თავის მოვლა როგორ მოვუაროთ ტუჩებს 2012, 2 ოქტომბერი, 23:31 ჩემმა სტატიამ, ჰერპესთან ბრძოლის და მკურნალობის მეთოდების შესახებ, როგორც ჩაინს მკითხველის ინტერესი გამოიწვია და მორიგი თემა უკვე ერთერთმა უზერმა "შემიკვეთა", ამიტომ ვასრულებ მის თხოვნას და ვეცდები მოგაწოდოთ რჩევები, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვუაროთ ტუჩებს საიმისოდ რომ მათი სიმშრალე, ნახეთქები და გაუხეშება თავიდან ავიცილოთ. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ კანი ტუჩებზე, გაცილებით ნაზი და სათუთია ვიდრე სხეულსი სხვა ნაწილებზე, აქედან გამომდინარე იგი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ტუჩებზე ნახეთქების, სიმშრალის მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს, ქარიანი ან ცივი ამინდი, ავიტამინოზი, ცუდი ხარისხის პომადა, მწარე ან ცხარე საკვები და ა.შ თუმცა პრევენცია და მკურნალობა საწყის ეტაპზევე აუცილებელია. საამისოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგროც სხვადასხვა სახის ჰიგიენური ტუჩსაცხები, რომლებიც აფთიქაებში ბლომად იყიდება, ისე შინაურული მეთოდები. მაგალითად ნაღებისა და თაფლის ნაზავი, რომელსაც ტუჩებზე დაძინების წინ წაისვამთ ყოველ საღამოს, თქვენს ტუჩებს სირბილეს და ელასტიურობას მალე დაუბრუნებს. სასურველია, უშუალოდ გარეთ გასვლის წინ, წაისვათ ტუჩებზე ნებისმიერი სახის მცენარეული ზეთი ან სულაც არაჟანი, რომელშიც შერეული იქნება А და Е ვიტამინი. ამგვარი ნარევი რამოდენიმე წუთით უნდა გაიჩეროთ, შემდეგ რბილი ხელსახოცით მოიწმინდოთ და პომადის თხელი ფენა გადაუსვათ . ასევე კარგ ეფექტს იძლევა, გაღიზიანებული ან გამომშრალი ტუჩების ფორმაში მოსაყვანად, თაფლის, გვირილის ნაყენის და მცენარეული ზეთის ნარევი, რომლითაც ყოველ საღამოს, ძილის წინ უნდა დაიმუშაოთ ტუჩები. 1674 7-ს მოსწონს 1-ს არა
|