ვარსკვლავები "მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ვიღაცას ჩემი მკერდის ნახვა სურს"- კელი ბრუკი 2023, 10 მაისი, 16:57 25 წელზე მეტი ხნის შემდეგ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კელი ბრუკს ყელში ამოუვიდა საზოგადოების მხრიდან გამუდმებული თხოვნები-გამოაქვეყნოს მოშიშვლებული მკერდის ფოტოები.
მოდელი ამტკიცებს, რომ მისი ცნობილი სავსე მკერდის მიმართ მუდმივი ინტერესი თაყვანისმცემლობის მხრიდან პირფერობის გამოვლინებაა. თავდაპირველად კელი მოდელად დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა სილამაზის კონკურსზე 16 წლის ასაკში და სწრაფად გახდა მამაკაცის პრიალა ჟურნალების ფავორიტი. როგორიცაა Loaded, FHM და GQ. ![]() ახლა 43 წლისაა, მოდელმა და მსახიობმა ახლახან იქორწინა იტალიელ მოდელ ჯერემი პარიზზე და თანაწამყვანია შოუ Drive Time-ის Heart Radio -ზე, ხოლო მისი სამოდელო ბიზნესი ჩვეულებრივ შემოიფარგლება Instagram-ით, სადაც ამაყობს შთამბეჭდავი 1.3 მილიონი გამომწერით. ![]() „ერთადერთი ტიპის შეტყობინებები, რომელსაც მე ვიღებ არის: „კელი, რატომ აქვეყნებ შენი ბაღის სურათებს? ჩვენ გვინდა შენი მკერდის ნახვა!არის რაღაცეები, რაზეც მეცინება".-განუცხადა The Sun-ს კელიმ. ![]() კელი, რომელიც 2019 წელს გახდა გასახდომი რძის კოქტეილის, ბრენდი SlimFast-ის ელჩი, აღიარებს, რომ წარსულში სოციალური მედიაში კონტენტს აყალბებდა, მაგრამ ახლა ინტერნეტში უფრო ჯანსაღი იმიჯის პოპულარიზაციას ეწევა . ”ვფიქრობ, იყო დრო, როდესაც ამას ვაკეთებდი(გულისხმობს ფოტოების გაყალბებას)”, - თქვა მან-და მე ვერ გავიგე, რა გზავნილს შეიცავდა ის. „ახლა ბევრად უფრო პასუხისმგებელი ვარ, ფოტოებს რედაქტირებას არ ვუკეთებ და სხეულს არ ვცვლი."-აღნიშნა მსახიობმა. 440 3-ს მოსწონს
|