საზოგადოება რატომ მოიკლა გალაკტიონმა თავი? 2023, 1 მაისი, 14:44 პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1959 წლის 17 მარტს, როცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოს (ე.წ. „ლეჩკომბინატის“) პირველი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოხტა. ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ნომერი ხუთი - აქ, ელიტური სამკურნალო კომბინატის ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ძირითადი კედლის კუთხეში, 1959 წლის 17 მარტს, ჩვიდმეტ საათსა და ორმოცდაათ წუთზე, დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. - ესაა ფრაგმენტი პოეტ ვახტანგ ჯავახაძის ჩანაწერების წიგნიდან, კვალი კი, რომლის შესახებაც გალაკტიონის ბიოგრაფიის მკვლევარი წერს, არ ჩანდა შემდგომი 51 წლის განმავლობაშიც, ანუ 2010 წლამდე. გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ერთ თვეში, 1959 წლის 15 აპრილს, დაიხურა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი, მინაწერით „მოისპოს“, ინახება საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში. არსად, არც ერთ პერიოდულ გამოცემაში არ დაწერილა, რომ პოეტმა თავი მოიკლა. როგორც ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონზე დაწერილ წიგნში „უცნობი“ იხსენებს, ერთადერთი მინიშნება გაკეთდა დასაფლავების დროს, მთაწმინდის პანთეონში გიორგი ლეონიძის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში: „მშვიდობით სიკვდილისათვის აჩქარებულო, როგორ არ იცოდი, რომ სიკვდილი შენ ვერ მოგერეოდა?!“ და ვერც მოერია: დღეს ყველა აღიარებს პოეტების მეფეს, რომლის სახელს ატარებს ხიდი და ქუჩა დედაქალაქში, დგას ძეგლი, პოეტის ბინაზე კი გახსნილია სახლ-მუზეუმი. მაღალი ტირაჟით იბეჭდება და იყიდება მისი ლექსები, ხოლო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს გალაკტიონოლოგიის ცენტრი, რომელმაც უკვე გამოსცა ოთხი ტომი 203 1-ს მოსწონს
|