x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137432
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511361
წონის მატების შიშით გამოწვეულმა ანორექსიამ გოგონა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო

image
ანორექსია ლამის ტრენდად იქცა მოზარდ და თინეიჯერ გოგონებში, ჭარბი წონის შიშით გოგონები მიმართავენ უამრავ დიეტას, რომელსაც თავადვე უნიშნავენ საკუთარ თავს, რასაც უიშვიათესი გამონაკლისების გარდა მუდამ სავალალო შედეგი მოჰყვება ხოლმე.


ამ სურათზე მყოფი გოგონა 162 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ამ დროს მისი სხეულის წონა კი 34, 1 კილოგრამია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

გოგონას მკვეთრად გამოხატული ანორექსია აქვს. ზოგადად ანორექსიას ახასიათებს:

-გასუქების შიში, რომელიც არ მცირდება წონის პროგრესული კლების დროსაც კი.

-ადამიანი მუდმივად ამოწმებს არა მხოლოდ სხეულის წონასა და ფორმას, არამედ სხეულის სხვადასხვა ნაწილებსაც და ეჩვენება, რომ ესა თუ ის ნაწილი “მსუქანია”.

ანორექსიის მქონე პირებში განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ექმნებათ ე.წ. “რესტრიქტორებს” - პირებს, რომლებიც იზღუდავენ საკვების მიღებას.

ეს გოგონაც "რესტრიქტორების" კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან მისი თქმით: "დღეში იღებს 20 აბ "ბისეკოდილს" (ეს პრეპარატი აჩქარებს ნაწლავის პერისტალტიკას, არის საფაღარათო საშუალება და ხელს უწყობს ნაწლავების სწრაფ დაცლას გადამუშავებული საკვებისაგან), მთელი ღამე უწევს საწოლსა და საპირფარეშოს შორის სირბილი, მაგრამ წონის მომატების შიშით მაინც აგრძელებს სახიფათო ექსპერიმენტს".

imageimage
გოგონა იმის ნაცვლად ექიმებს მიმართოს დახმარებისათვის, რათა საციცოცხლო პარამეტრების გაუმჯობესება მოხდეს, მისი სოციალური გვერდის ხელმომწერებს ეკითხება თუ რა ხერხს მიმართოს წონაში უფრო მეტად დასაკლებად.

ნუ აქ ალბათ საუბარიც ზედმეტია, მესმის ეს გოგონა უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, რადგან წონის მატების ფობია აქვს გამოხატული, მაგრამ მშობლები რატომ აძლევენ შვილს პრაქტიკულად თვითმკვლელობის ნებას?!

ვიცი ეს სურათები ბევრს შოკში ჩააგდებს, მაგრამ ვაცნობიერებ რა ამას მინდა მკითხველმა იცოდეს, წონის მკვეთრი დაკლების სურვილს და უშუალოდ დაკლების ფაქტს რა საფრთხეები ახლავს თან.

imageimageimageimage


+14


0
68
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
68