x
image
არჩილ ვერულიძე
წმინდა ლაზარეს ორდენი - ცოცხალ მიცვალებულთა ლაშქარი

imageჯვაროსანთა სამხედრო-სამონასტრო ორგანიზაციებს შორის იყო წმინდა ლაზარეს ორდენი, რომელშიც კეთროვან რაინდებს იღებდნენ. შუა საუკუნეებში ასეთი ადამიანები მკვდრებად ითვლებოდნენ და ამ მეომრების მთავარი მიზანი ქრისტეს სახელით სიკვდილი გახლდათ.

წმინდა ლაზარეს ორდენის რაინდები უშიშრად ებმებოდნენ ბრძლოაში და ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე მოეკლათ ბრძოლის ველზე.

ცოცხალი მკვდრები

კეთრი, დაავადება, რომელიც ნახსენებია ეგვიპტურ პაპირუსებში, ჰიპოკრატეს ჩანაწერებსა და ბიბლიაში. შუა საუკუნეების ევროპაში გაჩნდა სპეციალური ლიტურგიული რიტუალი კეთროვანი ადამიანის დაკრძალვისთვის. ექიმებისა და მღვდლების სპეციალურ საბჭო ცოცხალ ადამიანს გარდაცლილის სტატუსს ანიჭებდა და მართავდა სიმბოლური დაკრძალვის ცერემონიას.
image
კეთრი - ქრონიკული ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს კიდურების, ცხვირის, კანის, თვალების და ზედა სასუნთქი გზების ნერვებზე. შუა საუკუნეების ეპოქაში მკურნალობის მეთოდების არარსებობის გამო, დაავადება გადაიზარდა ეპიდემიაში. კეთროვანი ადამიანები საშინელი ტანჯვისთვის იყვნენ განწირულნი. მათი სხეული თანდათან იშლებოდა, ამ სიტყვის სრული მნიშნელობით, იხრწნებოდა, ადამიანი ბრმავდებოდა და კარგავდა სუნთქვის უნარს.
image
კეთროვანს სხეულისა და სახის დასამალად სპეციალური ტანსაცმელი ეძლეოდა. იმისათვის, რათა ჯამრთელ ადამიანებს გაეგოთ მათი მოახლოების შესახებ, კეთროვანებს უნდა ეტარებინათ ზანზალაკი. 1179 წლის ლატერანის მესამე კრების შემდეგ, კეთროვნები იზოლირებულნი იყვნენ სპეციალურ თავშესაფრებში, სახელწოდებით კეთროვანთა კოლონიები, XIII საუკუნის დასაწყისისთვის ასეთი თავშესაფრების რაოდენობა 19 000-ს აჭარბებდა.

წმინდა ლაზარეს თავშესაფარი

შუა საუკუნეებში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, კეთრი გავრცელებული დაავადება იყო, მაგალითად, იერუსალიმის მეფე ბალდუინ IV იტანჯებოდა მისით. იერუსალიმში კეთროვნებს ქალაქგარეთ, წმინდა სტეფანეს კარიბჭესთან კეთროვანთა კოლონიაში მკურნალობდნენ. თავშესაფრის მფარველ წმინდანად ლაზარე მიიჩნეოდა. კათოლიკური ეკლესია ამ სახელით ექვს წმინდანს აღიარებს, მაგრამ იოანეს წიგნში მკვდრეთით აღმდგარი ბეთანელი ლაზარე კეთროვათა კოლონიის ზეციურ შუამავლად ითვლებოდა. ან კეთროვანი მათხოვარი ლაზარე, რომელმაც თავისი ადგილი სამოთხეში ჰპოვა.
image
ყველა კეთროვანი და განსაკუთრებით სამხედრო სამონასტრო ორდენების წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით მიდიოდნენ წმინდა მიწაზე გადაჰყავდათ იერუსალიმის კეთროვანთა კოლონიაში. ტამპლიერთა წესდებაში ნათქვამია:

„როცა ჩვენი ძმა, უფლის ნებით, კეთროვანი გახდება და თუ ეს დადასტურდება, მაშინ სახლის კეთილგონიერმა მცხოვრებლებმა უნდა გააფრთხილონ და ევედრონ მას, რომ წავიდეს იგი წმინდა ლაზარესთან, რათა შეიმოსოს წმიდა ლაზარეს ძმათა შესამოსელით."


ცოცხალი მკვდრები ბრძლაში

იმის გამო, რომ კეთრით დაავადებული რაინდები მიდოდნენ წმინდა ლაზარეს ორდენში, მასში თანდათან სამხედრო ფენა ჩამოყალიბდა. კეთროვანი ნომინალურად უკვე მკვდარი იყო და პროფესიონალი მეომრისთვის ბრძოლაში სიკვდილი სჯობდა ნელ დაშლას და აგონიაში ცხოვრებას. წმინდა ლაზარეს ორდენმა საბრძოლო ნათლობა 1187 წელს, სალადინის მიერ იერუსალიმის აღებისას მიიღო.
image
წმინდა ლაზარეს მწვანე ჯვრის ქვეშ იბრძოდნენ როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული ძმები. სარკინოზებს ეშინოდათ დაინფიცირების და თავზარს სცემდათ ასეთ მტერთან შეხვედრა. კეთროვან მეომრებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და შეშლილებივით იბრძოდნენ. ხშირად ასეთ რაინდებს „საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ.“ წმინდა ლაზარეს ორდენის მეომრები ნებაყოფლობით იღებდნენ საკუთარ თავზე სარკინოზთა მთავარ დარტყმებს, რითაც სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ ჯამრთელ თანამებრძოლებს.
image
დაავადებული მეომრები მონაწილეობდნენ 1244 წელს ლა ფორბის, 1250 წელს მანსურის, 1252 წელს რამლას ბრძოლებში. იმდროინდელ ცნობებში ნათქვამია, რომ წმინდა ლაზარეს ორდენის რაინდები ყოველთვის წინა პლანზე იბრძოდნენ. ჯვაროსანთა პალესტინადან წასვლის შემდეგ წმინდა ლაზარეს ორდენი დაფუძნდა საფრანგეთში და განაგრძო კეთროვანთა მიღება ევროპის ტერიტორიაზე.

ორდენი ევროპაში

როდესაც 1340-იან წლებში ევროპაში ჭირი გავრცელდა დაიწყო კეთროვანთა განხილვა, როგორც შავი სიკვდილის მომასწავებლებისა. ახლა მათ არა მხოლოდ ზიზღით, არამედ სიძულვილითაც ეპყრობოდნენ. ეს აისახა წმინდა ლაზარეს ორდენისადმი დამოკიდებულებაშიც. დროთა განმავლობაში, ორგანიზაციის ეროვნულმა განშტოებებმა დაკარგეს კავშირი, გაერთიანდნენ სხვა ორგანიზაციებთან ან დაიშალნენ. თუმცა, ეს არ არის ყველაზე სავალალო ბედი სამონასტრო ორდენისთვის. მაგალითად, ტამპლიერთა ორდენის წარმომადგენლები კოცონზე დაწვეს.
image
მე-XX საუკუნეში ორდენმა განაახლა მუშაობა. ახლა წმინდა ლაზარეს საძმოს შვიდი ათასი წევრი ჰყავს. ორდენის ფილიალები მოქმედებს მსოფლიოს ოცდაათ ქვეყანაში და მის რიგებში მიიღებიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც. წმინდა ლაზარეს ძმები და დები თავიანთ მისიად მიიჩნევენ ღარიბების, მოხუცების და ნარკომანების დახმარებას.
image
ორდენში მოხვედრისთვის, პიროვნება უნდა იყოს კათოლიკე ქრისტიანი და ჰქონდეს რეკომენდაციები ერთი აქტიური წევრისგან მაინც.










6
332
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
332
  
2023, 4 მაისი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 აპრილი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 აპრილი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6