x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რკინის სარი მოწყვიტა, დედის გინებით გამოგვეკიდა და კიდევ კარგი, რომ ვერავის მოგვარტყა, თორემ მოგვკლავდა" - გურამ ლორთქიფანიძე
image

ცნობილმა მსახიობმა, გურამ ლორთქიფანიძემ, ასეთ ისტორია გაიხსენა:


„ახალგაზრდობაში ერთხელ ერთ მეგობარს ვესტუმრე ქუთაისში. შუა ქეიფში ვართ და ერთ-ერთმა შემოსწრებულმა თქვა:

– ბიჭო, ჯიმშერიას „ლადა“ ჩამოუყვანია რუსეთიდან.


„ლადა“ იმ წლებში ძალიან პრესტიჟული მანქანა იყო, ჯიმშერია კი ამ სუფრის წევრების ახლო მეგობარი, რომელიც, თურმე ძალიან ხშირად იცვლიდა ცოლებსა და მანქანებს. „ლადას“ პატრონი რომ სუფრაზე არ გვეწვია, მეორე დღეს მას სახლში დავადექით კოლექტიურად, რომ „ლადა“ გვენახა და გაგვეტარებინა. ჯიმშერია სახლიდან გამოვიხმეთ და ჩემი მეგობარი ეუბნება:

– ჯიმშერია, ბუჯო, გამეიყვანე შენი „ლადა“, რომ შევაჯდეთ და გავაჭენოთო...

ჯიმშერია, ჯერ გაოგნდა, შემდეგ გაფითრდა და ცივმა ოფლმა დაასხა... ბოლოს კი რკინის სარი მოწყვიტა, დედის გინებით გამოგვეკიდა და კიდევ კარგი, რომ ვერავის მოგვარტყა, თორემ მოგვკლავდა...

საქმე კი ის იყო, რომ ლადა მის ახალ ცოლს ერქვა და არა ახალ მანქანას.



6 მაისს დაიბადა მსახიობი და რეჟისორი გურამ ლორთქიფანიძე, 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1969 წელს კი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარისტისა და რეჟისორის ორწლიანი კურსები.მსახიობი თამაშობდა 25-მდე ფილმში, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მოუპოვა აგულის სადებიუტო როლმა ელდარ შენგელაიას ფილმში "არაჩეულებრივი გამოფენა"(1968 წელი)


image

ასევე სახასიათო როლები შექმნა ფილმებში "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"(1975) "პირველი მერცხალი"(1975), "გასეირნება თბილისში"(1976) და "რაჭა ჩემი სიყვარული"(1977).

image

მსახიობი გარდაიცვალა 2008 წლის 6 იანვარს 77 წლის ასაკში.

2
1026
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1026
  
2023, 7 მაისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 მაისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2