x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
3 შემზარავი ფაქტი ტერაქტების ისტორიიდან

კოლუმბინის სკოლის ტერაქტიimage


1999 წლის კოლუმბინის (აშშ) სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ფაქტი, სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომხდარი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ინციდენტი. სწორედ ამ ტრაგედიამ აიძულა მსოფლიო საზოგადოება, ყურადღება მიექცია ისეთ პრობლემებზე, როგორიც ბულინგი, იარაღზე კონტროლი და მოზარდების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაა. თავდაპირველად, ითვლებოდა, რომ ორი ბიჭი, რომელმაც თანაკლასელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარიყულები იყვნენ, რადგან მათთან, არავინ მეგობრობდა. მაგრამ, მოგვიანებით, გაირკვა, რომ ერიკ ჰარისი ფსიქოპათი იყო, დილან კლებოლდს კი, ბიპოლარული აშლილობა აწუხებდა. ამ მოზარდებმა 37 ადამიანი დაჭრეს, მათ შორის 13 — სასიკვდილოდ. ხოლო, ამის შემდეგ, თავი მოიკლეს.
ეს ფოტო ტერაქტამდე, სულ რაღაც, ორი კვირით ადრეა გადაღებული. ზედა მარცხენა კუთხეში, შეგიძლიათ შენიშნოთ მოზარდების ჯგუფი, რომლებიც ვითომ კამერაში ისვრიან — მათ შორის მომავალი მკვლელებიც არიან. ვინც ეს ფოტო გადაიღო, ალბათ ეგონა, რომ მოზარდები, უბრალოდ, სულელობდნენ. მაგრამ ახლა, ფოტომ ავბედითი აზრი შეიძინა, რადგან ის ღიად მიანიშნებს, რაზეც ფიქრობდნენ მოზარდები, რომლებმაც სულ ცოტა ხანში, მასობრივი მკვლელობა განახორციელეს.


ტერორისტული თავდასხმა ომაშიimage


წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში, ბავშვთან ერთად, უდარდელად სეირნობთ და ფოტოს გადასაღებად გაჩერდით... თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება, ერთი ჩვეულებრივი დღე არის... რაც თქვენ არ იცით ის არის, რომ სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯით, იმ ადგილიდან, სადაც პოზირებთ, შეუმჩნეველი წითელი მანქანა დგას, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით არის სავსე და რომელიც რამდენიმე წამში აფეთქდება...
1998 წლის აგვისტოში, ირლანდიის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ქ. ომას ქუჩაში (ჩრდ. ირლანდია) დანაღმული ავტომობილი გააჩერა და ტერაქტი მოაწყო, რომელიც ბელფასტის შეთანხმების წინააღმდეგ იყო მიმართული. შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა და 220–ზე მეტი დაშავდა.
ხოლო, ზემოთ მოცემული ფოტო, ნანგრევებიდან ამოღებულ კამერაში აღმოაჩინეს — მასზე აღბეჭდილი მამაკაცი და მისი ქალიშვილი სასწაულებრივად გადარჩა. ფოტო კი, იმის სასტიკი გახსენებაა, რომ ცხოვრება თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს...


სრული სიმართლე ტყუპი–კოშკების აფეთქების შესახებimage


კაროლინ ბერბენკმა, რომლის საქმრო, ბრიტანელი ჯოზეფ ქემბელი, ალმოდებულ ცათამბჯენში დაიღუპა, დიდი ბრიტანეთის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, ტრაგედიის ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

კაროლინი და ჯოზეფ ქემბელის ოჯახი, მთელი ამ წლების მანძილზე, დამოუკიდებელ და გამოცდილი დეტექტივების დახმარებით, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრევასთან დაკავშირებით, საკუთარ ძიებას აწარმოებდა და როგორც «Daily Mail»–ის პუბლიკაციაშია აღნიშნული, ბრიტანელმა გამომძიებლებმა ასობით ოფიციალური პირის ჩვენება, ექსპერტების დასკვნა, კოშკების ჩამოშლის ხასიათი და კატასტროფის ადგილზე აღებული მტვრის ნიმუშის ანალიზი შეისწავლეს. შედეგად, დოსიე შეიქმნა, რომლის მიხედვით, კოშკების დანგრევა კონტროლირებადი იყო, ანუ ის თვითმფრინავების შეჯახების შედეგად არ მომხდარა. ქემბელები, მათი სამეცნიერო და იურიდიული კონსულტანტები ამბობენ, რომ ეს დასკვნა უტყუარ მტკიცებულებებს და ფიზიკის კანონებს ეფუძნება.

მათ სარჩელს კიდევ 6 ოჯახი შეუერთდა, რომლებმაც ნიუ–იორკის ტრაგედიის დროს, ახლობლები დაკარგეს. მათ იმედი აქვთ, რომ ოფიციალური ვერსიის უარყოფას მიაღწევენ, რომლის მიხედვით, შენობების ლითონის კონსტრუქციამ, რიგი აფეთქების შედეგად, დნობა დაიწყო და კოშკები ამიტომ ჩამოიშალა გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* The Beatles–ს ალბომი პარალელური სამყაროდან (შეგიძლიათ მოუსმინოთ). ადგილი, სადაც ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია

* მისტიკური ისტორიები, რომელიც რეალურად მოხდა (II ნაწილი)

* ყალბი ამბები ჩვენი ისტორიული წარსულიდან



1
306
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
306
  
2023, 3 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1