კინო კუნთები ლეოპარდის ნაცვლად: "მეხუთე ელემენტის" გმირს ვერ იცნობთ 2023, 1 მაისი, 8:44 ექსპრესიული და კაშკაშა რუბი როდი ახლა უკვე წარსულშია. მსახიობი კრის ტაკერი ვეღარ მოირგებს საკულტო პერსონაჟის ლეოპარდის ვიწრო კომბინიზონს. დღეს წითელ ხალიჩაზე, რომ გვეხილა, ძალიან ძნელი იქნებოდა მასში "მეხუთე ელემენტის" გმირის ამოცნობა. 2000-იანი წლების წარმატების შემდეგ ტაკერი ეკრანებიდან უცბად გაქრა. როგორც Daili Mail იტყობინება, ამერიკელი დიდ უსიამოვნებაში გაეხვია: რამდენიმე წელი სასამართლოებში მოუწია სიარული გადასახადების (9.6 მილიონი დოლარი) გადაუხდელობის გამო. კანონთან პრობლემებისა და მასმედიის გვერდებიდან გაქრობის მიუხედავად, კინო არ მიუტოვებია. 51 წლის კომიკოსი კვლავ აგრძელებს კინოში გადაღებას. მაგალითად ახლა, ის ჯეკი ჩანთან ერთად მუშაობს ფილმის "პიკის საათი" მეოთხე ნაწილზე, წერს Variety. რაც შეეხება გარეგნობას, ტაკერმა წონაში საკმაოდ მოიმატა და ბრუტალურად გამოიყურება. როგორც ჩანს, სპორტდარბაზში გატარებულ ათეულობით საათს ტყუილად არ ჩაუვლია. მსახიობმა წვერიც მოუშვა და ძალიან სერიოზულად გამოიყურება. გადახედეთ სხვა სტატიებს:მოყვარულმა უბრალო დეტექტორით 2, 6 კგ. ოქრო იპოვნა ნეიროქსელმა მულტფილმების პერსონაჟები გააცოცხლა ამერიკელმა გვამების გამოსახვით როლი მიიღო საყვარელ სერიალში ზოგიერთი არქიტექტორის მიერ სილამაზის აღქმა, აშკარად განსხვავდება საყოველთაოდ მიღებულისგან გაეცანით ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ იაპონელები "სხვა პლანეტიდან" არიან ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან 357 2-ს მოსწონს
|