x
დოსტოევსკის 15 გენიალური გამონათქვამი

დოსტოევსკის 15 გენიალური გამონათქვამი


  • ადამიანი საიდუმლოა და მე ძალიან მინდა ამ საიდუმლოს ჩავწვდე, იმიტომ რომ მეც მინდა ვიყო ადამიანი.
  • ადამიანი მისი სიცილითაც შეგიძლია გამოიცნო. თუკი ადამიანის სიცილი მოგეწონა, სხვა რომ არაფერი იცოდე მის შესახებ, შეგიძლია დარწმუნებული იყო მის კარგ ადამიანობაში.
  • გიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც არის, შეუძლებელია. გიყვარდეს, ნიშნავს ხედავდე ისეთს, როგორიც ის ღმერთმა ჩაიფიქრა.
  • თუ გინდა რომ არავინ დაგიჯეროს, საკუთარი თავი უნდა ითამაშო.
  • არასოდეს მოატყუო საკუთარ თავს. ის, ვინც საკუთარ თავს ატყუებს, ვეღარ ხედავს სიმართლეს საკუთარ თავში, ან მის გარშემო და საკუთარი თავის და გარშემომყოფების პატივისცემას კარგავს. ის, ვინც პატივისცემას კარგავს, კარგავს სიყვარულის უნარს.
  • ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგიძლია.
  • ბედნიერება უბედურების მიზეზის მიხვედრაა.
  • ადამიანი მძიმე დღეებს ითვლის, ბედნიერ დღეებს არასოდეს.
  • ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, მისი მიღწევის მცდელობაშია.
  • ორიგინალობის ნაკლებობა ყველა დროში წარმატებული და პრაქტიკული ადამიანის უმთავრეს თვისებად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ მშობლებიც მთელი თავისი არსებით ცდილობენ გახადონ შვილები რაც შეიძლება ჩვეულებრივები.
  • საკუთარი გზით არასწორად სიარული სჯობს, სხვისი გზით სწორად სიარულს.
  • ხანდახან ადამიანებს მგზნებარედ და მთელი არსებით უყვარდებათ ტანჯვა.
  • თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულერთია.
  • ტანჯვა და ტკივილი გონიერი და ღრმა ადამიანის თანმდევია მუდამ. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო დიდია მისი ამქვეყნიური სევდა.
  • მშვენიერება მისტიკური და ამავე დროს საშინელია. თითქოს ღმერთი და ეშმაკი ებრძვის აქ ერთმანეთს, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0