სხვა საინტერესო ფაქტები ჩვენი მხედველობის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ 2023, 16 მაისი, 9:08 ინტერნეტის საუკუნეში წარმოუდგენელია ცხოვრება კომპიუტერის გარეშე. დაჩვეულები ვართ – სხვადასხვა ტიპის მონიტორებით, თვალებს უმოწყალოდ ვტვირთავთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ თვალი უნიკალური ორგანოა, რომელიც ჯერ-ჯერობით, სრულად შესწავლილი არც კი არის. აქ კი იმ ინფორმაციას გთავაზობთ, რომელიც უკვე ცნობილია და შეიძლება, არ იცოდეთ: * თითოეული თვალი 120 მლნ-მდე უჯრედს შეიცავს და ყოველი მათგანი სინათლეზე, ან მის არ არსებობაზე რეაგირებს. * ადამიანის თვალს, ფერთა სპექტრიდან, მხოლოდ სამის: წითელი, ლურჯი და მწვანე ფერის (RGB) აღქმა შეუძლია. დანარჩენი ფერები, ამ სამი ფერის კომბინაციით მიიღება. * ჩვენი თვალის დიამეტრი დაახლოებით, 2, 5 სმ-ია და ის 8 გრ. იწონის.
* ყავისფერი თვალები, სინამდვილეში, ყავისფერი პიგმენტების ქვეშ მოთავსებული ცისფერი თვალებია. არსებობს ლაზერული პროცედურა, რომელიც ყავისფერი თვალის ფერს ცისფრად ცვლის, თან სამუდამოდ. თუმცა, თვალის ფერის შეცვლა ლინზებითაც შეიძლება – ეს კი, ბევრად უფრო უსაფრთხო და იაფია. * გამოსახულება რომელიც ტვინში იგზავნება, სინამდვილეში ამობრუნებულია და მისი გასწორება უკვე ტვინში ხდება. * ადამიანის თითის ანაბეჭდი 40 უნიკალურ მახასიათებელს შეიცავს, ხოლო თვალის ფერადოვანი გარსი — 256. სწორედ ამიტომ არის, რომ რიგ შემთხვევებში, უსაფრთხოების მიზნით, თვალის სკანერებს იყენებენ. * სხეულების ნაწილებს შორის, ყველაზე დიდი დატვირთვა ტვინისთვის, თვალებზე მოდის. * მაიას ტომში სიელმე მომხიბვლელობის ნიშნად ითვლებოდა და მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შვილები დაელმებულიყვნენ. * დაახლოებით 10 000 წლის წინ, ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა. ხოლო შემდეგ, შავი ზღვისპირეთში მცხოვრებ ადამიანს გენური მუტაცია დაემართა, რამაც ცისფერი თვალების გაჩენა გამოიწვია. * თუ ფოტო ნათებით გადაღებულ სურათზე ადამიანს მხოლოდ ერთი თვალი აქვს წითელი, მაშინ იმის ალბათობა (იმ შემთხვევაში, თუ ორივე თვალი კამერისკენ არის მიმართული), რომ მეორე თვალზე სიმსივნე აქვს 95%-ია. * შიზოფრენიის ამოცნობა უმარტივესი ტესტით შეიძლება. ამ დაავადების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს ნელა მოძრავი ობიექტისთვის თვალის გაყოლება არ შეუძლია. მისი თვალი ვერ აფიქსირებს ამგვარ მოძრაობას, ხოლო შემდეგ, მკვეთრად ხტება და ობიექტს ეწევა. * სიამის ტყუპებს, რომლებსაც საერთო თალამუსი აქვთ, შეუძლიათ ერთმანეთის აზრების გაგება და ერთმანეთის თვალებით დანახვა. * ადამიანის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თვალის თანმიმდევრული მოძრაობა, თუ ის მოძრავ ობიექტს აკვირდება. * კოსმოსში ტირილი შეუძლებელია, რადგან გრავიტაციის არარსებობის გამო, ცრემლებისგან პატარა ბურთულები იქმნება, რომლებიც თვალებს სუსხავს. * მეკობრეები თვალის სახვევს იმისთვის ხმარობდნენ, რომ გემბანზე და ტრიუმში, თვალის ადაპტირება სწრაფად მოეხდინათ. მათ ერთი თვალი მზის სინათლეზე ჰქონდათ შეჩვეული, მეორე – სიბნელეზე, რადგან ბრძოლის დროს, ყოველი წამი მნიშვნელოვანი იყო. * არსებობს ადამიანის თვალისთვის რთულად აღსაქმელი ფერები, რომლებსაც «შეუძლებელ ფერებსაც» ეძახიან. ასეთებია: წითელი მწვანე ტონალობით და ყვითელი ლურჯი ტონალობით. * ჩვენ გარკვეულ ფერებს ვხედავთ, რადგან ეს არის სინათლის ერთადერთი სპექტრი, რომელსაც წყალში გავლა შეუძლია — იქ, სადაც ჩვენი თვალების ჩამოყალიბება მოხდა... და არ არსებობს არანაირი ევოლუციური მიზეზი, რომ სინათლის უფრო ფართო სპექტრი დავინახოთ. * თვალის განვითარება 550 მლნ. წლის წინ დაიწყო. ყველაზე მარტივი მხედველობის ორგანო ერთუჯრედიან ცხოველებს ჰქონდათ, ცილის ფოტორეცეპტორის სახით. * არის შემთხვევები, როდესაც აფაკიით (თვალის ბროლის უქონლობა) დაავადებულები, სინათლის ულტრაიისფერ სპექტრს ხედავენ. * მამრობითი სქესის ყოველი მე–12 წარმომადგენელი დალტონიზმით არის დაავადებული. * «აპოლონის» მისიის ასტრონავტებმა, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ აღნიშნეს, რომ როდესაც თვალებს ხუჭავდნენ, სინათლის ზოლებს და აფეთქებას ხედავდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამის მიზეზი კოსმოსური რადიაცია იყო. * გამოთქმა «თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ» – მოქმედების სწრაფად შესრულებას ნიშნავს და მართალიც არის, ქუთუთოს კუნთი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე სწრაფი კუნთია. ადამიანს 1 წმ-ში, თვალის 5-ჯერ დახამხამება შეუძლია (1 დახამხამებაზე – 100 – 150 მილიწამია იხარჯება). * თვალის გუგები თითქმის ნახევარჯერ ფართოვდება, როდესაც იმას ვუყურებთ, ვინც გვიყვარს. * წამწამის სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 5 თვეა. * ჩვენ «ვხედავთ» ტვინით და არა თვალებით. ბუნდოვანი და უხარისხო გამოსახულება — თვალის ფუნქციის დაქვეითებას უკავშირდება და დღეს უკვე არსებობს ლაზერული ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებით მხედველობის გაუმჯობესება შეიძლება. ასევე არსებობს სპეციალური იმპლანტანტები, რომელიც გარე და შიდა ბადურებს შორის მონტაჟდება და მხედველობის აღდგენა სპეციალური სათვალეებით არის შესაძლებელი. თუ თვალმა მექანიკური დაზიანება მიიღო და მისი აღდგენა შეუძლებელია, ბიონური (ხელოვნური) აპარატურის მონტაჟი უკვე ხელოვნურ თვალზე ხდება. გარდა ამისა, თუ ადამიანი დაბადებიდან უსინათლოა, ტვინის მხედველობის ნერვის განუვითარებლობის გამო ან თუ ამ ნერვის დაზიანება მოგვიანებით მოხდა, დღეს უკვე შესაძლებელია, იმპლანტანტის თავის ტვინში დამონტაჟება, რაც ადამიანს საშუალებას მისცემს, ის დაინახოს, რაც სათვალის კამერის ობიექტივში მოხვდება. არხის სხვა სიახლეები:* 20 საინტერესო ფაქტი ალუბლის შესახებ* ორი ლეგენდის შეხვედრა და სხვა საინტერესო ფაქტები ფრედი მერკურის შესახებ* 5 გასაოცარი რამ, რაც მიწისქვეშ ხდება717 1-ს მოსწონს
|