x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"სტალინი ამას მიხვდა, მისწვდა კიდევაც მსხვერპლს... მაინც ვერ დაიჯერა, ვერ ირწმუნა, რომ ეს კაცი, შიშისგან აკანკალებული, ხვალ რისხვად დაატყდებოდა მის დიდებას"
image


მიხეილ კაზაკოვის მოგონებიდან:" სპექტაკლის შემდეგ ხრუშჩოვი ოჯახთან ერთად ხელმძღვანელობის კაბინეტში შემოვიდა.


- კარგი საჭირო სპექტაკლია!-ნიკიტა სერგის ძე მაგრად ართმევს ხელს შატროვს.ის აღელვებულია და სასაუბროდაა განწყობილი-დიახ სტალინი, სტალინი..ეს იყო ორსახოვანი იანუსი..მახსოვს, ერთხელ კრემლში გამომიძახა.მივედი, თვითონ ზის ფანჩატურში, კრემლში მაშინ გარეშე პირებს არ უშვებდნენ. ეს მე დავრთე ნება(კმაყოფილი იცინის), ჰოდა ზის ფაтჩატურში, გაზეთს კითხულობს.მივუახლოვდი, ჩავახველე, შემდეგ კი :"გამარჯობათ, იოსებ ბესარიონის ძევ", "გაგიმარჯოს ნიკიტა".


ხრუშჩოვი სტალინის ლაპარაკს ბაძავს, აღმოსავლური აქცენტის პაროდირებას აკეთებს, უბრალო, რიგითი ადამიანების მსგავსად.



"მე მიბარებდით, იოსებ ბესარიონის ძევ?", "გიბარებდი ნიკიტა, ".ვდგავარ, ვუცდი, ის დუმს."ჰოდა, გამოვცხადდი, იოსებ ბესარიონის ძევ", "ვხედავ, რომ გამოცხადდი ნიკიტა.შენ მსუქანი ხარ, შენ არ შეგამჩნიონ, შეუძლებელია..."."გისმენ იოსებ, ბესარიონის ძევ", "აი, რა ნიკიტა, წუხელ კრემლის დაცვის კომენდატი დაიჭირეს"."ვიცი, იოსებ ბესარიონის ძევ, ", "ვიცი, ვიცი...ის თუ იცი, ნიკიტა, რომ ის შენ გასახელებს?".მე გავფითრდი, "შეუძლებელია, იოსებ ბესარიონის ძევ", "რა არის შეუძლებელი? გასახელებს"..


ხრუშჩოვი კარგი არტისტივით პაუზას აკეთებ, ის კი არ ჰყვება, არამედ როგორც ჩვენ, მსახიობები ვამბობთ, როლშია შეჭრილი.


"არა, შეუძლებელია, ამხანაგო სტალინ"."რა გჭირს, ნიკიტა, რას აიჩემე-შეუძლებელია, მე შენ გეუბნები, გასახელებს".


ბოძივით გაშეშებული ვდგავარ, ხმას ვერ ვიღებ.სტალინმა გაიცინა და მხარზე ხელი მომითათუნა "ვხუმრობ, ნიკიტა, ვხუმრობ მე..."


ეს მოგონება რომ წავიკითხე, გავოგნდი, თავის საყოველთაოდ ცნობილი ინტუიციით, ადამიანის სულის შორეულ ხლართებში წვდომის უნარით, წინასწარ ხომ არ განჭვრიტა, გულმა ხომ არ უკარნახა, რომ სწორედ ეს, ლაქიასავით მორჩილად რომ დგას მის წინაშე, სულ მალე სასტიკად იძიებს შურს და ცამდე ატყორცნილ კვარცხლბეკზე შემდგარ მის სახელს ძირს, მტვერსა და ტალახში დაანარცხებს.


უთუოდ იგრძნო ეს, მაგრამ სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდა, ალბათ ბევრი რამ გაანალიზა, ისტორიის მწარე გაკვეთილებიც გაიხსენა, საკუთარ მონათაგან საწამლავით თუ ხანჯლით ბოლომოღებულ ხელისუფალთა ბედიც მოაგონდა.ამ ადამიანებსაც, ახლა რომ გარს ეხვია, მრავალჯერ მოუტრიალდა, აწონ-დაწონა მათი ზნე და ხასიათი და კვალმა ზუსტად ამ კაცთან მიიყვანა, ათას პოტენციურ მოღალატეში ზუსტად გამოარჩია და ხელი დაადო....


შეაკრთო ამ აღმოჩენამ, იმდენად არალოგიკური ჩანდა, გამორჩეულ კოჰორტაში იდგა კაცი, ერთი შეხედვით უბრალო და მიამიტი, უკრაინულ ხალათში, გლეხურად გულღია და უეშმაკო, რომელიც წვეულებაზე გოპაკს ცეკვავდა და "პუბლიკას" ამხიარულებდა.


კარის ხუმარის ნიღაბში შურისმაძიებელი იმალებოდა და სტალინი ამას მიხვდა, მისწვდა კიდევაც მსხვერპლს, რომ ნიღაბი ჩამოეგლიჯა და...მაინც ვერ დაიჯერა, ვერ ირწმუნა, რომ ეს კაცი, შიშისგან აკანკალებული და გაფუჭებული დაუსრულებლად რომ იმეორებს ერთი და იგივეს "не можеть быть, не можеть быть, "-ო, ხვალ რისხვად დაატყდებოდა მის დიდებას.


(ნაწყვეტი წიგნიდან "სისხლიანი ქრონიკები"-ვახტანგ ხარჩილავა)

5
1372
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1372
  
2023, 19 მაისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 მაისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5