x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
მისტიკური ისტორიები, რომელიც რეალურად მოხდა
image


«ადამიანი მედანიდან»


გემის, სახელად – «ორანგ მედანის» ისტორია (მალაურად SS Ourang Medan – «ადამიანი მედანიდან». მედანი – ქალაქი კ. სუმატრაზე) 1947 წ. მოხდა. ერთდროულად ორმა ამერიკულმა ხომალდმა, რომელიც მალაიზიაში მიდიოდა, სიგნალი SOS-ი მიიღო. დახმარებას ითხოვდა ადამიანი, რომელიც ამერიკელებს ჰოლანდიური გემის «ორანგ მედანის» ეკიპაჟის წევრად გაეცნო. მამაკაცი ყვიროდა: «ყველა მკვდარია და მალე, ის მეც მომაკითხავსო...». შემდეგ უცნაური ხმაურის ხმა გაისმა და მეზღვაურმა წარმოთქვა: «მეც ვკვდები»...

ამერიკული გემები მაშინვე დაიძრნენ კოორდინატებით მითითებულ ადგილისკენ. «ორანგ მედანის» გემბანზე მართლაც აღმოაჩინეს გარდაცვლილი ეკიპაჟის წევრები. ყოველი მათგანის სახეზე საშინელების გამოხატულება იყო აღბეჭდილი. ბევრ გარდაცვლილს ხელები წინ ჰქონდა გაშვერილი, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი, სიკვდილის წინ, თავს ვიღაცისგან ან რაღაცისგან იცავდნენ. გვამების დათვალიერების შემდეგ, დაადგინეს, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი, დაახლოებით 6-8 საათის წინ გარდაიცვალა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი სხეულების ტემპერატურა 40 °C-ზე მაღალი იყო.

«Ourang Medan»-ი პორტში გადაყვანა და შემდგომი გამოკვლევების, იქ ჩატარება გადაწყდა. მაგრამ, რამდენიმე წუთის შემდეგ, გემბანზე ხანძარი გაჩნდა და მასზე მყოფი მაშველთა ჯგუფი, იძულებული გახდა გემი დაეტოვებინა. სულ მალე, აფეთქების ხმაც გაისმა და ის ჩაიძირა.

გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ ეს ისტორია გამოგონილი იყო და არანაირი გემი, სახელით – «Ourang Medan» არ არსებობდა, რადგან ამ გემის შესახებ ჩანაწერი ლოიდის რეგისტრის სადაზღვევო კომპანიაში (ინგ. Lloyd's Register of Shipping) არ იძებნებოდა – მასში აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ყველა გემი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია მისტიფიკაციად გამოაცხადეს, უამრავი ფაქტი არსებობს, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ასე, მაგ., ზუსტად არის ცნობილი იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი ნათესავები სწორედ «Ourang Medan»–ზე მუშაობდნენ და უგზო–უკვლოდ დაიკარგნენ.



ქალი კედელში


იაპონიაში მცხოვრები 57 წლის მამაკაცი იძულებული გახდა, საკუთარ სახლში, ვიდეოთვალი დაეყენებინა, მას შემდეგ, რაც იქიდან ნივთებმა დაიწყეს გაქრობა. მეორე დღეს, ღამის ვიდეოჩანაწერზე, სახლის პატრონმა დაინახა, თუ როგორ გამოვიდა მისთვის უცნობი ქალი, მისსავე საძინებელში მდებარე ტანსაცმლის კარადიდან და აქეთ-იქით დაიწყო სიარული. მან მამაკაცს ფული მოჰპარა, აბაზანაც კი მიიღო და გამთენიისას, ისევ კარადაში დაიმალა. ამ კადრების ნახვის შემდეგ, გაბრაზებულმა მამაკაცმა პოლიციაში დარეკა, რომ თავხედი ქურდი, რომელმაც მის სახლში აბაზანაც კი მიიღო, დაეკავებინათ. საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ, პოლიციამ, კარადის უკან, კედელში ჩატანებული გვამი აღმოაჩინა, რომელიც, როგორც გაირკვა, დიდი ხნის წინ დაკარგულ, სახლის ყოფილ მეპატრონეს ეკუთვნოდა.


ედგარ პოს წინასწარმეტყველება


შეიძლებოდა, რომ მწერალს დროის მანქანა ჰქონოდა? ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ ასეც იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდან უნდა სცოდნოდა მას, ფაქტის შესახებ, რომელიც, თითქმის, 50 წლის შემდეგ მოხდა?
თავის წიგნში «ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი», მწერალი აღწერს, თუ როგორ შეჭამა, გემის ჩაძირვის შემდეგ, გადარჩენილმა ოთხმა მეზღვაურმა იუნგა რიჩარდ პარკერი.
პოს მტკიცებით, ეს ისტორია რეალურ ფაქტებს ეფუძნებოდა, მაგრამ იმ პერიოდში მსგავსი არაფერი მომხდარა... თუმცა, 46 წლის შემდეგ, მართლაც ჩაიძირა გემი და ეკიპაჟის 4 წევრმა, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, მართლაც შეჭამეს მეხუთე წევრი... და როგორც პრესა იტყობინებოდა, იმ უბედურს – რიჩარდ პარკერი ერქვა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ევროპას კი არა, იაპონიას უნდა დავუახლოვდეთ...

* 10 ფაქტი ჩვენი პლანეტის შესახებ, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოებში ვერ მოხვდა

* ორცხობილას რეცეპტი, რომელიც Nestlé–მ 1 მლნ. დოლარად იყიდა და რამდენიმე მილიარდის მოგება ნახა



0
321
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0