x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ აქვს ყველგან სატანას და ანტიქრისტეს ერთი სახე
მსოფლიოში ანიქრისტეს მრავალი სახვითი გამოსახულება და სკულპტურა არსებობს, მაგრამ ყველა მათგანს ერთი სახე აქვს. როგორ? საიდან? ანუ ადამის მოდგმის წარმომადგენლების წარმოსახვაში იგი ერთნაირად შემოდის
მაგალითად, ბევრ ადამიანს გექნებათ პეტერბურგში, ერმიტაჟში ეს ბრინჯაოს სკულპტურა ნანახი, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება და ჰქვია "ეშმაკის სახე" . რა უცნაური დამთხვევებია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ტაძრებსა და მუზეუმებში ეშმაკს ერთი და იგივე სახე აქვს. image იტალიაში, ფერარის პროვინციაში, ქალაქ პომპოზაში არის სატანის გამოსახულება, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება image
ასევე საინტერესოა, ვერონაში ფრესკა " სატანას დაკრძალვა", მე-14 ს.
imageimage

ბიბლიაში ნათქვამია, რომ არსებობს „მრავალი ანტიქრისტე“ (1 იოანე 2:18). ბიბლია ცალკეულ პირებს მოიხსენიებს ანტიქრისტედ, ის აგრეთვე ყველას ერთად აღებულს უწოდებს ამ სახელს (2 იოანე 7). პირველად „ანტიქრისტე“ მოციქულების სიცოცხლეში გამოჩნდა და ის დღემდე არსებობს და მოქმედებს. ეს იწინასწარმეტყველა ბიბლიამ (1 იოანე 4:3). სიტყვა „ანტიქრისტე“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომლის მნიშვნელობაა „ქრისტეს საწინააღმდეგო“. იგულისხმება ისინი, ვინც :

ამტკიცებს, რომ თავად არის ქრისტე (მათე 24:24).

უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე (მესია) ან არ აღიარებს მას ღვთის ძედ (1 იოანე 2:22).



ქრისტეს, ღვთის ცხებულის წინააღმდეგ გამოდის (ფსალმუნი 2:1, 2; ლუკა 11:23).


თავს ქრისტიანად ასაღებს, არადა შეიძლება ცბიერი იყოს ან უკანონობის მოქმედი (მათე 7:22, 23; 2 კორინთელთა 11:13).

დევნის ქრისტეს მიმდევრებს, რის გამოც იესო მათ თავის მდევნელად მიიჩნევს (საქმეები 9:5).


„ანტიქრისტე“, იესოს შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს (მათე 24:9, 11).


„ანტიქრისტეები“ უარყოფენ იესოს ნათქვამს იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს ღვთის სამეფო. ზოგი სასულიერო პირი ამბობს, რომ ქრისტე თავის საქმეებს მიწიერი მთავრობების მეშვეობით ახორციელებს. თუმცა ეს სწავლება იესოს ნათქვამის საპირისპიროა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36).





3
393
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
393
  
2023, 24 აპრილი, 9:56
ქრისტე ცხოველთა სადგომში დაიბადა,დურგალი იყო,ჯორით გადადგილდებოდა და 33 წლისა ჯვარს აცვეს. ხო შეეძლო,კარგი ცხენი ყოლდა და თავი არ შეეწუხებინა დურგლობით,თუმცა ამას არ აკეთებდა,რადგან სხვა მორალის სასწავლებლად მოევლინა ქვეყანას.
2023, 24 აპრილი, 9:53
ჩემი აზრით,ტერმინი "ანტიქრისტე" არის პირობითი აღმნიშვნელი,რაც კონკრეტულ პირს არ უნდა ნიშნავდეს და ეს უფრო არის ქმდება. ასე მაგალითად,სიკეთე,შემწყნარებლობა და სიყვარული არის ქრისტე,ხოლო მისი ყველა საპირისპირო ქმედება არის ანტი ქრისტე.ყველა ადამიანი არის ანტი ქრისტე,ვინც ამის საპირისპიროს აკეთებს. მაგალითისთვის,როცა ბავშვები შიმშილით იხოცებიან,ზოგს მძიმე სენი აქვს და ზოგს სახლი არ აქვს,ხოლო შენ 90 წლის ადამიანი საზღვარგარეთ დადიხარ სამკურნალოდ,ასიათასიანი მანქანით გადადგილდები,ოქროში და ოქროს ფერში ხარ გამოწყობილი,მაშინ ეს ნიშნავს,რომ შენ ხარ ანტიქრისტე.
2023, 24 აპრილი, 9:46
მარტო მე მივამსგავსე პუტინს :)

ამ სამყაროში,თუ ვინმე არის ანტიქრისტე,ყველა ეკლესიებში და მრევლში უნდა მოიძებნოს,რამეთუ უდიდესი ნაწილი ამ ხალხის,ქრისტეს საპირისპირო მოძღვრებით მოქმედებს. ვინმე დამაჯერებს,თუ მართლა არსებობს ანტიქრისტე, ის არ იყო რომის პაპი ან პაპები,რომლებიც დასავლეთ ევროპელებს ლოცავდნენ და უშვებდნენ ადამიანის დასახოცად იერუსალიმში? ან საქართველოში,როცა 17 მაისს,მამაო და მრევლის ჯოხებით დასდევდნენ იმნაირებს,რა ეს ქრისტეს მოძღვრება არის? არამგონია ასე იყოს და თუ ეს ასეა,მაშინ ანტიქრისტე ყოფილა ქრისტე და პირიქით.

ისე კი,ეშმაკი თავიდან ანგელოზი იყო,მერე გამხდარა ზნედაცემული. და არც ადამი და ევა ყოფილან მთლად ცოდვილები,რადგან აკრძალული ხილი შეჭამეს. ღმერთმა ადამიანი შექმნა გარკვეული სურვილებით,ერთერთი არის შიმშილის გრძნობა და ჭამის სურვილი. მოშივდათ და რაც პირველი მოხვდათ თვალში შეჭამეს,რატომ არის ეს ცოდვა? თუ არ სურდა ღმერთს,რომ მის შვილებს ჭამის სურვილი ქონოდათ,მაშინ ამის გარეშე გაეჩინა და არც ცოდვაში ჩავარდებოდნენ. ჩემი აზრით,ეს ყველაფერი ადამიანის თავის გამოსალაყებლად არის მოგონილი და არაფერი კავშირი არ აქვს ცოდვებთან ან ღმერთის სიტყვის გატეხვასთან. არც ის არის სწორი,როცა ამბობენ,ყველა ადამიანი ცოდვილი იბადება,მას მოყვება ადამის ცოდვაო,თან ქრისტეს ჯვარცმის მერე მით უფრო. რამდენადაც ვიცით,ქრისტეს ჯვარს აცვეს იმ ადგილას,სადაც ადამი იყო დასაფლავებული და ქრისტეს სისხლმა გაწმინდა ადამის მოდგმა ცოდვისგან. უამრავი ხატი გვნახავს,სადაც ჯვარცმის ეპიზოდია გადმოცემული და ქვეშ მოსჩანს თავის ქალა ანუ ადამის თავის ქალა.
0 1 3