პოლიტიკა დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში ამჯერად 79 წლის ჟურნალისტი სდებს ბრალს 2023, 27 აპრილი, 11:57
ნიუ-იორკის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ახალი საქმის განსახილველად. მას ბრალად ედება გაუპატიურება, რომელიც, სავარაუდოდ, 30 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა.
მოსარჩელე 79 წლის ჟურნალისტი ჟან კეროლია. მრავალი წლის განმავლობაში მას საკუთარი სვეტი ჰქონდა ჟურნალ Elle-ში, სადაც აქვეყნებდა რჩევებს ამ პრიალა გამოცემის მკითხველებისთვის. კეროლი ამტკიცებს, რომ იგი ტრამპს 1990-იანი წლების შუა ხანებში შეხვდა. ერთ დღეს მას ტრამპმა საყიდლებზე ერთად წასვლა შესთავაზა: მილიარდერი ეძებდა საჩუქრად ქალის თეთრეულს და ამიტომ კეროლს სთხოვა დახმარება გაეწია მისთვის ასეთ დელიკატურ საკითხში. კეროლის თქმით, უნივერმაღ Bergdorf Goodman-ში, როდესაც ორივე გასასინჯ ოთახში შევიდნნენ, ტრამპი ეცა, კედელზე ააყუდა და გააუპატიურა, თუმცა ის არ განმარტავს, როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს ასეთ ხალხმრავალ ადგილას. ასევე, რატომღაც მოსარჩელეს მაშინ არც დაუყვირია და არც დახმარება უთხოვია. კეროლის ცოცხლად დარჩენილი მეგობრები ადასტურებენ ამ ამბავს და ამტკიცებენ, რომ ტრამპთან შოპინგისთანავე ჟურნალისტმა მათ მოუყვა მომხდარის შესახებ. მაგრამ რატომღაც კეროლმა არ მოისურვა პოლიციაში წასვლა, თუმცა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ყველა მზადაა სასამართლო დარბაზში მომხდარი ინციდენტის უმცირესი დეტალები გაიხსენოს. ეს ამბავი ახალი არ არის: კეროლმა ამის შესახებ პირველად 2019 წელს ისაუბრა მემუარებში, მაგრამ რატომღაც სასამართლოში წასვლა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. თავად ტრამპმა თქვა, რომ არა მხოლოდ გაუპატიურების შესახებ, არამედ თავად კეროლზეც, მან ცოტა ხნის წინ შეიტყო, როდესაც ჟურნალისტის მიერ წამოყენებული ბრალდების შესახებ უამბეს. შეერთებული შტატების ყოფილი და შესაძლოა მომავალი პრეზიდენტი თვლის, რომ ქალბატონმა ეს ამბავი იმიტომ გამოიგონა, რათა თავის მემუარები უფრო გაყიდვადი ყოფილიყო. მიმდინარე სასამართლო პროცესი კი მისი დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. თუმცა თავად კეროლს ფაქტად მოყავს დონალდ ტრამპთან 1980-იანი წლების ბოლოს გადაღებული ფოტო, რითაც სურს დაადასტუროს, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.(ფოტოზე მარცხნივ ზურგით დონალდ ტრამპი, მარცხნიდან მეორე ჟან კეროლი) 338 2-ს მოსწონს
|