x
image
არჩილ ვერულიძე
სასაკლაო დახაუში - რატომ დახვრიტეს ამერიკელებმა სამხედრო ტყვეები
image

1945 წლის 29 აპრილს აშშ-ის 45-ე ქვეითი დივიზიის ჯარისკაცები წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ ობიექტის ტერიტორიაზე, რომელიც რუკაზე აღნიშნული იყო, როგორც «დახაუს ბანაკი» მიუნხენის მახლობლად. ბანაკის მრავალრიცხოვანი დაცვა არ შეშინდა და გამარჯვებულების დასახვედრად განეწყო. ამერიკელებთან შესახვედრად გამოვიდა, კომენდანტის მიერ ერთი დღით ადრე დანიშნული SS -ის ობერშტურმფიურერი (Obersturmführer) ჰეინრიხ სკოტზენსკი (Heinrich Skodzenski) ოფიცერი მოწესრიგებული იყო, მან დაიწყო საუბარი საკუთარი ჯარისკაცების და ოფიცრების ტყვედ ჩაბარებაზე, მათი უსაფრთხოების სანაცვლოდ.

კაპიტულაცია აღწერიალია ბრიგადის გენერლის ჰენინგ ლინდენის მიერ. გენერალ-მაიორ ჰარი ჯო კოლინსის მემორანდუმი, სახელწოდებით "მოხსენება დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის კაპიტულაციაზე"


"სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში რომ მივედით, სამი ჯარისკაცი წინ გამოვიდა, თეთრი დროშით ხელში. მათ შევხვდით სამხრეთ-დასავლეთის კუთხის ჩრდილოეთით დაახლოებით 70 მეტრში. ეს სამი ადამიანი შვეიცარიული წითელი ჯვრის წარმომადგენელი ვიქტორ მაურერი და ორი SS-ის ჯარისკაცი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი ბანაკის კომენდანტი და მისი თანაშემწე იყვნენ. ისინი აქ ღამით 28 რიცხვში ჩამოვიდნენ, რათა საკონცენტრაციო ბანაკი ამერიკელებისთვის გადაეცათ. შვეიცარიის წითელი ჯვრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში დარჩა 560 SS-ის მცველი, რომელთაც დაყარეს იარაღი, მათი გამოკლებით, ვინც იმყოფებოდა კოშკურაში. მან ითხოვა, რომ არ განხორციელებულიყო არავითარი გასროლა და თქვა, რომ საჭირო ოყო დაახლოებით 50 ადამიანი მცველების გამოსაყვანად, რადგან იქ 42000 პატიმარია, რომელთა უმრავლესობა ტიფითაა დაავადებული. მან მკითხა, ოფიცერი ვიყავი თუ არა. მე ვუპასუხე: მე ვარ 42-ე ქვეითი დივიზიის მეთაურის თანაშემწე და მივიღებ საკონცენტრაციო ბანაკის კაპიტულაციას შეერთებული შტატების არმიის წინაშე ... "(პოლკოვნიკი ფელიქს ლ. სპარკსი)"



მაგრამ ამერიკელები შოკში ჩააგდო იმან, რაც მათ რამდენიმე წუთში იხილეს ბანაკის ტერიტორიაზე - 40 ღია ვაგონი გვამებით გავსებული, რომლებიც გახრწნის გვიანდელ სტადიაში იმყოფებოდნენ. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე საათის ან დღის გარდაცვლილი იყო, იწვნენ იქვე, სადას დაიღუპნენ. ცემენტის კოსნტრუქციების რიგი, რომლებიც ასობით ოთახს შეიცავდა სავსე იყო ნახევრად შიშველი გვამებით, იატაკიდან ჭერამდე. ერთ ადგილზე მოყრილი, როგორც მორები, სხეულები, მათ შორის ბავშვების და ჯერ კიდევ თბილი კრემატორიუმის ღუმელები. ერთ-ერთ ამერკელ ოფიცერს დიდხანს არ უფიქრია, ავტომატის მჭიდი დააცალა სკოტზენსკის სახეზე...




3
916
11-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
916
  
2020, 23 აგვისტო, 22:37
ასე თუ ისე, ნაცისტებს თავისუფლად შეეძლოთ ტყვეების გაცილებით ადრე დახოცვა. სტატია ნათარგმნია ჩემს მიერ და არა დაწერილი. არაფერს ვამტკიცებ. ეს უბრალო ამონარიდია, გაკვეული ადამიანის ჩანაწერებიდან.
2020, 23 აგვისტო, 22:29
არ გადადის ბმულზე.
2020, 23 აგვისტო, 22:27
https://ka.wikipedia.org/wiki/დახაუს_საკონცენტრაციო_ბანაკი აი რეალობა
0 1 3