სხვა სრული სიმართლე ტყუპი–კოშკების აფეთქების შესახებ 2021, 5 ივლისი, 10:53 2001 წლის ტრაგედიიდან 20 წელზე მეტი გავიდა და დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები და ნათესავები, გამოძიების შედეგს დღემდე ეჭვქვეშ აყენებენ და სამართლებრივ დავას აგრძელებენ. კაროლინ ბერბენკმა, რომლის საქმრო, ბრიტანელი ჯოზეფ ქემბელი, ალმოდებულ ცათამბჯენში დაიღუპა, სარჩელი შეიტანა დიდი ბრიტანეთის პროკურატურაში, ტრაგედიის ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით. კაროლინი და ჯოზეფ კემბელის ოჯახი, მთელი ამ წლების მანძილზე, დამოუკიდებელ და გამოცდილი დეტექტივების დახმარებით, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრევასთან დაკავშირებით, საკუთარ ძიებას აწარმოებდა და როგორც «Daily Mail»–ის პუბლიკაციაშია აღნიშნული, ბრიტანელმა გამომძიერბლებმა ასობით ოფიციალური პირის ჩვენება, ექსპერტების დასკვნა, კოშკების ჩამოშლის ხასიათი და კატასტროფის ადგილზე აღებული მტვრის ნიმუშის ანალიზი შეისწავლეს. შედეგად, დოსიე შეიქმნა, რომლის მიხედვით, კოშკების დანგრევა კონტროლირებადი იყო. ქემბელები, მათი სამეცნიერო და იურიდიული კონსულტანტები ამბობენ, რომ ეს დასკვნა უტყუარ მტკიცებულებებს და ფიზიკის კანონებს ეფიძნება. მათ სარჩელს კიდევ 6 ოჯახი შეუერთდა, რომლებმაც ნიუ–იორკის ტრაგედიის დროს, ახლობლები დაკარგეს. მათ იმედი აქვთ, რომ ოფიციალური ვერსიის უარყოფას მიაღწევენ, რომლის მიხედვით, შენობების ლითონის კონსტრუქციამ, რიგი აფეთქების შედეგად, დნობა დაიწყო და კოშკები ამიტომ ჩამოიშალა. ახალი სასამართლო დავის დაწყების შემთხვევაში, ქემბელები და ლონდონის წამყვანი ადვოკატები, იმის დამტკიცებას აპირებენ, რომ ჩრდ. კოშკი, რომელშიც ჯოზეფი დაიღუპა, მის საძირკველში მომხდარი აფეთქების შედეგად დაინგრა. ქემბელებმა და ამერიკულმა ორგანიზაციამ «არქიტექტორები და ინჟინრები 9/11–ის შესახებ» დაამტკიცეს, რომ მასიური ლითონის კონსტრუქცია მხოლოდ 1537 გრადუსზე იწყებს დნობას. ხოლო, კოშკებში ჰაერის ტემპერატურა, ნებისმიერი გათვლებით, 926 გრადუსს ვერ გადააჭარბებდა. გარდა ამისა, 9 ავტორიტეტულმა მეცნიერმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ დანგრეული ცათამბჯენების მტვერი შეიცავდა წითელი ფერის ნანოთერმულ ასაფეთქებელი ნივთიერების ნაწილაკებს. ეს აშშ–ში შექმნილი მაღალენერგეტიკული ინტერმოლეკულური კომპოზიცია, რომელიც მყისიერ რეაქციაში, უდიდესი ენერგიის გამოყოფით ხასიათდება. მტვერში ასევე, თერმიტის ნარევის წარმონაქმნებიც აღმოაჩინეს. ქემბელების დოსიე ოფიციალური გამოძიების საოცარ შეუსაბამობაზეც მიუთითებს. ექსპერტები ხსნიან, თუ რატომ არ შეიძლება, მასში აღწერილი პროცესების შედეგად, ნგრევის გამოწვევა – ის, უბრალოდ, ნიუტონის მოძრაობის (II კანონი) კანონს ეწინააღმდეგება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კოშკების «თავისუფალი ვარდნა» მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ასაფეთქებელმა მასალამ შენობებს საძირკველი გამოაცალა. მეცნიერთა კვლევებს და ექსპერტების ანალიზს, თან ერთვის თვითმხილველთა ჩვენებებიც: მეხანძრე ფრენკ კამპანის მონაყოლის მიხედვით კი, შენობა მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მან შენობის ქვედა სართულზე, 3 აფეთქბა დაინახა. იგივეს ადასტურებს ასობით პოლიციელი და მეხანძრე, რომელიც ქვედა სართულებიდან ხალხის გამოყვანას ცდილობდა. აქ უნდა დავაკონტრეტოთ, რომ მათ მხოლოდ აფეთქების ხმა კი არ გაიგეს, – ცეცხლოვანი სფეროებიც დაინახეს, რომლებიც აფეთქების შედეგად გაჩნდა. კოშკის ფუნქციონირების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ენტონ სალტალამაჩია, რომელიც ტრაგედიის დროს, ქვედა სართულზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მინიმუმ 10 აფეთქების ხმა მაინც გაიგო. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პირველი აფეთქების ხმა, ბოინგის შენობასთან შეჯახებამდე გაისმა, რასაც სეისმოგრაფის მონაცემებიც ადასტურებს: იმ დილით, მართლაც დაფიქსირდა მიწის რყევა და აფეთქებების სერია მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მიდამოებში. თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური ძიება დუმილს ამჯობინებს და იმ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობს, რომელიც ოფიციალურ ვერსიასთან წინააღმდეგობაში მოდის. თეთრ სახლს დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ სავაჭრო ცენტრის დანგრევის რეალური დამნაშავეების გამოაშკარავების საფრთხე აიცილოს თავიდან. პირველად მოხდა, რომ ვაშინგტონი რაღაც გამოგონილ შეთქმულების თეორიას კი არ, სერიოზულ სასამართლო სარჩელს შეეჩეხა, ადამიანებისგან, რომელთა მიზანი იმ საიდუმლოს გასხნაა, რამელიც მათი საყვარელი ადამიანების დაღუპვის მიზეზი გახდა. 1793 4-ს მოსწონს
|