x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესი ფაქტი ზურმუხტების შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ

image
ცოცხალი მწვანე ფერისა და იშვიათობის გამო, ზურმუხტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ძვირფას ქვად. მათ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა თვისებებს, იყენებენ სამკაულების შექმნაში და ზღაპრულ ფასებს ადებენ. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ ულამაზესი ქვის შესახებ:


1. ლათინო ამერიკა მსოფლიოში საუკეთესო ზურმუხტების მომწოდებელია, ძვირფასი ქვების 40% სწორედ აქ მოიპოვება.image

2. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტიდან მოწოდებული დღევანდელი ზურმუხტები არც თუ ისე მაღალი ხარისხისაა, სწორედ იქ დაიწყეს პირველად ამ ქვის გამოყენება სამკაულების შესაქმნელად. ძველი ეგვიპტის მაღალი საზოგადოების წევრები ზურმუხტს ატარებდნენ.image

3. ზურმუხტი ცნობილია თავისი სისუსტით. ეს ძვირფასი ქვები შეიძლება გაიბზაროს თუნდაც მცირე ზემოქმედების გამო. ამმიტომ, სამკაულების შექმნისას ისინი გამოიყენება თუნდაც გარკვეული დეფექტების არსებობის შემთხვევაშიც.image

4. ყველაზე დიდი ზურმუხტის კრისტალი იპოვეს 2001 წელს ბრაზილიაში, მისი წონა 341 კგ. იყო ქვას, სახელად ბაია დაარქვეს და ის დაახლოებით 400 მილიონ დოლარად შეაფასეს.image

5. ასეთ არაჩვეულებრივ ქვას არაერთხელ მიაწერეს მაგიური თვისებები. მაგალითად, ამბობდნენ, რომ თუკი ენის ქვეშ ზურმუხტს დაიდებთ, თქვენს მომავალს დაინახავთ, რომ ზურმუხტის ტარებით ძლიერდება ინტუიცია და მახსოვრობა...image

6. პირველი სინთეტიკური ზურმუხტი 1935 წელს გერმანიაში შეიქმნა. რამდენიმე წლის შემდეგ დაარსდა მისი სინთეზური წარმოება. ახლა ამ სფეროში ლიდერები არიან შეერთებული შტატები და რუსეთი.image

7. ზურმუხტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ძვირფასი ქვაა პლანეტაზე. მაგალითად, 5 კარატიანი ზურმუხტი შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე ბრილიანტი.image

8. უძველესი ზურმუხტის ასაკი 2, 97 მილიარდ წელს აღწევს. მათ აქვთ მდიდარი მუქი მწვანე ფერი, რომელიც ახალგაზრდა თვლებს არ აქვთ.image

9. ზურმუხტი ზოგადად არ არის კაპრიზული. მაგრამ მათ არ მოსწონთ ტემპერატურისა და მზის უეცარი ცვლილებები. ქვებს ჩვეულებრივ წმენდენ გამდინარე წყლით და აშრობენ რბილი ქსოვილით.image

10. ზურმუხტის სამკაულები ძალიან ძვირია. ზოგიერთ მათგანს კი თავისი ისტორია აქვს, რის გამოც ფასი იზრდება. სწრედ ამიტომ, მსახიობ ელიზაბეტ ტეილორის ყელსაბამი 6, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა.image

0
195
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0