სამეგრელო და ზემო სვანეთი "მეზობლის ბავშვს ძაღლმა უკბინა, წალენჯიხაში შრატი არ გვაქვსო, ზუგდიდში წაიყვანეთო... პროცედურა 100 ლარამდე დაუჯდათ" - ბერდია კალანდია 2023, 30 აპრილი, 13:57 ჟურნალისტი - ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომ წალენჯიხაში მეზობლის ბავშვს ძაღლმა უკბინა. მისივე ცნობით, იქვე მდებარე კლინიკაში შრატი არ ჰქონდათ და ბავშვის ზუგდიდში გადაყვანა შესთავაზეს, რომელიც ოჯახს 100 ლარამდე დაუჯდა. მეზობლის ბავშვს ძაღლმა უკბინა. ოჯახმა წალენჯიხის ევექსის კლინიკას მიაკითხა, საიდანაც ცივი უარით გაისტუმრეს, “შრატი არ გვაქვსო”.
კითზვაზე, რა უნდა ექნა ოჯახს, საავადმყოფოში განუცხადეს, რომ წასულიყვნენ ზუგდიდში. დაახლოებით, ხუთი საათი იქნებოდა, არადა, ხუთის კი არა, სამი საათის შემდეგ, წალენჯიხიდან ზუგდიდამდე საზოგადოებრივი ტრასპორტი არ მოძრაობს. ტაქსის ღირებულება კი 20-დან 30 ლარამდე
მერყეობს. ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ ტაქსით წასულიყვნენ ზუგდიდში, ფული ისესხეს და წავიდნენ. მათ პროცედურა 100 ლარამდე დაუჯდათ.
იბადება კითხვა: თუ, ამხელა საავადმყოფოში( ოთხ სართულიანი, ვეეებერთელა) შრატი არ მოიპოვება, რა ფუნქცია აქვს მას?! ან საერთოდ, რასთან გვაქვს საქმე?!
მოკლედ, როცა ამის შესახებ განვაცხადე, ევექსის მთელმა კოლექტივმა “ცეცხლის ალში ცოცხლად დამწვა”. უფრო მეტიც, თურმე, ოჯახმა სწორად ვერ გაიგო და საავადმყოფოში შრატი იყო, თუმცა, ზუგდიდში რატომ გაამწესეს, ამ დრომდე კროსვორდად რჩება!
მემორი ტვინს ამუშავებს, თან, საგრძნობლად!
სარკო!"-წერს ჟურნალისტი.
" მეც მასე გამიშვეს ადრე ზუგდიდში და იმდენი გადამახდევინეს მოსულს იქით ვუკბინე იმ ძაღლს:დ უფასო არისო მარა არ იყო აშკარად"-უწერენ კომენტარში.
99 4-ს მოსწონს
|