x
image
lady.ge
როგორ მოვუაროთ ტუჩებს

imageჩემმა სტატიამ, ჰერპესთან ბრძოლის და მკურნალობის მეთოდების შესახებ, როგორც ჩაინს მკითხველის ინტერესი გამოიწვია და მორიგი თემა უკვე ერთერთმა უზერმა "შემიკვეთა", ამიტომ ვასრულებ მის თხოვნას და ვეცდები მოგაწოდოთ რჩევები, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვუაროთ ტუჩებს საიმისოდ რომ მათი სიმშრალე, ნახეთქები და გაუხეშება თავიდან ავიცილოთ. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ კანი ტუჩებზე, გაცილებით ნაზი და სათუთია ვიდრე სხეულსი სხვა ნაწილებზე, აქედან გამომდინარე იგი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ტუჩებზე ნახეთქების, სიმშრალის მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს, ქარიანი ან ცივი ამინდი, ავიტამინოზი, ცუდი ხარისხის პომადა, მწარე ან ცხარე საკვები და ა.შ თუმცა პრევენცია და მკურნალობა საწყის ეტაპზევე აუცილებელია. imageსაამისოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგროც სხვადასხვა სახის ჰიგიენური ტუჩსაცხები, რომლებიც აფთიქაებში ბლომად იყიდება, ისე შინაურული მეთოდები. მაგალითად ნაღებისა და თაფლის ნაზავი, რომელსაც ტუჩებზე დაძინების წინ წაისვამთ ყოველ საღამოს, თქვენს ტუჩებს სირბილეს და ელასტიურობას მალე დაუბრუნებს. სასურველია, უშუალოდ გარეთ გასვლის წინ, წაისვათ ტუჩებზე ნებისმიერი სახის მცენარეული ზეთი ან სულაც არაჟანი, რომელშიც შერეული იქნება А და Е ვიტამინი. ამგვარი ნარევი რამოდენიმე წუთით უნდა გაიჩეროთ, შემდეგ რბილი ხელსახოცით მოიწმინდოთ და პომადის თხელი ფენა გადაუსვათ . image

























ასევე კარგ ეფექტს იძლევა, გაღიზიანებული ან გამომშრალი ტუჩების ფორმაში მოსაყვანად, თაფლის, გვირილის ნაყენის და მცენარეული ზეთის ნარევი, რომლითაც ყოველ საღამოს, ძილის წინ უნდა დაიმუშაოთ ტუჩები.

4
1674
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1674
  
2013, 25 ოქტომბერი, 18:19
აკნეს საწინააღმდეგო სახის გამწმენდი ლოსიონი. 100% შედეგით. დამიკავშირდით 599 28 15 08 ნატი
2013, 22 მარტი, 12:26
მე ასევე გამიგია საღამოს კბილების გასუფთავების შემდეგ ხაოიანი სალფეტკით ადვილად ცილდება მკვდარი კანი და არსებობს ტუჩების ვარჯიში რომელიც ძალიან კარგ შედეგს იძლევა ამ პროცედურის შემდეგ.რა თქმა უნდა მერე ტუჩსაცხი უნდა წაისვათ.
2013, 4 თებერვალი, 19:11
ნაღებისა და თაფლის ნაზავი რა დოზებით კეთდება შეგიძლიათ დაწეროთ? :)))
2012, 6 ოქტომბერი, 13:22
ძალიან დიდი მადლობა, რომ დადეთ ))
0 1 4