x
image
თუთიკო ბერძენა
გერმანელი პოლიტიკოსი პუტინის რეჟიმს სახელმწიფო ტერორიზმსა და სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს
image


პუტინის რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმშია ჩართული და თავად პუტინი არის დამნაშავე ომის დანაშაულებში.

ეს განცხადება გერმანიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში რაინჰარდ ბუტიკოფერმა გააკეთა.


„იმ კონტექსტში, რაც ხდება უკრაინაში, კერძოდ, რას აკეთებენ რუსები მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მინდა აღვნიშნო, რომ პუტინის რეჟიმი არსებითად არის დაკავებული სახელმწიფო ტერორიზმით. თავად პუტინი კი ომის დამნაშავეა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.


მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართა მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობის შესახებ.

ინიციატივის მხარდაჭერის განცხადება არაერთმა მსოფლიო პოლიტიკოსმა გააკეთა.

კერძოდ, ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრმა, ლორდ ალექს კარლაილმა, რომელიც ადრე მუშაობდა დამოუკიდებელ კონსულტანტად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაზე ტერორიზმის სფეროში, განაცხადა, რომ უკვე ახლა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურები, როგორიცაა არმია, საზღვაო ძალები, კოსმოსური ძალები და პოლიტიკური პარტია ერთიანი რუსეთი, უნდა იყოს შეტანილი როგორც ტერორისტული ორგანიზაციები დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.

ლიტვის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ევროპარლამენტის წევრმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ დღის წესრიგში უნდა დააყენოს რუსული სახელმწიფო ტერორიზმის საკითხი.

ბუნდესტაგის დეპუტატმა მწვანეთა პარტიიდან რობინ ვაგნერმა თქვა, რომ პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, კერძოდ, სამოქალაქო პირის მძევლად აყვანა, შესაძლებელს ხდის რუსეთში არსებული რეჟიმის ტერორიზმად კვალიფიკაციას.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0