საქართველო მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს გადადგომას 2012, 3 ოქტომბერი, 12:30 პრეზიდენტი რომ არ აპირებს გადადგომას, ამას მოწმობს ის განცხადება, რომელიც გააკეთა გიგა ბოკერიამ გუშინ, 2 ოქტომბერს. მან განაცხადა: "მინდა ყველას შეგახსენოთ, მათ შორის კოალიცია "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება 2013 წელს." ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში ასევე აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც ასევე დემოკრატიულად ჩატარდება, როგორც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხოლო ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი სწორი ნაბიჯი პრეზიდენტისგან იქნებოდა მისი გადადგომა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. "მე ვფიქრობ, მას შეუძლია ამის გაკეთება", - განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილის აზრით ეს იქნება ლოგიკური ნაბიჯი, მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ფაქტიურად სცნო სამთავრობო პარტიის მარცხი და აღიარა "ქართული ოცნების" გამარჯვება. ვნახოთ გაითვალისწინებს თუ არა მიხეილი ბიძინას განცხადებას, რაშიც მე ეჭვი მეპარება. 679 6-ს მოსწონს
|