x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქალები წარსულიდან, რომელთა სილამაზე დღესაც გულგრილს ვერავის ტოვებს
image


ჩვენს ირგვლივ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ზოგიერთი რამ დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი დარჩება. რა თქმა უნდა, საუბარია სილამაზის სტანდარტებზე, თუ დროებით კიმ კარდაშიანისა და ჩვენი დროის სხვა პოპულარული ქალბატონების არსებობის შესახებ დავივიწყებთ, აღმოჩნდება რომ ნამდვილი სილამაზის იდეა მეოცე საუკუნეში ჩაისახა, რომლის ფორმირებაშიც წვლილი ისეთმა ვარსკვლავებმა შეიტანეს როგორიცაა, ავა გარდნერი, სიბილ შეპარდი, ანიტა ეკბერგი, ვანესა პარადი და სხვები, რომელთა ყურება დღესაც კი უდიდესი სიამოვნებაა. დიახ, ზოგიერთმა მათგანმა მართალია არც პლასტიკურ ქირურგიაზე თქვა უარი, თუმცა ისინი გარეგნობაში გარკვეულ ჩარევას საკმაოდ ფრთხილად და პრაქტიკულად შეუმჩნევლად აკეთებდნენ, ვინაიდან ადრე მოგეხსენებათ რომ ხელოვნურობა წახალისებული არ იყო. ვფიქრობ დროა პატივი მივაგოთ სუფთა და უნიკალური სილამაზის მქონე ქალბატონებს, რომელთა კულტურაში შეტანილი წვლილის შეფასებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.




ჯუნ უილკინსონი


image


ჯუნ უილკინსონი მოთხოვნადი ინგლისელი სუპერმოდელი გახლდათ. 1957 წელს ის მსოფლიოში სოფი ლორენის შემდეგ მეორე ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს.




ანიტა ეკბერგი


image


60-იანი წლების იტალიური კინოს სექს-სიმბოლოდ აღიარებულმა შვედმა მსახიობმა ანიტა ეკბერგმა სახელი ფედერიკო ფელინის 1960 წელს გადაღებულ ფილმში "ტკბილი ცხოვრება" შესრულებული სილვიას როლით გაითქვა. ანიტა ფილმებში 80-იანი წლების ბოლომდე თამაშობდა, შემდეგ კი რომის გარეუბანში დასახლდა, სადაც საკმაოდ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.




ჯერი ჰოლი


image


ჯერი ჰოლმა სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, თანდათან კი, მოდის სამყაროს გამორჩეული ვარსკვლავიც გახდა, გოგონა ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანისთვის ხშირად პოზირებდა, შემდეგ კი ბედი კინოშიც სცადა.




ლიზ პრინგლი



image


ლიზ პრინგლი - 1960-იანი წლების პოპულარული ამერიკელი მოდელი გახლავთ. აღნიშნული ფოტო მოდის ფოტოგრაფმა რიჩარდ ავედონმა იამაიკაზე მოგზაურობისას გადაიღო.




სიბილ შეპარდი


image


სიბილ შეპარდის ისეთ ფილმებსა და სერიალებში შესრულებულმა როლებმა მოუტანეს წარმატება, როგორიცაა "Heartbreak Kid", "ტაქსის მძღოლი", "მთვარის შუქი", თუმცა ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა ეს შესანიშნავი მსახიობი ელვის პრესლისთან რომანის წყალობით გაიცნო.





ბრიტ ეკლანდი


image


შვედმა მსახიობმა არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, არამედ მთელი მსოფლიო დაიპყრო, როდესაც ინგლისელი სუპერჯაშუშის მეცხრე ფილმში "ადამიანი ოქროს იარაღით" ბონდის გოგონა გახდა.




ვანესა პარადი


image


სუფთა და არატრივიალური სილამაზის ცოცხალი მაგალითი - ახალგაზრდა ვანესა პარადი 90-იანი წლების ნამდვილი სიმბოლოა. ფრანგი კინომსახიობი და ესტრადის მომღერალი უკვე 50 წლის გახლავთ, თუმცა ახლა უკვე მაყურებელი უფრო მეტად მისი მშვენიერი ქალიშვილით, ლილი-როუზ დეპით არის აღფრთოვანებული.




ავა გარდნერი


image


1940-იანი და 1950-იანი წლების ყველაზე კაშკაშა ჰოლივუდის ვარსკვლავი ანგელოზის სახითა და ქალღმერთის სხეულით - სწორედ ასე მოიხსენიებდნენ თანამედროვეები ამ მშვენიერ ქალბატონზე. მათთან კამათი მართლაც რთული იყო, რადგან ასეთი სილამაზით მხოლოდ ავა გარდნერს თუ შეეძლო ეტრაბახა.





დოროთი დენდრიჯი


image


დოროთი დენდრიჯი გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელიც ნომინირებული იყო "ოსკარზე" საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. სწორედ მისი მაგალითი დაეხმარა ბევრ მსახიობს წარმატების მიღწევაში.




ბრიჯიტ ბარდო


image


ბრიჯიტ ბარდო საკუთარ თავს არასდროს ღალატობდა, ის პაპარაცების ფოტოებზეც კი ყოველთვის იყო ისეთი, როგორიც რეალურად. გასაკვირი არ არის, რომ ლეგენდარული ფრანგი ვარსკვლავი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სენსუალური და ლამაზი მსახიობი.







0
906
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
906