x
image
intermedia.ge
Mediator image
როგორ მოვუაროთ პარკეტის იატაკს?
image

პარკეტის იატაკი ნებისმიერი დიზაინის მქონე სახლს ავსებს და კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. მაშინაც კი, თუ ინტერიერის დიზაინი დეტალურად არის გათვლილი თითოეულ ასპექტზე, სასურველი ვიზუალისა და ფერის პარკეტი მაინც ნებისმიერი მსურველისთვის მოიძებნება. იქედან გამომდინარე, რომ პარკეტის იატაკი ბუნებრივი მასალისგან მზადდება, მას დახვეწილ ვიზუალთან ერთად, ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს.


დღეს, შესაძლოა წარმოუდგენლადაც კი გეჩვენოთ, მაგრამ პარკეტი მეთექვსმეტე საუკუნიდან ამშვენებს ჩვენ სახლებს და დღემდე ახერხებს პოპულარობის ზენიტში ყოფნას. პარკეტი ძალიან გამძლე იატაკია, უძლებს წლებს და ოჯახებში ინახავს თაობების ისტორიას. მსგავსი იატაკი, ნებისმიერი სახლისთვის უკვე განაცხადია და თქვენს ინტერიერს ისეთ ვიზუალს სძენს, რომელიც შეუმჩნეველი ვერავისთვის დარჩება.




ისევე როგორც ყველაფერ კარგს, პარკეტსაც გააჩნია თავისებურებები, რაც გამოხატულია იმაში, რომ პარკეტს სჭირდება სპეციალური მოვლა, გაწმენდა და ზოგჯერ, შესაძლოა ხელახალი მოხვეწა და ზედაპირის განახლებაც დასჭირდეს, რათა პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს. თუმცა, ამან არ უნდა შეგაშინოთ, ვინაიდან მოვლის პროცესი რთული ნამდვილად არ არის და თანაც, იმისათვის კი, რომ თქვენი პარკეტის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება შეძლოთ, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგიმზადეთ:


  • პარკეტი ერთი ხის სხვადასხვა ნაჭრებისგან შედგება, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული დიზაინის მიხედვითაა აწყობილი. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ერთ ოთახში ერთი ტიპის პარკეტი დააგოთ, რათა თავი აარიდოთ ფირფიტებს შორის ფერითა სხვაობას.
  • გამოიყენეთ საწმენდი ჯოხი(მოპი) ან მტვერსასრუტი, რათა პარკეტის იატაკს მოაშოროთ მტვერი, ნამცეცები და ჭუჭყი.
  • იატაკის გასაპრიალებლად და გასაწმენდად, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი საწმენდი სითხე, რომლებიც უშუალოდ ხის ან პარკეტის იატაკისთვისაა განკუთვნილი.
  • არასოდეს გამოიყენოთ აბრაზიული (უხეში) ხელსაწყოები და უხეში სარეცხი საშუალებები.
  • იქიდან გამომდინარე, რომ პარკეტი შთანთქავს და ინარჩუნებს ტენიანობას, მნიშვნელოვანია, რომ პარკეტის იატაკი იყოს მშრალ მდგომარეობაში, რათა არ მიიღოს ტენიანობით გამოწვეული დაზიანება და შედეგად, არ გამრუდდეს ზედაპირი.
  • არასასურველი ლაქები მოაშორეთ ზედაპირს მათი გაჩენისთანავე.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ სახლი არ გახდეს ძალიან ნოტიო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პარკეტი დაგებული გაქვთ სააბაზანოსა და სამზარეულოში.
  • სამზარეულოში საჭმლის მომზადებისას, სასურველია შეაღოთ ფანჯრები და ასევე კარგი საშუალებაა სახლში ტენიანობის შემამცირებელი მოწყობილობების გამოყენება.
  • მიზანშეწონილია ფარდების გამოყენება, რათა შეამციროთ იატაკზე მზის პირდაპირი სხივების დიდი ხნის განმავლობაში დაცემა, ვინაიდან მზის სინათლემ შესაძლოა გამოიწვიოს პარკეტის გაუფერულება.
  • თუ სახლში ცხოველები გყავთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს ბრჭყალები ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდეთ, რათა პარკეტმა მექანიკური დაზიანება არ მიიღოს.
  • მოერიდეთ პარკეტის სველ წმენდას ყოველდღიურ ნიადაგზე და რაც მთავარია, წმენდიდას ძალიან ძლიერად არ გახეხოთ იატაკი.
  • თუ წლებთან ერთად, იატაკს შეატყობთ, რომ ცვეთას იწყებს, არ შეგეშინდეთ, ვინაიდან ეს ნიშანია, რომ თქვენს პარკეტს ხელახალი მოხვეწა სჭირდება.
  • პარკეტის მოსაპრიალებლად გამოიყენეთ სპეციალური საშუალება, რომელიც თქვენს იატაკს ბზინვარებას შეუნარჩუნებს.


როგორც ხედვათ, მას შემდეგ, რაც პარკეტის იატაკის დიზაინს, ფერსა და მასალას აარჩევთ, მისი მოვლა პროფესიონალების ჩართულობის გარეშე, თავადაც მარტივად შეგიძლიათ. ხოლო იმისათვის, რომ იატაკის შერჩევის პროცესი კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, სავაჭრო ცენტრი იდეალი პარკეტის დიდ არჩევანს გთავაზობთ. სავაჭრო ცენტრის შოურუმში წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნობით როგორც ფილიალებში ვიზიტისას, ასევე ბრენდის ვებგვერდის საშუალებითაც.




R



0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0