![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315130189693.jpg)
კაცობრიობის ისტორია არის კულტურების, ისტორიებისა და აღმოჩენების მდიდარი პალიტრა. საუკუნეების მანძილზე უამრავი არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი, რომელთაგან თითოეული გვთავაზობს ხედვას ჩვენი წინაპრების ცხოვრებაზე. წარმოგიდგენთ 15 ისტორიულ არტეფაქტს, რომლებიც იმაზე მეტს გვიამბობს წარსულზე, ვიდრე ისტორიული ჩანაწერები:
1. კათოლიკური სამკაულის საკიდი სპილოს ძვლისგან, მე -15 საუკუნე. წარწერა არის სირაქის ძის სიბრძნის წიგნის 41-ე თავის დასაწყისი, რომელიც ძველი აღთქმის ნაწილია, ლათინურადაა დაწერილი: „O mors, quam amara est memoria tua“. ეს ითარგმნება: "ოჰ, სიკვდილო, რა მწარეა შენი ხსოვნა".![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315171989693.jpg)
2. საჭრელი დანა რკინისა და ხისგან დამზადებული მელას სახით. აშშ, მე-19 საუკუნე. ეს დანა აუქციონზე 584 დოლარად გაიყიდა.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315182989693.jpg)
3. ქალის ტანი, სავარაუდოდ დედოფალ ნეფერტიტის გამოსახვით, ძვ. წ. 1365-1349, ახალი სამეფო. ეს ფიგურა ინახება ლუვრში და მასზე სავარაუდოდ გამოსახულია სამეფო ოჯახის წევრი, ეს დასკვნა გაკეთდა პირველ რიგში სამუშაოს ხარისხისა და სამეფო თეთრეულის გამო. ეს არ უნდა იყოს ნეფერტიტი, რადგან ახალი სამეფოს ფარაონებს ჰყავდათ ბევრი ცოლი და შვილი და ეს შეიძლება იყოს თითქმის ნებისმიერი მათგანი. თუმცა, იმ პერიოდში ნეფერტიტის იმიჯი ძალიან პოპულარული იყო ხელოვნებაში, ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ ფიგურა სწორედ მას ეკუთვნის.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315213189693.jpg)
![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315215589693.jpg)
4. "მსუქანი კარლი ცისფერში" არის კარლ მარქსის ამსახველი მოზაიკური ფილა, რომელიც ნაპოვნია მე-19 საუკუნის სახლის კედელზე, ირანში.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315225189693.jpg)
5. იაპონური ნეცუკე (მინიატურული ქანდაკება) სპილოს ძვლისგან, რომელიც ასახავს ვირთხების ბურთს, მე-19 საუკუნე. მისი დიამეტრი მხოლოდ 4 სანტიმეტრია.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315250089693.jpg)
6. ძველი ეგვიპტური კატის სარკოფაგის რენტგენი კატის მუმიით შიგნით. პტოლემეოსის პერიოდი, დაახლ. ძვ. წ. 305-30 წლები. თუ ფიქრობთ, რომ კატა სიკვდილის შემდეგ ამ სარკოფაგში აღმოჩნდა, მაშინ ნაწილობრივ მართალი ხართ, მაგრამ მისი სიკვდილი ბუნებრივი არ იყო. ძველ ეგვიპტეში კატებს ხშირად სწირავდნენ ღმერთებს და მუმიფიცირებას უკეთებდნენ, როგორც შესაწირავს იმავე ღვთაებებისთვის. სამსხვერპლო კატებს ამრავლებდნენ და ზრდიდნენ ტაძრებში. ხშირად ეს იყო შესაწირავი სიხარულის, გართობის, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთ ბასტეტისთვის, რომელიც გამოსახული იყო როგორც ქალი კატის თავით.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315272089693.jpg)
7. თასი დამზადებულია მე-17 საუკუნის ნაუტილუსის ნიჟარით, ინახება ცარტორისკის მუზეუმი კრაკოვში, პოლონეთი. თასის ძირში ფიგურა ნეპტუნია, ხოლო ჭურჭლის გარე კედლებზე ამოტვიფრულ ნიმუშებზე გამოსახულია ღმერთი ნერეუსი და კუპიდონები, რომლებიც ზღვის ცხენებზე არიან ამხედრებული. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში ასეთი თასები მხოლოდ დეკორატიული იყო და სასაცილოდ ითვლებოდა. ხშირად მათ ამზადებდნენ ნამდვილი ნაუტილუსის ნიჟარისგან. ![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315303289693.jpg)
8. ღამურას გულსაბნევი, არტ ნუვო, ევროპა, 1905 წელი. გულსაბნევი დამზადებულია ოქროს, ვიტრაჟის მინანქრისა და ბრილიანტისაგან.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315312389693.jpg)
9. ჰენრი II-ის აბჯარი - საფრანგეთის მეფე, რომელიც მართავდა 1547-1559 წლებში. ჯავშანი გაფორმებულია ანტიკვარულიი მონსტრების და ურჩხულების გამოსახულებებით, არის მოოქროვილი და მოვერცხლილი![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315334489693.jpg)
10. კონუსური ჩაფხუტი რკინის ნიღბით, იაპონია, მე-17 საუკუნე. ეს ჩაფხუტი შეიძლება ჩანდეს ძველი იაპონური გამოფენის მდიდრულ ატრიბუტად, მაგრამ სინამდვილეში ასეთ ჩაფხუტებს იყენებდნენ ბრძოლაში. ასეთი ჩაფხუტები სპეციალურად შექმნილი იყო დამაშინებელი დიზაინით, რათა შეეშინებინათ მტრები ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით შებინდებისას. ანუ მათი ფუნქცია არ არის საზეიმო ან ესთეტიკური. ეს იყო ბრძოლაში დაშინების ტაქტიკა. მსგავსი ჩაფხუტები ძალიან იშვიათად იყო კონუსური ფორმის, სწორედ ამიტომაცაა ეს არტეფაქტი ძვირფასი.
![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315354689693.jpg)
11. სიკვდილი, რომელიც საპნის ბუშტებს უშვებს- ეს არის სიკვდილის ერთ-ერთი გამოსახულება, რომელიც 1729-1731 წლებში შეიქმნა იოჰან გეორგ ლაინბერგერის მიერ წმინდა მიხეილის სააბატოს ჭერისთვის, რომელიც მდებარეობს მიხელსბერგის მთაზე, ბამბერგში, გერმანია. ბუშტები ამ სურათზე სიმბოლოა სიცოცხლის სისუსტის. კიდევ ერთი ვარიაცია "memento mori"-ს თემაზე.
![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315372089693.jpg)
12. ქალებისთვის განკუთვნილი გასახდელი მაგიდა და სარკის სტენდი მოჩუქურთმებული დრაკონებითა და ფენიქსებით, ჩინეთი, მინის დინასტია, მე-17 საუკუნის დასაწყისი.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315383289693.jpg)
13. მარგალიტით დაფარული ზარდახშა. გუჯარატი, ინდოეთი, 1600-1650 წლები. ყუთი დამზადებულია ხისგან, მოოქროვილი ვერცხლის ჩარჩოთი. მისიზომებია 22, 5 სმ სიგრძე და 15, 3 სმ სიგანე. ზარდახშის საკეტის გასაღები ასევე მოოქროვილია და სახელურის ცენტრში დიდი მარგალიტისფერი ბრილიანტითაა დამშვენებული.
![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315402889693.jpg)
![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315404889693.jpg)
14. მაიას მეფე პაკალის (პაკალ დიდი) ნეფრიტის დაკრძალვის ნიღაბი პალენკედან, მე-7 საუკუნე, მექსიკა. ეს ნიღაბი აღმოაჩინეს 1952 წელს პალენკეში და ახლა გამოფენილია მისი საფლავის ზუსტ ასლში ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმში, მექსიკა. პაკალი ტახტზე 12 წლის ასაკში ავიდა და, მიუხედავად პალენკის თითქმის სრული განადგურებისა, მან შეძლო ქალაქის ფერფლისგან აღდგენა, რამაც იგი ცნობილი გახადა მაიას ხალხებში და დაიმსახურა სახელი "მზის ფარი". მან 68 წელი იმეფა და 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315421689693.jpg)
![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315423589693.jpg)
15. ფაიფურის თეფში კიბორჩხალის სახით, ჯინგდეჟენი, ჩინეთი, ახ. წ. 1736-1795. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ჭირჭელი ჩინეთში საექსპორტოდ იყო დამზადებული. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ჩინელი ხელოსნები შეგნებულად ცდილობდნენ გამოსახულებები უფრო უცნაურიი და თვალშისაცემი გაეხადათ, რათა უცხოეთში მყიდველები დაეინტერესებინათ და ამით ექსპორტის სტიმულირება მოეხდინათ.![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315444589693.jpg)
![15 ისტორიული არტეფაქტი, რომელთა
წყალობით წარსულის უკეთესად შეცნობა
შეიძლება image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202305/2023050315450089693.jpg)