სხვა "უჩივლო ღმერთს" და "საკუთარ თავს"... - სასამართლოში განხილული 3 ყველაზე უცნაური საქმე 2023, 2 მაისი, 15:21 ![]() 1)ბევრს სწამს ღმერთის, მაგრამ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელსაც გადაწყვიტა ეჩივლა ღმერთისთვის. 2007 წლის 14 სექტემბერს, 70 წლის ერნი ჩემბერსმა, სენატორმა ომაჰიდან, ნებრასკას შტატი, სარჩელი შეიტანა თავად ღმერთის წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ ღმერთმა გამოიწვია ან არაპირდაპირი მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კატასტროფებში: წყალდიდობები, ქარიშხლები, ტორნადოები, მიწისძვრები და ეპიდემიები. სარჩელი მოიცავდა მოთხოვნას, რომ ღმერთმა შეწყვიტოს ასეთი დივერსიული საქმიანობა. ჩამბერსის მტკიცებით, მან სარჩელი შეიტანა იმისთვის, რომ საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს სულელურ კანონებს, რომელიც იძლევა ასეთი სასაცილო სარჩელების შეტანის საშუალებას. გაინტერესებთ საქმე რატომ დაიხურა?ღმერთის მუდმივი მისამართის არქონის გამო. ![]() რადგან მისი სახელი გამოიყენეს ასეთი საზიზღარ შოუში, მან მორალური ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარი მოთხოვა. საქმე საბოლოოდ დაიხურა, რა თქმა უნდა მას 10 მილიონი კი არა, ცენტიც არ გადაუხადეს. ![]() 3)უცნაურ და სასაცილო სარჩელებს რა გამოლევს, ეს იქნება მსხვილი კორპორაციების, ცნობილი ადამიანების ან თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. მაგრამ რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანმა საკუთარ თავს უჩივლოს? ეს არის ზუსტად ის, რაც 1995 წლის მარტში გააკეთა რობერტ ლი ბროკმა, ვირჯინიის ქალაქ ჩესაპიკში მდებარე Indian Creek-ის გამოსასწორებელი კოლონიის პატიმარმა. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა. ბროკის თქმით, 1993 წლის 1 ივლისს მან დაარღვია თავისი სამოქალაქო უფლებები, რაც ეწინააღმდეგებოდა მის რელიგიურ მრწამსს, როდესაც მთვრალი იყო და დააპატიმრეს მსხვილი ქურდობისა და ძარცვისთვის. მომდევნო 23 წლის განმავლობაში ციხეში იჯდა, ბროკმა ვერ გამოიმუშავა საკმარისი თანხა, რათა გადაეხადა სარჩელის თანხა, ამიტომ გადაწყვიტა, მის ნაცვლად სახელმწიფოს დაეფარა ეს თანხა. საქმე დაიხურა, რადგან ეს ტიპი აშკარად არანორმალური იყო. მაგრამ მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბროკის გეგმა საკმაოდ გამომგონებლური იყო. ![]() 102 2-ს მოსწონს
|