ ამბავმა საკმაოდ მხიარულ ხასიათზე დააყენა, რაც შესაბამის კომენტარებში გამოიხატა, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი მაინც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ბანერი დიდი ალბათობით არის ფოტომონტაჟი, თუმცა არ იმას გამორიცხავენ, რომ სწორედ რუსეთში მსგავი კურიოზი მოხდეს. გასაგებია, რომ რეკლამაზე, განსაკუთრებით გარე რეკლამაზე, უფრო ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი. რუსეთი რომ კურიოზების ქვეყანაა, ეს ბევრისთვის ახალი ამბავი არაა, მაგალითად შარშან თებერვალში პირველად რუსეთის ისტორიაში ქალაქ ბელგოროდსა და სოფელ მაისკის შორის სექსმუშაკი ოლეჩკას ძეგლი დაიდგა, თუმცა ძეგლმა მხოლოდ ორი კვირა იარსება, რადგან მას შემდეგ, რაც ეს ამბავი პრესამ შეიტყო, მისი დემონტაჟი მოხდა. 199 2-ს მოსწონს
|