x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
10 უხერხული შემთხვევა გადასაღებ მოედანზე, რომელთა დავიწყებასაც ყველა მსახიობი ისურვებდა

image


ცხოვრებაში ყველას გვქონია ისეთი სიტუაციები, რომელთა დავიწყებაც ყველაზე მეტად გვდომებია. ასეთი უსიამოვნო შემთხვევები ყველა ადამიანში განსხვავებულ ემოციებს იწვევს: ზოგში სირცხვილის გრძნობას ბადებს, ზოგშიც კი - გაღიზიანებას იწვევს. მსგავსი რამ მსახიობებსაც ემართებათ, მაგრამ მათ წარუმატებლობას ხშირად მილიონები ხედავენ. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე უხერხულ სიტუაციებში აღმოჩენილი ცნობილი მსახიობები წარმოგიდგინოთ, რომლებსაც ამა თუ იმ როლის შესრულებისას განცდილი უხერხული გრძნობებისა და უარყოფითი ემოციების დამალვა ყველაზე მეტად გაუჭირდათ და რომელთა დავიწყებასაც თითოეული მათგანი ისურვებდა.





ნიკოლ კიდმანი - "დიდი პატარა ტყუილები"


image


ფილმში მსახიობმა დამცირებული ცოლის როლი შეასრულა, რომელიც ტირანთან ქორწინებით იტანჯება. ერთ-ერთ სცენაში მას ქმრის ფეხებთან წოლა და მისი ცემის ატანა მოუწია. მსახიობმა აღიარა, რომ ის იმდენად შევიდა როლში რომ გადაღების შემდეგ თავს ისე განადგურებულად გრძნობდა, რომ აფექტის მდგომარეობაში ფანჯარაც კი ჩაამტვრია.




ჯენიფერ ლოურენსი - "მგზავრები"


image


მსახიობი დიდხანს ყოყმანობდა კრის პრატთან ერთად საწოლის სცენაში მონაწილეობაზე, საქმე კი იმაში გახლდათ რომ მსახიობი დაქორწინებული იყო, რის გამოც ლოურენსს სინდისი აწუხებდა, ხოლო იმისთვის რომ თავისი საქმე მაინც შეესრულებინა, მან რჩევა დედას ჰკითხა, დუბლის წინ მსახიობი მაგრად დათვრა.



ბრაიან კრენსტონი - საკულტო სერიალი "Breaking Bad"


image


მსახიობი ერთ-ერთი სცენის გადაღებას დღესაც სიმწრით იხსენებს. საქმე იმაშია, რომ სიუჟეტის მიხედვით, მისი პერსონაჟი უბრალოდ უნდა მდგარიყო და ახალგაზრდა გოგონას სიკვდილისთვის ეყურა. მსახიობის თქმით, ის სცენარის ასეთ განვითარებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ეგუებოდა, რადგან გოგონა მას შვილად ეკუთნოდა, კრიმინალური სერიალის ვარკვლავი კი საკუთარ ქალიშვილზე აკვიატებულ აზრებს თავიდან ვერ იშორებდა.




ალფი ალენი - "სამეფო კარის თამაშები"


image


ერთ-ერთი ეპიზოდის გახსენება მსახიობს დღემდე უჭირს. მისთვის აღნიშნული ეპიზოდი ემოციური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე აღმონდა. საუბარია სანსა სტარკისა და რამსი ბოლტონის ქორწილის ღამეზე, სადაც ალენის პერსონაჟი თეონ გრეიჯოი გოგონას მიმართ სასტიკი ძალადობის შემსწრე ხდება.




ჰიუ ჯეკმანი - "კინო 43"


image


ავსტრალიელ კინოვარსკვლავს ჰიუ ჯეკმანს ამ სკანდალურ ფილმში მონაწილეობის დღემდე რცხვენია. ღმერთმა იცის, რატომ გადაწყვიტა ცნობილმა მსახიობმა ამ ფილმში თამაში. საქმე ისაა, რომ ჰიუ ჯეკმანს ისეთი მამაკაცის განსახიერება მოუწია, რომელსაც გენიტალიები ნიკაპზე ჰქონდა.




ჯესიკა ალბა - "ფანტასტიკური ოთხეული 2"


image


ალბა დღესაც ძრწოლვით იხსენებს ამ ფილმის გადაღებებს. რეჟისორი ტიმ სტორი ხშირად აღიზიანებდა მსახიობს, ერთ-ერთ სცენაში კი, სადაც მას სცენარის მიხედვით უნდა ეტირა, ალბას უთხრა რომ შეეძლო ტირილი არც კი ეცადა, რადგან ცრემლებს მას გრაფიკის დახმარებით დაადებდა. როგორც ალბა აღიარებს, მაშინ მას გადაღებების მიტოვებაც კი სურდა, ვინაიდან თავს იმედგაცრუებულად გრძნობდა.




არნოლდ შვარცნეგერი - "ჰერკულესი ნიუ - იორკში"


image


მსახიობს არც ერთი თავის როლის არ რცხვენია. ის თავის ადრეულ ნამუშევრებს ყოველთვის ირონიით იხსენებს, განსაკუთრებით კი მას ღიმილს ზემოაღნიშნული ფილმიდან დათვთან ჩხუბის სცენა ჰგვრის, საქმე კი იმაში გახლდათ რომ მხეცის როლს სპეციალურ კოსტიუმში გადაცმული ადამიანი ასრულებდა.




რიზ უიზერსპუნი და რობერტ პატინსონი - "წყალი სპილოებისთვის!"


image


ბევრი მსახიობი კოცნისა და ჩახუტების სცენების დროს გარკვეული სახის უხერხულობას განიცდის. ფილმში მსგავსი სცენის გადაღების დროს პატინსონმა ყველაფერთან ერთად გაციებაც მოახერხა. ორივე მსახიობის თქმით, ეს იყო ამაზრზენი: ახალგაზრდა მამაკაცს ცხვირი გაჭედილი ჰქონდა და წამდაუწუმ ცინგლებს უიზერსპუნის პარიკზე იწმენდდა.



მარტინ შინი - "აპოკალიფსი ახლა"


image


სცენარის მიხედვით, შინის პერსონაჟი ძალიან თვრება და სასტუმროს ნომერში დებოშს აწყობს. მსახიობმა გადაწყვიტა, მაგრად დამთვრალიყო და გადასაღებ მოედანზე ისე მისულიყო, რათა კადრში ყველაფერი ბუნებრივად გამოსულიყო. დილით კი როცა გადაღების შედეგები იხილა ვერ დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი მისი ნამოქმედარი იყო.








0
869
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
869