x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სარწმუნოებისთვის წამებულები 2 საუკუნის შემდეგ გაცოცხლდნენ... და ამის მოწმე მთელი ქალაქი იყო

ეს ისტორია ქრისტიანების სასტიკი დევნის ეპოქაში, 250 წ. მოხდა, როდესაც რომს იმპერატორი დეციუსი (201 – 251) მართავდა. ქ. ეფესში (თურ. Efes – ბერძნული მეგაპოლისი, მცირე აზიის დას. სანაპიროზე) 7 მეგობარი ცხოვრობდა. ისინი ადგილობრივ გარნიზონში მსახურობდნენ და ქალაქის წარჩინებული ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის, ყველაზე უფროსი, მაქსიმილიანე, ქალაქის თავის ვაჟი იყო. ამასთან, ყველანი ქრისტიანები იყვნენ.


image


ისე მოხდა, რომ ერთხელ, იმპერატორი საკუთარ საქმესთან დაკავშირებით, მოგზაურობდა და ეფესშიც შეიარა. იქ მან, წარმართული ღმერთების პატივსაცემად, ზეიმის მოწყობა გადაწყვიტა, რომელში მონაწილეობაზე, 7 მამაცმა ახალგაზრდამ უარი განაცხადა. ამის გამო, იმპერატორმა ისინი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვა. თუმცა, სიკვდილით არ დასაჯა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა. ახალგაზრდებს მან, დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების შესაცვლელად, დრო მისცა. ხოლო თავად, ქალაქიდან დროებით გაემგზავრა.

ახალგაზრდებს გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ... სიკვდილის მოლოდინში, მათ თავშესაფარი, ქალაქგარეთ, მთის გამოქვაბულში იპოვეს, სადაც საკუთარი ბედისწერის აღსრულების მოლოდინში, გულმხურვალედ ლოცულობდნენ.


image


ქალაქში დაბრუნებული ლუციუსი, როდესაც გაიგო, რომ ახალგაზრდები საკუთარი რწმენის ერთგულნი დარჩნენ, საშინლად გაბრაზდა. მან იმ გამოქვაბულის ყველა შესასვლელის ამოქოლვა და ბიჭების ცოცხლად დამარხვის ბრძანა გასცა. როდესაც ახალგაზრდებმა განაჩენის შესახებ შეიტყვეს, ისევ ლოცვა დაიწყეს და ლოცვაშივე ჩაეძინათ... ორი მუშა, რომელსაც გამოქვაბულის ამოქოლვა დაევალა, ასევე ქრისტიანები იყვნენ. მათ ლითონის ფირფიტაზე ახალგაზრდების სახელები და მათი ისტორია დაწერეს, რომ პოვნის შემთხვევაში, ისინი გადაესვენებინათ და ყველა წესის დაცვით დაეკრძალათ...

ამ ამბის შემდეგ, თითქმის 200 წელი გავიდა და აღმ. რომის იმპერიას სათავეში, უკვე ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუს II უმცროსი (401 – 450 წწ.) ედგა. ხოლო, ქრისტიანობა – სახელმწიფო რელიგია იყო.

მიწის მფლობელმა, რომლის ნაკვეთზეც ეს გამოქვაბული მდებარეობდა, მშენებლობა წამოიწყო და ქვას სწორედ იმ მთის მიმდებარე ტერიტორიიდან ეზიდებოდნენ, სადაც გამოქვაბულები იყო. როდესაც მისი შესასვლელი გაიხსნა, ცოცხლად დამარხულმა ახალგაზრდებმა «გაიღვიძეს» და ყველაზე უმცროსი, სურსათის საყიდლად და ამბის გასაგებად, ქალაქში გაგზავნეს.image

ქალაქში მისულ ახალგაზრდას ყველაფერი შეცვლილი დახვდა. როდესაც მან პური შეიძინა და გამყიდველს ძველებური მონეტა გაუწოდა, დააკავეს. დაიწყეს იმის გარკვევა, თუ ვინ იყო და ეს ფული საიდან ჰქონდა. სწორედ იმ დროს, ეფესში ეპისკოპოსი სტეფანე იმყოფებოდა და ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, გამოქვაბულში წასვლა და ყველაფრის გადამოწმება გადაწყვიტა. ის, მრავალრიცხოვანი ამალით (ქალაქში თითქმის არავინ დარჩენილა) მთისკენ გაემართა და ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა. გამოქვაბულში ის ლითონის ფირფიტაც იპოვეს, რომელიც მუშებმა დატოვეს.

ახალგაზრდებმა საკუთარი ისტორია დეტალურად გაიხსენეს და იქვე, მარადიული ძილით დაიძინეს... სიკვდილის შემდეგ, კათოლიკურმა ეკლესიამ, ისინი წმინდანებად შერაცხა.


image

image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VII ნაწილი)

* საოცარი რეინკარნაცია: ინგლისელმა გაიხსენა, როგორ მუშაობდა ტაძრის მცველად 2000 წლის წინ

* 3 შემზარავი ფაქტი ტერაქტების ისტორიიდან



0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0