მიმოხილვა რომელი მარკის ავტომობილებით იღუპებიან ყველაზე ხშირად ავტოავარიაში? 2023, 4 მაისი, 12:10 ქვემოთ გაეცნობით ტერიტორიულად ორი დიდი ქვეყნის, აშშ-ს და რუსეთის მონაცემებს. autoinsurance.org-მა გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 წლის ავტოავარიების სტატისტიკა.მთლიანად წლის განმავლობაში 30 000 ადამიანი დაიღუპა. ოთხკარიან სედანების და მსუბუქი პიკაპების ავტოავარიები წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევით დასრულდა. სასიკვდილო ავტოავარიების მიხედვით მთლიანობაში პირველ ადგილზე გავიდა Ford-ი, მეორეზე Chevrolet-ი, ხოლო Honda -მ მესამე ადგილი დაიკავა. უფრო კონკრეტულად ბრენდის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: Chevrolet Silverado: 8777-სასიკვდილო ავარია Ford F-150: 7, 502-ს.ა. Honda Accord: 5, 368-ს.ა Toyota Camry: 5023-ს.ა. Dodge Ram: 4666-ს.ა. ახლა კი გავეცნოთ რუსეთის მონაცემებს. საგზაო უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციამ (ГИБДД) რუსეთში მომხდარი შარშანელი ავტოავარიების მონაცემები გამოაქვეყნა. ცხრილის მიხედვით, ავარიაში მოხვედრისას მძღოლისა და მგზავრებისთვის ყველაზე საშიში მანქანები აღმოჩდნენ ВАЗ, Daewoo, Chevrolet, Renault, Chery. ყველაზე ხშირად ადამიანები სწორედ ამ მანქანებში იღუპებიან. ანტირეიტინგში ასევე მოხვდა Toyota, Honda, Nissan, Peugeot და Opel-ი. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია სასიკვდილო ავტოავარიების პროცენტული მაჩვენებელი ყოველი 100 შემთხვევიდან.ავტოვაზი(ლადა-ჟიგული) 68, 6%-ით პირველ ადგილზეა, მეორეზეა კორეული Daewoo-67, 9%-ით, მესამეზე კი უკვე ზემოთ ამერიკაში დასახელებული Chevrolet -ი-55, 9%-ით, თუმცა აქ მცირე განსხავავება მაინც არის, რუსეთში საუბარია Chevrolet-ის ბიუჯეტურ მოდელებზე, როგორიცაა Lanos და Sens, და არა პრემიუმ მანქანებზე. – 140 2-ს მოსწონს
|