x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
მსახიობები, რომლებიც "ოსტატი და მარგარიტას" გადაღების შემდეგ დაიღუპნენ - რატომ ითვლება რომანი დაწყევლილად

image


მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოები "ოსტატი და მარგარიტა" ცნობილია როგორც "დაწყევლილი რომანი". მწერლის სიცოცხლეშივე წიგნი არაერთხელ აიკრძალა და მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. გარდა ამისა, "ოსტატი და მარგარიტას" ეკრანიზაციის შემდეგ, ფილმში მონაწილე მსახიობები ერთმანეთის მიყოლებით იღუპებოდნენ.




უცნაურ უცნობთან შეხვედრა


image


"ოსტატი და მარგარიტას" რეჟისორი, ვლადიმირ ბორტკო იხსენებს რომ 2005 წელს, როდესაც ის "პატრიარქთა ტბორებთან" გადასაღებად ემზადებოდა, მას გვერდზე უცნობმა ჩაუარა და ასეთი რამ უთხრა: "მაინც არაფერი გამოგივათ!" მაშინ რეჟისორმა უცნობის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მისტიკური მოვლენები ერთიმეორის მიყოლებით ხდებოდა.




ყველა უარს ამბობდა


image


პრობლემები დაიწყო - გადაღებების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ბევრმა მსახიობმა როლზე უარი განაცხადა. ვოლანდის როლი ოლეგ იანკოვსკის ერგო, მაგრამ ბოლო მომენტში როლზე მან უარი თქვა, რადგან ის საკმარისად ძლიერად არ ჩათვალა. უარის თქმა გრძელდებოდა - მაშკოვი ოსტატის როლს არ დათანხმდა, კალიაგინმა ბერლიოზის როლზე უარი თქვა, ისევე როგორც პანკრატოვ-ჩორნიმ - ვარენუხას როლზე.




ბოროტი სულების თამაში სახიფათოა!


image


პანკრატოვ-ჩორნის მისტიკის სჯეროდა და ეშმაკის როლის შესრულებას არ თანხმდებოდა, რადგან მისი აზრით, ასეთი რაღაცეები როგორც წესი, ცუდად მთავრდებოდა. მსახიობის თქმით, ბოროტი სულების თამაში სახიფათო იყო, ამის შემდეგ ბორტკომ მას სტიოპა ლიხოდეევის როლი შესთავაზა, მსახიობმა შეთავაზებული როლი უსაფრთხოდ ჩათვალა და მის შესრულებას სიამოვნებით დათანხმდა.





მსახიობები ერთიმეორის მიყოლებით იღუპებოდნენ


image


პირველი სერიის ეკრანებზე გამოსვლიდან ხუთი წლის განმავლობაში ბევრი მსახიობი გარდაიცვალა, რომლებიც გადაღებებში მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ბრონისლავ ბრონდუკოვი, სპარტაკ მიშულინი, ვიქტორ პავლოვი, მიხაილ ულიანოვი და კომპოზიტორი ალფრედ შნიტკე. გადაღების შემდეგ მალევე ასევე ოპერატორი ევგენი გრებნევიც დაიღუპა, კინოოპერატორი საკუთარი დაბადების დღის წინა დღეს გარდაიცვალა.




ოლეგ ბასილაშვილი - სისხლჩაქცევა


image


თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სიკვდილის პირას მისულები, მაინც გადარჩნენ. ვოლანდის როლზე ყველა მსახიობი უარს აცხადებდა, მის თამაშზე მხოლოდ ოლეგ ბასილაშვილი დათანხმდა. გადაღების დროს მსახიობს სახმო იოეგებზე სისხლჩაქცევა დაემართა. ბასილაშვილს გამოსაჯანმრთელებლად დიდი ხანი დასჭირდა, რამაც გადაღებები დროებით შეაჩერა.




ალექსანდრე ადაბაშიანს გულის შეტევა დაემართა


image


ამჯერად, კიდევ ერთი ინციდენტი უკვე მსახიობ ალექსანდრე ადაბაშიანს შეემთხვა, რომელიც მიხაილ ბერლიოზის როლს ასრულებდა. გადაღებებიდან რამდენიმე დღეში მას ინფარქტი დაემართა, თუმცა თავად მსახიობი არ ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა ნაწარმოების მისტიკური ძალით ყოფილიყო განპირობებული.




მიხეილ ბულგაკოვის რომანი, ალექსანდრე ფილიპენკოსთვის საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა


image


რაც შეეხება მსახიობ ალექსანდრე ფილიპენკოს, მისთვის რომანი საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა. პირველად მან რეჟისორ იური კარას მიერ გადაღებულ "ოსტატსა და მარგარიტაში" კოროვიევის როლი შეასრულა, ხოლო როდესაც ბორტკომ ფილმის გადაღება გადაწყვიტა, ის მოულოდნელად "პატრიარქთა ტბორებში" მეგობრებთან ერთად მოსერინე ფილიპენკოს გადააწყდა, რომელსაც თავის ახალ პროექტზე მოუყვა. ბორტკომ ფილიპენკოს აზაზელოს როლი მაშინვე შესთავაზა, რაზეც მსახიობი ზედმეტი ყოყმანის გარეშე დათანხმდა.



გადაღებული მასალა დაიტბორა


image


"ოსტატისა და მარგარიტას" გადაღებები საკმაოდ ქაოტურად მიმდინარეობდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, გადასაღებ მოედანზე სრულიად გაუგებარი მოვლენები რომ ხდებოდა. გადამღები ჯგუფის ზოგიერთი წევრი იხსენებს, რომ ყველაფერი ცხელი წყლის მილის გასკდომით დაიწყო, რომელმაც სწორედ ის ადგილი დატბორა, სადაც ფილმის გადაღებული მასალა ინახებოდა.




მისტიკა გრძელდებოდა


image


როდესაც ფილმს რეჟისორი იური კარა იღებდა - ექვსი ოპერატორი შეიცვალა. ზოგი მათგანი ახსნა-განმარტების გარეშე წავიდა, ზოგი კი უბრალოდ გაუჩინარდა. ყირიმში გადაღებებისას იმ ადგილისთვის სრულიად წარმოუდგენელი და უჩვეულო რამ მოხდა - ოქტომბერში თოვლი მოვიდა. გარდა ამისა, ოპერატორი გადაღებებზე არ მივიდა, ხოლო ფირი მოსკოვში დარჩათ. როდესაც კარა მასალისთვის მოსკოვში დაბრუნდა, მისი ახალი "ვოლგა" ბულგაკოვის სახლის მოპირდაპირედ გაფუჭდა.




გადაღებები ისრაელში


image


ფილმის რეჟისორსა და გადამღებ ჯგუფს გადასაღებ მოედანზე განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად პიროტექნიკოსი სჭირდებოდათ, რომელსაც მოედანზე საჭირო "წყვდიადის" ეფექტი უნდა შეექმნა. ასეთი ადამიანი მალევე იქნა ნაპოვნი, ხოლო როდესაც უკვე ყველაფერი მზად იყო, გადასაღები მოედნის თავზე მოულოდნელად 15 ისრაელის საბრძოლო ვერტმფრენი დაეშვა. ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმი თავს გადამღებ ჯგუფს დაესხა, რომლებიც მათ ნამდვილი დამნაშავეები ეგონათ, სანამ სპეცრაზმი სიტუაციაში გაერკვეოდა "წყვდიადიც" გაიფანტა.











0
490
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
490