x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
კრახი თუ წარმატება?- კოსტიუმები ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც დიზაინერებთან კითხვებს გაგიჩენთ

image
ფილმებში ქალის კოსტიუმები ხშირად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას მათი ელეგანტურობით, სტილით და ზოგჯერ ექსტრავაგანტულობით. თუმცა, არის კოსტიუმები, რომლებიც არც ისე კარგად გამოიყურება და არც უადგილოა, თუმცა მაინც ორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებენ.

1. უმა თურმანის ყვითელი კომბინიზონი

მიუხედავად იმისა, რომ ეს კოსტუმი ცნობადი გახდა, მაინც არ შეგვიძლია არ დავინტერესდეთ: ვინ ჩაიცვამს ასე რეალურ ცხოვრებაში? და თავად უმა თურმანს, ბეატრიქსის როლის შემსრულებელს, სძულდა ეს ჩაცმულობა. თვლიდა, რომ მასში ბანანის ნაყინს ჰგავდა. image

2. ლატექსის შავი კოსტიუმი

მიშელ პფაიფერის შესრულებული ქალი-კატას როლი უბრალოდ განსაცვიფრებელია. მაგრამ მისი მჭიდრო კოსტუმი ძალიან უადგილო ჩანდა. ჩაცმულობა იმდენად ვიწრო იყო, რომ მსახიობს სუნთქვა უჭირდა და გაჭირვებით ლაპარაკობდა კიდეც: კომბინეზონი ვოკალურ იოგებზე აჭერდა. მის გამო მსახიობს გამონაყარიც კი გაუჩნდა.
ჩაცმაც არ იყო მარტივი, მსახიობის თქმით, ბავშვის ფხვნილით იფარებოდა ლატექსში “ჩაძრომა" რომ გამარტივებოდა. ჩაცმულობა აშკარად არაპრაქტიკულია და არ არის შესაფერისი სუპერგმირისთვის.image

3. ქერი ბრედშოუს პერანგი ქამრით

სერიალის ჭესმარიტმა ფანებმა იციან, რომ ქერი ბრედშოუს ჩაცმულობა ყოველთვის კარგად გააზრებული და იდეალური არ ყოფილა. ვარდისფერი პერანგის და წელზე შეკრული ქამრის კომბინაცია უბრალოდ სასაცილოდ ჩანს. კოსტიუმების დიზაინერმა პატრიცია ფილდმა მოგვიანებით თავადაც დაიწუნა და სერიალში ყველაზე ცუდ ლუქად დაასახელა.image

4. ენდის კოსტიუმები ფილმში “ეშმაკი ატარებს პრადას"

მთავარი გმირის რამდენიმე ჩაცმულობამ ერთდროულად გამოიწვია მაყურებელთა გაკვირვება. პირველი, ლურჯი სვიტერი და კუბოკრული ქვედაკაბა, რომლითაც ენდიმ შთაბეჭდილება მოახდინა კოლეგებზე მუშაობის პირველ დღეს. იმიჯი ზედმეტად სასაცილოდ გამოიყურება იმ ადამიანისთვისაც კი, რომელსაც მოდა საერთოდ არ აინტერესებს. მეორე ლუქი კი ისაა, რომლითაც ენდი “ტრანსფორმაციის " შემდეგ მივიდა სამსახურში, ქურთუკი, ქვედაბოლო და ჩექმები ერთმანეთს კარგად ეხამება, აი ჩანთა კი არა. image
და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ეს სამოსიც არაა წარმატებული ფილმშიimage

5. ელექტრას წითელი კოსტიუმი

ელექტრას კოსტიუმი 2005 წლის ფილმში ნამდვილად არ ყოფილა აღფრთოვანების ღირსი. პირველი, ეს არასუნთქვადი მატერიაა, მეორეც, ძალიან ბევრი მოშიშვლებული ადგილია დატოვებული და მესამეც, ყელსაბამი უბრალოდ უადგილოა პერსონაჟისთვის, რომელსაც ჩხუბი და ვიღაცის დევნა უწევს. image

6. ქალი-საოცრებას ფეხსაცმელები

მიუხედავად იმისა, რომ ამაზონის მთლიანი კოსტუმი სუპერგმირისთვის შესაფერისი ჩანს, ბევრი მაყურებელი არ იყო კმაყოფილი ფეხსაცმლით. ბოლოს და ბოლოს, მან აქტიურად უნდა იმოძრაოს და ამის გაკეთება მოუხერხებელია ქუსლებიანი ფეხსაცმლით. image

7. ჯავშნიანი კოსტიუმი ფილმიდან - ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი

მაყურებელს არც ეს ჩაცმულობა მოეწონა, მათი აზრით, კოსტიუმი იმაზე დიდი იყო, ვიდრე კომიქსში ჩანდა. image

8. ჰარლი ქუინის მაისური და შორტები

მიუხედავად იმისა, რომ ჰარლი ქუინის ეს კოსტიუმი თავის დროზე ჰელოუინზე ყველას ეცვა, ფილმში პერსონაჟისთვის ზედმეტად მოუხერხებელი და გამომწვევია.image

9. ოქროსფერი მეტალის ბიკინი ვარსკვლავური ომებიდან

პრინცესა ლეა ყოველთვის იყო ძლიერი და თავდაჯერებული გმირი. ამიტომ, ზოგიერთი მაყურებელი კვლავ აღშფოთებულია, რომ ფრენჩაიზის შემქმნელებმა ჩააცვეს ასეთ ქალს ზედმეტად დამამცირებელი ბიკინი. როგორც ჩანს, ის შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვათ ქალის ფიგურისთვის და უბრალოდ მიმზიდველი სურათი შეექმნათ. თავად ქეი ფიშერიც არ ყოფილა აღფრთოვანებული ამ კოსტიუმით.image

10. შავი კომბინიზონი შიმშილის თამაშებიდან

ფრენჩაიზის ბევრი პერსონაჟი უკიდურესად ექსტრემალურ პირობებშია, სადაც ზედმეტი ტანსაცმელი მხოლოდ ცხოვრებას ართულებს. მაგრამ ეს არ ამართლებს ქეთნისის უცნაურ ჩაცმულობას. უბრალო შავი კომბინეზონიდან, რომელიც წიგნშია აღწერილი, ჩაცმულობა იქცევა ერთგვარ სასაცილო მბზინავ პატენტურ კოსტიუმად. გარდა ამისა, გამოსახულების შემქმნელებს სრულიად დაავიწყდათ, რომ რომანში ჩაცმულობაში მოსასხამიც შედიოდა.image










4
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
206
  
2023, 17 მაისი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 მაისი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4