პროზა "იმ დღეს ვუყურებდი "იმედზე" მარიაჟობდა ერთი "ცნობადის" ცოლშვილი!" - ბაკურ სვანიძე 2023, 8 მაისი, 18:07 "ამ ა ვ ა დ მ ყ ო ფ ო ბ ა შ ი კიდევ ერთხელ შემომეკითხა დენიელ კ ი ზ ი ს "ყვავილები ე ლ ჯ ე რ ნ ო ნ ი ს თ ვ ი ს"... ვისაც აქვს წაკითხული, ის მიხვდება, რასაც ვიტყვი... ამ ნაწარმოების ს ი ღ რ მ ე ე ბ ი სხვა არის, მაგრამ ახლა, უბრალოდ იმაზე დავფიქრდი - დაიწერებოდა ასეთი ნაწარმოები ქ ა რ თ უ ლ სინამდვილეში? - ვ ე რ ა !
ეს არ არის ქართული! ქართველი "ჩარლი გორდონები" ასე არასოდეს იტანჯებოდნენ! ეს სუფთა ა მ ე რ ი კ უ ლ ი ა!
იმიტომაც გვაყრიან ამდენ "გრანტებს" რომ ჰგონიათ ჩვენთანც ასეა! აქ კიდევ გათაღლითებული ზოგიერთი ქართველი ი ჯ ი ბ ა ვ ს ათიათასობით დ ო ლ ა რ ს და თანაც თავს "კ ე თ ი ლ" ბიძიად და დეიდად გვაჩვენებს.
იმ დღეს ვუყურებდი "ი მ ე დ ზ ე" მარიაჟობდა ერთი "ცნობადის" ც ო ლ შ ვ ი ლ ი (მოდური რუსოფობიური პატრიოტიზმის ფონზე) - "დედა-შვილს გვაქვს
ორგანიზაცია, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს რაღაც ღონისძიებებს ვუმართავთო, ისეთი ბედნიერი სახეები აქვთო..." - არაა ცუდი! მაგრამ შენ რომ
უფრო ბედნიერი სახე გაქვს? იმ "შეზღუდულს" რომ ფერადი ბუშტი გაუბერე, ტაში დაუკარი თუ ტორტი მიუტანე, ან რაღაც სავარძელი უყიდე და ასე შემდეგ -
შენ რამდენი ჩაიჯიბე მაგაში, ეგ თქვი, ბევრად უფრო ბედნიერი სახე რომ გაქვს და ვერც მალავ? კეთილი ბიჭი მაშინ იქნები, შენი პირადი ა ნ ა ზ ღ ა უ რ ე ბ ი ს
გარეშე როცა გააკეთებ მაგ საქმეებს ბიძიკო! თორემ ისე, მართალია "ინტელექტმომატებული" ჩარლი გორდონი - ეგენი, ყველანი, თქვენთვის მხოლოდ "ელჯერნონები" - "საყვარელი, განსაკუთრებული, ჭკვიანი თაგუნები"
არიან და მ ა ყ უ თ ი ს საკეთებელი საშუალება - თქვე ფარისეველო "ჰუმანიზმის კეთილო ფერიებო"...
აბა, მაგაში მ ა ღ ა ლ ანაზღაურებას არ იღებდეთ, ვნახავდი ვის რას მიუტანდით და ვის რითი "გაახარებდით"!
არ დაიწყოთ ახლა დემაგოგია - ეტლი ძვირი ღირსო! ეგ ვიცი და ინვენტარის ღირებულებაზე არ ვლაპარაკობ!
თქვენ პირად ხ ე ლ ფ ა ს ე ბ ზ ე გეუბნებით, მაგ ეტლის უბრალოდ შეძენასა და სადღაც მიგორებაში რომ აიღეთ!
ჰოდა, ძალიან გადავერთე სხვაგან... მივბრუნდეთ ისევ იქ... რატომ არც ერთ ქართველ დიდ მწერალს არ დაუწერია მსგავსი რამ? იმიტომ, რომ ჩვენში "ჩარლი გორდონებს" არავინ ურტყამდა თავში! არავინ ჩ ა გ რ ა ვ დ ა, არავინ
ამცირებდა, არავინ თხუპნიდა ფ ე კ ა ლ ი ე ბ ი თ და არც დედმამიშვილი უ კ ა დ რ ი ს ო ბ დ ა მასთან თამაშს!
არ არის ეს ქართული ფენომენი! და ესენი, ეს ველური "დასავლელები" გვასწავლიან ჩვენ ტ ო ლ ე რ ა ნ ტ ო ბ ა ს?
ვიხსენებ ქართველ "ჩარლი გორდონებს" - დიდროია ქაფურას! სოსოიას ბეჟანას! ვერელ მარგოს! "ნატვრის ხის" "ჩარლი გორდონების" მთელ კოჰორტას!
ჩემს პირად "ჩარლი გორდონს" - ჩემ მ ი ხ ო ი ა ს ვიხსენებ, ჩემი ს ა ჭ ა მ ი ა ს ე რ ი დ ა ნ! რას ამბობთ, ვინ გაუბედავდა დ ა მ ც ი რ ე ბ ა ს, დაჩაგვრას, ცემას?
კი, მ ა ს ხ რ ო ბ ა იყო! ოღონდ კ ე თ ი ლ ი, უწყინარი!
ჩვენებური, თბილი და თავისებური პატივისცემითაც! ვერა, ვერ დაწერდა დენიელ კიზი ამას, აქ, ჩვენთან რომ დაბადებულიყო და გაზრდილიყო! არა, არაფერი გვაქვს ამ კუთხით მათგან სასწავლი და დასარიგებელი!
ისე კი, ვისაც არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ! ეს ის არის, რაც ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა იმისთვის, რომ მ ო კ ვ დ ე თ და მერე ხელახლა ახალ, სულ სხვა "მცენარედ" აღმოცენდეთ!
ხოლო ვისაც გვაქვს წაკითხული, უბრალოდ, ყოველდღე მივიტანოთ ჩვენი ყვავილები, ჩვენს "უკანა ეზოწი", და ჩვენი "ელჯერნონების საფლავებთან" უხმოდ დავაშყოთ..."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე.
ცნობისათვის, ამერიკელი მწერლის ნაწარმოები "ყვავილები ელჯერნონისათვის" პირველად დაიბეჭდა 1959 წელს ჟურნალში "Fantasy & Science Fiction", წიგნი ერთ მენტალურად არამდგრად ადამიანზე, 37 წლის დამლაგებელზე, ჩარლი გორდონზე, რომელსაც გააჩნია IQ-ს დაბალი დონე და სწორედ მისი გონებაჩამორჩენილობა ითამაშებს უდიდესს როლი მის ცხოვრებაში. ის გაიკეთებს ოპერაციას, რომლის შემდეგაც ხდება გენიოსი და იწყებს წარსულის კვლევას და ბევრ საინტერესო რამესაც აღმოაჩენს მასში, მეტად ემოციური ნაწარმოები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. წიგნმა პოპულარობა მოიპოვა და არ დააყოვნა მისმა ეკრანიზაციამაც, 1968 წელს გამოდის ფილმი "ჩარლი".სადაც მთავარ როლს კლიფ რობერტსონი ასრულებდა და რომელმაც "ოსკარი" დაიმსახურა საუკეთესო სამსახიობო როლისთვის.
თავად მწერალს კი გადაეცა "ჰიუგოსა" და "ნებიულას" ჯილდოები.
339 3-ს მოსწონს
|