x
image
თუთიკო ბერძენა
ბაბუაწვერას მურაბა, რომელიც ძალიან სასარგებლოა და ცნობილია, როგორც "ბაბუაწვერას თაფლი"
image

350-400 ცალ კარგად გაშლილ ბაბუაწვერას ყვავილს დაასხით ცივი წყალი. რამოდენიმე საათით გააჩერეთ, კარგად გარეცხეთ, დაწურეთ, დაასხით 1 ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 30-40 წუთი.

image

დატოვეთ გასაცივებლად მთელი ღამით. დილით გადაწურეთ ოთხფა დოლბანდში კარგად, დაამატეთ 1 კილოგრამი შაქარი და ადუღეთ, დაახლოებით, 15-20 წუთი.


Შემდეგ დაამატეთ 3 ფორთოხლისა და 2 ლიმონის კანისგან გამოჭრილი ყვავილები ამ ვარსკვლავები, 1 ლიმონის წვენი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით.


გამორთეთ, გავაცივეთ და კვლავ ადუღეთ 10-15 წუთით და ასე რამდენჯერმე, სანამ გაცივებული სიროფი თაფლის კონსისტენციამდე არ მივა. Შემდეგ ჩვეულებრივ ცხელ-ცხელი ჩაასხით ქილებში.

1
129
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
129
  
2023, 23 აპრილი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1