x
image
არჩილ ვერულიძე
როგორ დაამარცხეს სპარსელებმა ეგვიპტელები პელუსიუმის ბრძოლაში კატების მეშვეობით

image
ზოგადად, რელიგიის თემა ნებისმიერ დროს ძალიან საკამათო და ორაზროვანი იყო: უამრავი აკრძალვა, უთვალავი შეზღუდვა, მკაცრი წესები. ადამიანებმა კი უბრალოდ არ იცოდნენ რითი უნდა ეხელმძღვანელათ გადაწყვეტილების მიღებისას - საღი აზრი და ლოგიკა თუ კანონები და პოსტულატები.
image
ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 525 წელს ეგვიპტის ქალაქ პელუსიუსთან (სინაის ნახევარკუნძული). სპარსეთის მეფე კამბისე II-ს სურდა თავის ხარჭად გაეხადა არა ვიღაც ეგვიპტელი ლამაზმანი, არამედ თავად ფარაონ ამასისის ასული. ამ დროისთვის უკვე დაწყებული იყო სპარსელთა ექსპანსია ეგვიპტელების მიწაზე. ასე რომ, ამასისს დიდი არჩევანი არ ჰქონდა. მაგრამ მას არ სურდა მისი შვილისთვის ასეთი ბედი და უბრძანა, თავისი ტახტიდან ჩამოგდებული წინამორბედის ქალიშვილი გაეგზავნათ მგზნებარე კამბისესთან, რომელიც უნდა წარმდგარიყო სპარსეთის მეფის წინაშე, როგორც ფარაონ ამასის ასული. მაგრამ კამბისე II-მ შეიტო ჩანაცვლების შესახებ, განრისხდა და გადაწყვიტა ეგვიპტელებისთვის ეჩვენებინა თავიანთი ადგილი.
image
მაგრამ პრაგმატულ მმართველს არ სურდა ბრძოლაში ამაოდ ხალხის დაკარგვა. და მან გადაწყვიტა ეგვიპტელების რელიგიური შეხედულებების თავის სასარგებლოდ გამოყენება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეგვიპტელთათვის კატები წმინდა ცხოველები იყვნენ. ღმერთების პანთეონშიც კი იყო შესაბამისი ქალღმერთი - ბასტეტი კატის თავით, სიყვარულის, სილამაზის, გართობისა და ნაყოფიერების მფარველი.
image
ეგვიპტელები პატივს სცემდნენ სხვა ცხოველებსაც, რაც რელიგიურ დამოკიდებულებაშიც აისახებოდა. ძაღლები განასახიერებდნენ ანუბისს, დაკრძალვის რიტუალების ღმერთს, იბისები კი სიბრძნისა და მწერლობის ღმერთს, თოტს.

ასე რომ, კამბისემ გადაწყვიტა ეთამაშა მტრის რელიგიურ ტრადიციებზე. უპირველეს ყოვლისა, სპარსელებმა თავიანთ ფარებზე კატები გამოსახეს. რამაც ეგვიპტელები საგონებელში ჩააგდო. წმინდა ცხოველის გამოსახულებაზე ხმლის დარტყმა ხომ ნამვდილი ღვრთის გმობა იქნებოდა. მაგრამ მტრის დემორალიზების მცდელობისას სპარსელებმა კიდევ უფრო შორს შეტოპეს.

გამოიყენეს ცოცხალი კატებიც, რომლებისთვისაც ზიანის მიყენება ნამდვილი დანაშაული იყო ეგიპტელთა აზრით. შემთხვევით დაღუპული კატების ცხედრებს ეგვიპტელები საშინელ მდგომარეობამდე მიჰყავდა.
image
ჰეროდოტეს აქვს საშინელი ბრძოლის სამწუხარო შედეგების აღწერა. მხოლოდ 7 ათასი სპარსელის წინააღმდეგ ბრძოლაში 50 ათასამდე ეგვიპტელი დაიღუპა. მაგრამ ეგვიპტელთა დამცირება ამით არ დასრულებულა: გადარჩენილმა ეგიპტელებმა პელუსიუმის კედლებს შეაფარეს თავი. სპარსელებმა კი განაგრძეს გადარჩენილების ტერორი, ალყაში მოქცეულებს კატებს ესროდნენ. შედეგად დემორალიზებულმა ეგვიპტელებმა ვერ გაუძლეს ქალაქი დატოვეს და მემფისში გაიქცნენ.
image
ასე რომ, სპარსელებმა ფაქტობრივად, კატების გამოყენებით მოიგეს პელუსიუმის ბრძოლა. უფრო სწორედ, სპარსელების მარაზმის ნაზავმა და ეგვიპტელების რელიგიური რწმენის მიმართ ბრმა ერთგულებამ ითამაშა მთავარი როლი. მაგრამ მალე კატამსროლელ-სპარსელები სარწმუნოების საკითხებში არც ისე სკრუპულოზმა რომაელებმა დაიპყრეს და მათი სახელმწიფო თავიანთ ერთ-ერთ პროვინციად აქციეს.









4
486
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
486
  
2023, 6 აპრილი, 22:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4