x
image
მარიამმ პაიჭაძე
„არ მინდოდა, ცხარედ დამეწერა სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ მთლად რბილადაც არ გამოდის" - რას წერს ამირან სალუქვაძე საქართველოს პრეზიდენტზე
ამირან სალუქვაძე სალომე ზურაბიშვილი


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების" გზავნილები ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან წინააღმდეგობაშია, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:


„გუშინ არ მინდოდა ცხელზე, ცხარედ დამეწერა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, ამიტომ დავაანონსე ხვალ ვუპასუხებ-მეთქი, მაგრამ მთლად რბილადაც არ გამოდის.


1. როცა ერთსა და იმავე დღეს ამერიკის ელჩი აკეთებს პოზიტიურ განცხადებას, როცა ჩვენი თავდაცვის მინისტრი ვიზიტითაა ვაშინგტონში და ვრცელდება ლოიდ ოსტინის მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს შესახებ, ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი აკეთებს ასეთ განცხადებას, რთულია შევაფასო სხვაგვარად, ვიდრე მავნებლობა.



2. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ ვერ გაიგო აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადების მნიშვნელობა. იყო დრო, როცა არ ვიყავით იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც აშშ იარაღით ვაჭრობდა. რამდენიმე წლის წინ იყო ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვა, შემდეგ ჯაველინები, ახლა კი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გამარტივება. ეს თავისით არ ხდება. ამას ახსნა უნდა სჭირდებოდეს.


3. უკვე მერამდენედ ვწერ, რომ პრეზიდენტი არ სცნობს კონსტიტუციის ჩარჩოებს და ვერ ეტევა თავის უფლებამოსილებებში. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტს არ აქვს უფლება მთავრობასთან შეთანხმების გარეშე განცხადებები გააკეთოს, ან მთავრობის ნაბიჯები შეაფასოს. ეს პირველად არ ხდება და მეც პირველად არ ვწერ.


4. პრეზიდენტი ხშირად აკეთებს განცხადებებს ოპომედიის კონტექსტიდან ამოჭრილ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რითაც ხელს უწყობს პოლიტიკური პროცესების მეტ რადიკალიზაციას, გუშინდელი განცხადების ზოგიერთი ფრაზა კი ზუსტად იმეორებს ნაცმოძრაობის ახალი მმართველობის ხაზს. ალბათ დაანონსებული აქციების უზრუნველყოფას ემსახურება.


5. ტერმინი დეფიტიზმი აბსოლუტურად არაკორექტულად, უადგილოდ და დაუსაბუთებლად იყო გამოყენებული. ეტყობა არც მნიშვნელობა ესმით. ასევე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რაღაცის დამოკიდებულების ქვეშ იმყოფება. სხვაგვარად ვერ ვხსნი, როგორ შეიძლება ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ამერიკაში წარმატებულ ვიზიტს, ასეთი განცხადება „შეაშველო".


6. იმედი რომ გამოვთქვა, რაიმე დასკვნებს გააკეთებს მეთქი, არ მაქვს იმედი და რა უნდა დავწერო?! სხვათაშორის არც მისი წიგნის უარყოფითად შეფასების პრობლემა მქონდა 2018 წელს. არსებობს ტოკ-შოუს ვიდეო. თუმცა, გრიგოლ ვაშაძე მიუღებელი კანდიდატურა იყო.


მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლური პრეზიდენტია, მას კონსტიტუციით უამრავი ფუნქცია და ბერკეტი აქვს. სწორად რომ გამოეყენებინა, შეეძლო, პოზიტიურად ჩაეწერა საკუთარი სახელი იატორიაში. არადა, მისი კანდიდატურის არჩევისას კეთილი არგუმენტი იყო როგორც ქალი და როგორც პირველი ემიგრაციის შთამომავალი. არ გაამართლა. არაუშავს, გადავიტანთ.


ქვეყნის არევა და პროცესების რადიკალიზაცია, ტაქტიკა როგორც არ უნდა შეცვალონ, არ გამოვა", - წერს ამირან სალუქვაძე.


აქვე, გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:


„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.


სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება."


ამირან სალუქვაძე სქრინი




2
574
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
574
  
2023, 13 თებერვალი, 8:21
ეგ 2018 წელს უნდა გეფიქრათ,ქოცეთმა არ შემოგვტენა ეს პრეზიდენტად და ახლა აღარ მოსწონთ? თან ხაზგასმა იმაზე იყო,რომ ქალია და ემიგრანტების ნაშიერი. კიდევ ერთი ფაქტი იმისა,რომ სქესის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს ვინმეს არჩევა. სალომეს დამსახურება ის იყო რო ქალია და მორჩა,არც მისი ცოდნა შეუმოწმებია ვინმეს და არც მისი პოლიტიკური იდეოლოგია.იმაზე არაფერს ვამბობ,როგორ დადანაშაულა ქვეყანა ომის დაწყებაში და პრეზიდენტად გვყავს,ხოდა რა არის გასაკვირი,თუ მსგავს სისულელებს იძახის? ეხლა ემიგრაცია და მათი ნაშიერობა,ჯერ ის მთავრობა ხო წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს და მათი ნაშიერნი როგეორები იქნებიან? ქართული სახელმწიფოს ფული და სიმდიდრე წაიღეს,განძს ექვთიმემ მოუარა,მარა ფული ხო დახარჯეს ჟორდანიებმა და მისნაირებმა,ის ლევილი სამკვიდრო ფულით იყიდეს? მიტოვებული ქართველი ხალხის ფულით მოიწყეს ცხოვრება და თან ერთმანეთს სჭამდნენ ემიგრაციაში. ქოცეთმა ამ ხალხის ნაშიერი შემოგვასაღეს პრეზიდენტად და რაზე გვაქვს პრეტენზია? თან მის შვილს გორჯესტანი ქვია თუ ეძახიან,ხოდა მსგავსი ფასეულობების კადრი,რატომ არის ჩვენი პრეზიდენტი? თუ ვინმეს არ ახსოვს,პრეზიდენტი არის ქართული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და ამ პოზიციაზე გვყავს კადრი,ვინც ამ შეიარაღებულ ძაებს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. ხოდა რანაირი სირი ერიც ვართ,ისეთივე სირი პრეზიდენტი და მთავრობა ოპოზიცია გვყავს.
2023, 10 თებერვალი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2