x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
9 ევროპელი მსახიობი, რომელმაც ჰოლივუდი თავისი სილამაზითა და ნიჭით დაიპყრო

image


ჰოლივუდში მარტო ამერიკელები არ არიან - ალბათ, არ იარსებებდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჰოლივუდის კინო რომ არა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ნიჭიერი მსახიობები. მოდით, გავიხსენოთ ყველაზე გამორჩეული, პროდუქტიული და პოპულარული "ვარსკვლავური ემიგრანტები", რომლებიც დღეს ჰოლივუდის კინოში ამინდს ქმნიან.



ალისია ვიკანდერი


image


"ოსკარის" მფლობელი წარმოშობით შვედეთიდან გახლავთ. სწორედ იქ გადადგა კინოში თავისი პირველი ნაბიჯები შვიდი წლის ალისიამ, დამწყები მსახიობი თანდათან ერთი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა, გოგონა ძირითადად ბრიტანულ პროექტებში ("ანა კარენინა", "ახალგაზრდობის აღთქმა") თამაშობდა, შემდეგ კი ჰოლივუდის ჰიტებსაც შეეხო. ვიკანდერმა სწორედ ბიოგრაფიული ფილმისთვის - "დანიელი გოგონა" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამსახიობო ჯილდო დაიმსახურა.





მარიონ კოტიარი


image


მარიონმა ფართო აღიარება კომედია "ტაქსის" შემდეგ მოიპოვა. წარმოშობით ფრანგმა კინომსახიობმა ადგილობრივი კინოს ნაცვლად სწორება ჰოლივუდურ პროექტებზე გააკეთა და არც ინანა. თანდათან მისი ფილმოგრაფია გამრავალფეროვანდა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით შეივსო, როგორიცაა - "დასაწყისი", "მოკავშირეები", "მაკბეტი" და სხვა.





პენელოპე კრუსი


image


ერთ-ერთი პირველი ფილმი პენელოპეს მონაწილეობით - ბიგას ლუნას ესპანური მელოდრამა "ლორი, ლორი" - გამოსვლისთანავე ჰიტი გახდა. ნიჭიერი, ახალგაზრდა მსახიობის ყურადღება რეჟისორებმა მთელი მსოფლიოდან მიიპყრეს. კრუსმაც მათ არ უღალატა: ესპანელმა ლამაზმანმა ისეთ ცნობილ ჰოლივუდურ პროექტებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა - "ვანილის ზეცა", "ბორცვებისა და ხეობების ქვეყანა", "ცხრა" და სხვა. პენელოპე კრუსი გახდა პირველი ესპანელი მსახიობი, რომელმაც "ოსკარი" მოიპოვა.





ელსა პატაკი


image


ჰოლივუდში კიდევ ერთი გამოჩენილი ესპანელი მსახიობი - ელსა პატაკი მოღვაწეობს. მსახიობ კრის ჰემსვორტის მეუღლე მადრიდში დაიბადა და 2000-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. 2010 წლის დასაწყისში კი მსახიობმა ითამაშა ესპანურ ფილმში "მინდა ჰოლივუდში" და რამდენიმე თვის შემდეგ სწორედ იქ აღმოჩნდა. ელზამ ფართო პოპულარობა კრიმინალურ დრამაში "ფორსაჟი 6"- ში მონაწილეობით მოიპოვა.





ქეით ბეკინსეილი


image


"სხვა სამყაროს" და "ვან ჰელსინგის" ვარსკვლავის სახელი ჰოლივუდთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში, ქეითის კარიერა სამშობლოში - დიდ ბრიტანეთში, მეორეხარისხოვანი სატელევიზიო როლებით დაიწყო. ბეკინსეილი მსახიობობაზე სერიოზულად არც კი ფიქრობდა: გოგონა ოქსფორდის უნივერსიტეტში ფრანგულ და რუსულ ლიტერატურას ეუფლებოდა, სწორედ უცხო ენებთან და ლიტერატურასთან ახლოს გაცნობამ მისცა საშუალება მომავალ ვარსკვლავს თავისი როლების სპექტრი გაეფართოებინა.





დაიან კრიუგერი


image


წარმოშობით გერმანელი დაიან კრუგერი მოდელობაზე ოცნებობდა, მაგრამ ლუკ ბესონის რჩევით გოგონამ თეატრალურ სკოლაში მხოლოდ მას შემდეგ ჩააბარა რაც მისი ფილმისთვის "მეხუთე ელემენტი" სინჯები ვერ გაიარა. კრიუგერმა სწრაფად მოიპოვა ჯერ ევროპული, შემდეგ კი მსოფლიო პოპულარობა. მაყურებელს განსაკუთრებით მისი ისეთი ფილმები დაამახსოვრდა, როგორიცაა - "შეპყრობილი" და "ტროა". მსახიობი წარმატებით უთავსებს ჰოლივუდურ ბლოკბასტერებს, თანამემაულე - რეჟისორების დაბალბიუჯეტიან დამოუკიდებელ პროექტებს.





მონიკა ბელუჩი


image


მონიკამ კარიერა მოდელობით დაიწყო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალების გარეკანიდან და ფოტოსესიებიდან დიდ კინოში გადაინაცვლა. 1990 წელს მისი დებიუტი შედგა იტალიურ ფილმში "ცხოვრება ბავშვებთან" და დღემდე წარმატებით განაგრძობს მონაწილეობას ინგლისურენოვან ფილმებში, როგორიცაა "დრაკულა" და "მატრიცა". 90-იანი წლების შუა პერიოდიდან კი მონიკა ბელუჩის სახელი ყველამ იცის: მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ ერთდროულად შეიძლება ლამაზიც იყო და ნიჭიერიც.






კონი ნილსენი


image


კონი ნილსენი - წარმოშობით დანიელი გახლავთ, თუმცა კარიერა მან საფრანგეთში დაიწყო. 17 წლის ასაკში ის უკვე დამოუკიდებელ ფრანგულ ფილმებში თამაშობდა და თანდათან ახალ მწვერვალებსაც იპყრობდა. კონის ნახვა ისეთ ფილმებში შეგიძლიათ როგორიცაა - "ეშმაკის ადვოკატი", "რაშმორი", "გლადიატორი", "ქალი საოცრება" და ზაკ სნაიდერის "სამართლიანობის ლიგა". ნილსენი ასევე გახლავთ "Metallica"-ას დრამერის, ლარს უილრიხის მეუღლე.





ანა ულარუ

image


ანა - რუმინული წარმოშობის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან ტიტულოვანი მსახიობია. საფესტივალო კინოს გარდა, მას მონაწილეობა მოუწია ცნობილ ისტორიულ ტელესერიალში "ბორჯიების ოჯახი", ანა ულარუმ არაერთ ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობთან ერთად ითამაშა, მაგალითად, მისი ნახვა შეგიძლიათ ისეთ ფილმებში, როგორიცაა - "სერენა", "ინფერნო" და "ციმბირი".











0
745
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
745