x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სწრაფი "მედოკი" (ფენებს გაბრტყელება არ უნდა)

ეს ნამცხვარი ყველას უყვარს. გამოდგება ნებისმიერი ზეიმისთვის, ან უბრალოდ, მყუდრო ოჯახური საღამოსთვის. ერთი შეხედვით, თითქოს რთულია, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს – სულ რაღაც 12 წუთი და ცომი მზად არის...


image


ინგრედიენტები:


თაფლი — 100 გრ.
სოდა — 1 ჩ. კ.
კარაქი — 100 გრ.
კვერცხი — 4 ცალი
შაქარი — 1 ჭიქა
მარილი — 1 მწიკვი
ფქვილი — 1, 5 ჭიქა

ნაღები (30%) — 300 მლ.
შესქელებული რძე — 100 მლ.


მომზადება:


I. თასში მოათავსეთ თაფლი და როდესაც გადნება, დაამატეთ სოდა > ხარშეთ საშუალო ცეცხლზე მანამდე, ვიდრე ფერს არ შეიცვლის და არ გამუქდება. თან, სულ ურიეთ.

II. მიღებულ მასას დაამატეთ კარაქი > ისევ ურიეთ და როდესაც კარაქი გადნება, ცეცხლიდან გადმოდგით > გააგრილეთ, ოთახის ტემპერატურამდე.

III. მეორე თასში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი > დაამატეთ გაციებული თაფლიანი ნაზავი > თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დაამატეთ ფქვილი და ისევ ათქვიფეთ.

IV. გაყავით ცომი 2 ნაწილად > საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ პერგამენტი > მოათავსეთ მასზე ცომის ერთი ნაწილი და დასაკრემით გაანაწილეთ > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 5-6 წთ. > იგივე წესით გამოაცხვეთ მეორე ფენაც.

V. კრემის მოსამზადებლად, შეგიძლიათ ნებისმიერი რეცეპტი გამოიყენოთ. აქ კი, კრემის ასეთ რეცეპტს გთავაზობთ: ათქვიფეთ ნაღები და შესქელებული რძე. უნდა მიიღოთ სქელი, არაჟნისებური მასა.

VI. ჩამოაჭერით ფენებს გვერდები და გაყავით შუაზე > თითოეულ ფენას წაუსვით კრემი და ერთმანეთზე დააწყვეთ > დაფხვენით გვერდებიდან ჩამოჭრილი ფირფიტის ნაწილები და ზემოდან მოაყარეთ.

ნამცხვარი შეგიძლიათ II დღეს მიირთვათ, როდესაც ფენებს კრემი გაუჯდება და დარბილდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 საინტერესო ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* "შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ

* ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი



7
101
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
101
  
2023, 25 მაისი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მაისი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 მაისი, 23:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7