სხვა ინტერნეტით პუტინის 1991 წელს გადაღებული აქამდე უცნობი ფოტოები იყიდება 2023, 23 აპრილი, 17:16
რუსულ ინტერნეტ სერვის Avito-ზე გასაყიდად განთავსდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უნიკალური საარქივო ფოტოები.
რეკლამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უცნობი საარქივო ფოტო 7000 ათასი რუბლი ღირს, რაც 215 ქართული ლარის ეკვივალენტია. ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა და რუსეთის ფედერაციის კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ ლევ შერსტენიკოვმა გადაიღო. რეკლამის ავტორი გარანტიას იძლევა, რომ ყიდვის სურვილის შემთხვევაში ფოტოებს ექნება ფოტოჟურნალისტის ავტოგრაფი. უნდა აღინიშნოს, რომ შერსტენიკოვი საყოველთაოდ ცნობილი გახდა დოკუმენტური ფოტოგრაფიის ჟანრში მოღვაწეობით და საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოგრაფად. თავად სურათები დათარიღებულია 1991 წლით, შეხვედრას ვლადიმერ პუტინი და ანატოლი სობჩაკი ესწრება. იმ წლებში სობჩაკი მუშაობდა ლენინგრადის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარედ, ხოლო პუტინი მისი თანაშემწე იყო. ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფოტოგადაღება განხორციელდა სობჩაკის კაბინეტში ან შენობის ჰოლში სამუშაო საკითხების განხილვის დროს. სობჩაკი, როგორც ჩანს, საკუთარ ქვეშევრდომებისგან ანგარიშებს იბარებდა. შეგახსენებთ, რომ პუტინის პოლიტიკური კარიერა ზუსტად მაშინ დაიწყო, როდესაც შეუერთდა ანატოლი სობჩაკის გუნდს გდრ-დან ლენინგრადში დაბრუნებისთანავე.(1990 წელს) იმ წლებში პუტინი მუშაობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის ასისტენტად. სწორედ ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტანისლავ მერკურიევმა გააცნო პუტინი სობჩაკს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სობჩაკის მრჩევლად მუშაობის შემდეგ, პუტინი მალევე დაინიშნა ლენინგრადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად, მოგვიანებით კი სანკტ-პეტერბურგის მერის მოადგილე გახდა. 181 3-ს მოსწონს
|