სხვა გულისამრევია უკვე ის ფაქტი, რომ ვინმე "ნათელმხილველი" კაკულია ასე "აბოლებს" საზოგადოებას ამდენი ხნის მანძილზე 2023, 7 მაისი, 12:48 წლებია უკვე ვინმე ქალბატონი კაკულია, რომელიც თავს "ნათელმხილველს" უწოდებს, საზოგადოებას "აბოლებს" საკუთარი ინიციატივით თუ პოლიტიკოსების დაკვეთით. ცალკე თემაა, საპატრიარქო "მჩხიბავს", რომ არ უნდა ღებულობდეს პომპეზურად. ეს ქალბატონი რომლის "წინასწარმეტყველებაც", თურმე ნუ იტყვით და "ზედმიწევნით ზუსტად" სრულდება უკვე მერამდენედ ატყუებს საზოგადოებას. ბარაქ ობამაზე განაცხადა, რომ მეორე ვადით პრეზიდენტად არ აირჩევდნენ, არა და მშვენივრად აირჩიეს. ესეც არაფერი, თურქეთში მიწისძვრის მერე განაცხადა: "ხომ ვთქვი, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდება, ღმერთი არ აპატიებს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებასო". შე მამაცხონებულო, უბრალო ხალხს დაერია ღმერთი და ვინც აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას მოაწერა ხელი ისინი განზე დატოვა? მანამდე რატომ არ თქვა გარკვევით თურქეთში ამხელა მსხვერპლის გამომწვევი მიწისძვრა რომ მოხდებოდა, სადაა მისი როგორც "ღვთისმოსავი" ადამიანის ჰუმანურობა. მერე კი განაცხადა: "თურქ მეგობარს ვუთხარი მოსალოდნელი უბედურების შესახებ, მას თურქეთის ხელისუფლებისთვის რომ ეთქვაო". ესეც არაფერი, დიდის ამბით გვამცნო: "ჩემი გოგო გახდება საქართველოს პრემიერიო"-როგორ მოგწონთ? ათწლეულებია "იბერიას რომ აბრწყინებს" და როგორი "გაბრწყინებულიც" ვართ თავადაც ხედავთ. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ვერ "ხედავდა", სამაგიეროდ "დაინახა" უკვე მომწიფებული ფაქტი-რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. ახლახან მთლად უზარმაზარი "სიბრძნე" გვამცნო: "ხომ დავწერე მოსკოვის თავზე აფეთქებები მოხდება, რადგან რუსეთს უამრავი მტერი ჰყავს და ტერაქტებს მოუწყობენო". სამხედრო ანალიტიკოსია რა პირდაპირ!!! მოსკოვში აფეთქებული დრონების ნარჩენები ვერ წარმოადგინა რუსეთმა, რადგან აშკარა იყო, რომ ეს დრონები ეკუთვნოდა რუსეთს, მიჰქონდა მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელსაც მცირე ზიანის მიყენება თუ შეეძლო (დროშაც კი არ ჩამოუგდია). ის დრონები რომლებიც დაასახელა რუსეთმა, მაგრამ ვერ წარმოადგინა, მათი ნარჩენები თურმე უკრაინას ეკუთვნოდა. არა და დასახელებული დრონების მაქსიმალური ფრენის სიშორე სულ 650 კილომეტრია და ვერანაირად ვერ მიაღწევდა კრემლამდე. ჯერ თქვა რუსეთი უკრაინაში ბირთვულ ბომბს გამოიყენებსო, ახლა ამბობს: "პუტინს უნდა გამოყენება, მაგრამ ეშინია, რადგან იცის ამას რა მოჰყვებაო". მოკლედ ურთიერთგამომრიცხავი "ხილვები" აქვს ამ ადამიანს. გახსოვთ "ნათელმხილველმა" რომ ბრძანა: მიშას მალე გამოუშვებენო, მას შემდეგ 6 თვე გავიდა, სადაა მიშა? პატიმარია, რომელსაც მკურნალობენ კერძო კლინიკაში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ. არ მესმის რამ დაუბნელა გონება ადამიანებს, რომელიც ამ "ნათელმხილველის ნაბჟუტურევს" რომ აზიარებს გამალებით, "არიქა გვეშველება მალე, კაკულიამ ასე თქვაო. ბიბლია გადაიკითხეთ ასეთებმა და წაიკითხავთ ცრუ წინასწარმეტყველებზე და ცრუ ნათელმხილველებზე რაც წერია და ისედაც დეპრესიაში მყოფ საზოგადოებას, ტყუილებით ნუ ასაზრდოებთ. ისე რას ვერჩი, ჭკვიანი ქალია, ასეთი მომგებიანი ბიზნესი დაუსჯელად არავის აუწყვია, თან ეს ცრუ ნათელმხილველი პატრიარქთან ვიზიტებით იწონებს თავს. კომფორტული საცხოვრებელი, აგარაკი შავი ზღვისპირას, შვილის პრესტიჟულ სასწავლებელში გაშვება ხუმრობა ნუ გგონიათ, თან დაცვაც რომ ახლავს ესაა საინტერესო. ცალკე თემაა ეს ქალბატონი ახალ პრეზიდენტად "გიორგი ბრწყინვალის" მოსვლით, რომ "გვაბოლებს" ეტყობა ჯერ არ იცის, პრეზიდენტს მომავალში პარლამენტი რომ აირჩევს და არა საზოგადოება არჩევნების წესით. ასე, რომ დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია. 325 5-ს მოსწონს |