საქართველო "ხომ იცით რომ ისე არ ვიტყვი"- რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი 2023, 3 მაისი, 20:50 პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო ფრაქცია "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერის, ფრიდონ ინჯიას მიერ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით წამოწყებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:"ვითომ ბურჯანაძე არ გვაკლდა, ახლა ინჯია დაემატა რუსეთის მიერ შემოგდებული ნეიტრალიტეტის მოთხოვნით, აი რატომ გავყვიროდი და ვამხელდი მუდამ, ბურჯანაძის მოღალატეობრივ გზას -ქართველი მარგარიტა სიმონიანი........ ერთნი არიან ესენი ერთნი, გაიგეთ მეგობრებო ტელევიზიებო პარტიის პროგრამაც ერთი აქვთხომ იცით რომ ისე არ ვიტყვი."- ვკითხულობთ ოპოზიციონერი დეპუტატის ფეისბუქპოსტში.შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ფრიდონ ინჯია აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, და ევროკავშირისა და შტატებისგან შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის მოთხოვნა."უცნობის კიდობანში" დაგეგმილი და 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის მოთხოვნები საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების სახეს იღებს. მოთხოვნებს შორისაა საქართველოში პლებისციტური დემოკრატიისა და სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვა.აქციიდან 2 დღეში ცნობილი გახდა, რომ მოთხოვნების დაკანონებაზე ზრუნვას უმრავლესობის მოკავშირე „ევროპელი სოციალისტი“, ფრიდონ ინჯია შეუდგა.205 შეფასება არ არის |