x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ეს ძაან „გენიოსური" ჰყავს თავის გამჩენს!" - რას წერს გელა ზედელაშვილი პეტრე ცისკარიშვილზე
გელა ზედელაშვილი


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ოპოზიციონერ პეტრე ცისკარიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ეს კიდე ძაან „გენიოსური" ჰყავს თავის გამჩენს!


პეტო:



„მას შემდეგ, რაც არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ეს ბუნებრივია, გამოიწვევს ჩვენი საზოგადოების აღელვებას და საერთოდ, აღელვების ფონზე ინიშნება ხოლმე ვადამდელი არჩევნები ყველა ქვეყანაში".


აბა, ეს იცოდით, აღელვების ფონზე ყველა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები რო ინიშნება ხოლმე?


პრინციპში, საიდან უნდა გცოდნოდათ? ეგეთები მხოლოდ ნაცებმა, შმაცებმა და გნაცებმა იციან!


ახლა კი სერიოზულად!


პეტო, შე ბრიყვო, ჯერ ერთი, მომავალი წლის შემოდგომაზე ისედაც არჩევნები გვიწევს, ვადამდელს რაღა აზრი აქვს?


მეორე და მთავარი - დავუშვათ, მართლა დაინიშნა ვადამდელი, შენ რის იმედი გაქვს, ან სხვებს რის იმედი აქვთ, მოგებას აპირებთ თუ რა არი?
ისევ „ქართული ოცნება" გავა საკონსტიტუციო უმრავლესობით და მერე დაიწყებთ ჯღნავილს, გაგვიყალბესო. კუბილიუსი და ფოტიგა გამოგექომაგებიან, ისინი დაგიწყებენ გარეცხვას, მაგრამ ჩემი ფეხები, კვლავაც დარჩებით იმ ტლაპოში, სადაც ამჟამად იმყოფებით!


მოკლედ, გადაგრევენ, ეს „გენიოსები", ისე ისწრაფვიან ვადამდელი არჩევნებისკენ, გეგონება საქართველოს მოსახლეობას მზე და მთვარე ამათზე ამოსდის.


ფუი!


დუჟი გადმოსდით ყბებიდან, ოღონდაც სტატუსი არ მოგვცენ და ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს კისრულობენ!" - წერს გელა ზედელაშვილი.


გელა ზედელაშვილი სქრინი



0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0