x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა გააკეთეს იმაზე დიდი საქმე, ვიდრე თავად ამ დაავადების საწინააღმდგეო წამლის დაფინანსება იქნებოდა"-მერაბ მეტრეველი

image

"აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა გააკეთეს ყველაზე დიდი საქმე, რომელიც შეიძლებიდა გაეკეთებინათ.


შეიძლება იმაზე დიდი საქმე, ვიდრე თავად ამ დაავადების საწინააღმდგეო წამლის დაფინანსება იქნებოდა.
მათ ასეულობით ბავშვს, რომელთა სიცოცხლე პირდაპირ დგას საფრთხის ქვეშ და სიკვდილი ემუქრებათ, აჩუქეს სიცოცხლის შანსი. სასიკვდილო დაავადების მქონე ბავშვების მშობლები გაათვაისუფლეს იმ ტკივილისგან, რასაც იწვევს შეგრძნება, რომ შეეძლოთ შვილის გადარჩენა და უფულობის გამო ვერ შეძლეს. მათ ეს მშობლები გაათვაისუფლეს იმ სასოწრაკვეთისგან, რასაც საქართველოში დაავადებული ბავშვებისთვის რამდენიმე ასობით ათასი ლარის შოვნა უკავშირდება.
დიახ, გადაწყვეტილება რომ მთავრობა სრულად დააფინანსებს ონკოლოგიური დააავადების მოქნე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას, მათი და მათი ამ პროტესტის დამსახურებაა და არანაირად ხელისუფლების, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, აქამდეც შეეძლო, მაგრამ 11 წელია არ უქნიათ.
არ ვიცი ახლა ეს გადაწყვეტილება სახის შესანარაჩუნებლად მიიღეს, თუ უბრალოდ მთავრობაში ამ პროტესტის ფონზე ვიღაცამ იკითხა: თუ აქონდროპლაზიის წამალში რამდნეიმე ასეული ათასი დოლარის გადახდა შეგვიძლია ( და ამას ამტკიცებენ, ფული არაფერ შუაშიაო), მაშინ რატომ არ შეგვიძლია იმ ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება, ვის სიცოცხლესაც პირდაპირ ემუქრება საფრთხეო და უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე შეძლებიათ?
არ მაინტერესებს მათი მოტივი. მთავარია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია და ეს სწორედ ამ პროტესტებს მოყვა. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა თუ ვინმეს უნდა უთხრან დღეს მადლობა, ეს ის ხალხია, ვინც ახლა კანცელარიასთან დგას და უფრო მეტიც, სოლიდარობა უნდა გამოიცხადონ მათ პროტესტს, რათა, როგორც მაათი ოცნება ასრულდა, ისე ასრულდეს აქციის მონაწილეთა ოცნებაც."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.




„საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

0
35
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0