კინო პოპულარული მსახიობები, რომლებსაც კარიერის დასაწყისში თავის დამცირება მოუწიათ 2023, 8 მაისი, 10:30 მსოფლიო კინოს ყველა ვარსკვლავის დიდების გზა მარტივი და ია - ვარდით მოფენილი არ ყოფილა. კარიერულ კიბეზე ასვლის პროცესში ზოგიერთ მსახიობს პროდიუსერებისა და რეჟისორების მხრიდან რეალური დამცირებისა და ძალადობის ატანა მოუწიათ. ზოგიერთი იმ ამაზრზენი შემთხვევის შესახებ, რომელიც კინოინდუსტრიის ვარსკვლავებს ამ გზაზე თავს გადახდათ სწორედ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.მეგან ფოქსიჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობი, პოპულარული ფილმ "ტრანსფორმერების" წყალობით გახდა, რომლის რეჟისორთანაც მას არც თუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. რეჟისორი მაიკლ ბეი, ახალგაზრდა მსახიობებთან განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და გულთბილი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა.მეგანის თქმით, ბეიმ გოგონა აიძულა, მისი "ფერარი" სწორედ გადაღების დროს გაერეცხა. ამასთან, მეგანს ამის გაკეთება საკმაოდ შილიფად ჩაცმულს მოუწია, და რაც ყველაზე მეტად საგულისხმოა ეს ყველაფერი კამერაზე იქნა გადაღებული, ხოლო თუ რა ბედი ეწია ჩანაწერს ამაზე - ისტორია დუმს.გრეის კელი
50-იანი წლების ყველაზე შემოსავლიანი ამერიკელი მსახიობი, რომელიც მოგვიანებით მონაკოს პრინცესაც კი გახდა, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში საკუთარ სექსუალობას, წარმატების მისაღწევ იარაღად იყენებდა.მას გარკვეული ურთიერთობები აკავშირებდა როგორც მსახიობებთან, რეჟისორებთან, სცენარისტებთან, ოპერატორებთან და პროდიუსერებთან. ზოგიერთმა მათგანმა გოგონას მოგვიანებით ბოდიშიც კი მოუხადა, თუმცა იყო თუ არა ის მსხვერპლი, ეს კითხვა სადავო რჩება.ფეი დანაუეიმშვენიერმა ამერიკელმა "ოსკაროსანმა" მსახიობმა ფეი დანაუეიმ კიდევ უფრო გიჟური და წარმოუდგენელი ისტორია გაიხსენა საკმაოდ ცნობილ და კონტროვერსიულ პოლონელ რეჟისორთან დაკავშირებით. რეჟისორ რომან პოლანსკის 1974 წელს გადაღებულ ნეო - ნუარის ჟანრის ფილმში "ჩინური კვარტალი", ახალგაზრდა მსახიობი ქალი მთავარ როლს ასრულებდა. გადასაღებ მოედანზე ურთიერთობა მას ფილმის რეჟისორთან აშკარად ვერ აეწყო.ფეის თქმით, ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, რეჟისორი მის მიმართ ფიზიკურ ძალადობასაც მიმართავდა. მაგალითად, მას შეეძლო ქალის მოწესრიგებული ვარცხნილობიდან ზოგიერთი ზედმეტი თმა მოულოდნელად ამოეძრო, ასევე დამცინავი ფორმით პირადად დაეწყო მისთვის მაკიაჟის გადაკეთება. გავრცელებული ხმების თანახმად, ამის გამო მსახიობმა მას ერთხელ სახეზე ჭიქით შარდიც კი შეასხა.ტენდივე ნიუტონიგასულ წელს განუმეორებელმა ბრიტანელმა მსახიობმა ტენდივე ნიუტონმა ორმოცდაათი წლის იუბილე აღნიშნა. ერთ-ერთ ინტერვიუში ტენდივემ უსიამოვნო ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც მისი ახალგაზრდობის ერთ-ერთ პირველ კასტინგთან იყო დაკავშირებული. რეჟისორმა, რომლის სახელიც მან შეგნებულად არ დაასახელა, მსახიობს სთხოვა, სავარძელზე უხილავ პერსონაჟთან სექსუალური აქტის სცენა განესახიერებინა.ამასთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ფრაგმენტს ფილმის სცენართან საერთო არაფერი ჰქონდა, რეჟისორი უბრალოდ მსახიობს დასცინოდა, შემდეგ კი ამ "კასტინგის" ვიდეო მეგობრებს გაუგზავნა.765 შეფასება არ არის |