x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 გოგონა უნიკალური გარეგნობით, რომლებსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

image
ყოველი ადამიანი უნიკალურია თავისი ბუნებით, მართალია ზოგიერთს არც მოსწონს თავისი უნიკალურობა, როგორიცაა დიდი ცხვირი, ყურები, სხვადასხვა ფერის თვალები და ა. შ. მაგრამ ბევრმა თავისი უნიკალურობა სასიკეთოდ გამოიყენა და ხალხს თავი გააცნო:

1. ცუნანა

მოდელი ტიბეტიდან, რომელიმაც ლონდონში მოდის კვირეულიც გახსნა. ცუნანას უნიკალური გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებს და ბევრი დარწმუნებულია, რომ მალე მასზე ყველა ილაპარაკებს.imageimage

2. ანოკ აი

ფესტივალის შემთხვევითმა კადრმა 19 წლის ანოკი ვარსკვლავად აქცია. შავი ფერის კანის გოგონა სამოდელო სააგენტო Next Models-მა შენიშნა. ახლა მას არა მხოლოდ მომგებიანი კონტრაქტი და დიდი პერსპექტივები აქვს მოდის ინდუსტრიაში, არამედ ასობით ათასი გულშემატკივარიც.imageimage

3. ნუანეა ლებაჯოა

დიზაინერი და ინსტაგრამის ვარსკვლავი მილიონზე მეტი გამომწერით. გოგონას ნათელი გამოსახულებები და მოდური ექსპერიმენტებისადმი მისი სიყვარული არავის ტოვებს გულგრილს.
imageimage

4. კატაჟინა იუჟეცკა

სამოდელო აგენტმა კატაჟინა მატარებელში ყოფნისას შენიშნა. მაშინვე მიხვდა, რომ მის თვალწინ უჩვეულო გარეგნობით და დასამახსოვრებელი ტიპით მომავალი ვარსკვლავი იდგა. პოლონელი მოდელის მონაწილეობა Prada-ს, Calvin Klein-ის და Christian Dior-ის ჩვენებებში ადასტურებს, რომ აგენტი მართალი იყო.imageimage

5. იუნია პახომოვა

რუსი მოდელი ელფური გარეგნობით, რომელმაც დაიპყრო Gucci, Alexander Wang, Balenciaga და სხვა ბრენდების პოდიუმები. თავად იუნიამ გადაწყვიტა გამხდარიყო მოდელი, რათა დაემტკიცებინა მათთვის, ვინც მის გარეგნობას მოდის ინდუსტრიისთვის შეუფერებელს უწოდებდა, რომ შეძლებდა წარმატებული კარიერის აშენებას.imageimage

6. მარია ოზი

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ვიდეოს რეჟისორი მარია ოზი ინსტაგრამის წყალობით ვარსკვლავი გახდა. საინტერესო ფსევდონიმმა „სულიერი პიროვნება“ და უჩვეულო გარეგნობამ დაიპყრო 100 ათასზე მეტი ადამიანი. გოგონა ყოველთვის ერთობა, როცა ვინმე ფიქრობს, რომ ფოტოშოპით თვალებს იდიდებს. მარია ამბობს, რომ ასეთი სახის ნაკვთები მამისგან მიიღო.imageimage

7. უილოუ ჰენდი

22 წლის ბარბის სახის მოდელი, რომელიც მუშაობდა ბევრ მსხვილ ბრენებთან (Prada, Valentino, Chanel, Dolce & Gabbana, Alexander McQueen). უილოუს დისნეის პრინცესებს ადარებენ და მოდის ინდუსტრიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.imageimage

8. მარიან იონკმანი

ყველაზე წარმატებული ჰოლანდიელი მოდელი, სენ ლორანის მუზა, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გოგონა - ყველა ამ გოგონაზე საუბრობდა. მისი საიდუმლო შრომისმოყვარეობა და დაუვიწყარი ტიპაჟია.image
image

9. მეგან კოლისონი

„მე მომწონს საკუთარი თავი ვიყო“, - ამბობს კანადელი მოდელი მეგან კოლისონი, რომელიც თავისი უჩვეულო გარეგნობის გამო შეამჩნიეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა Dolce & Gabbana, Marc Jacobs, Prada, Valentino, Givenchy და Louis Vuitton.imageimage

10. ელია სოფია

ელია სოფიას უცხოპლანეტელური სილამაზე მაშინვე იპყრობს ყურადღებას. უცნაური არ არის, რომ ჟურნალმა Vogue-მა სწორედ ეს გოგონა 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ მოდის აღმოჩენად დაასახელა.imageimage


















0
3588
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
3588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0