ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი რას არ მისცემდა, ოღონდ ეს სურათები გამქრალიყო ინტერნეტიდან
ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ადამიანები არიან თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით, არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი მოხდა ციხეში თუ სარეაბილიტაციო ცენტრებში მავნე ჩვევების გამო.
ერთერთი მათგანი ლინდი ლოჰანია, ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელსაც ალკოჰოლური სასმელისადმი და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების გამო ხშირად ექმნებოდა პრობლემები.
ლინდსი ბევრჯერ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში.
ლინდსის ალკოჰოლური სასმელებისადმი და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების გამო, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა კარიერაში.
უნიჭიერეს მსახიობს, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ კინომცოდნეები და კინოკრიტიკოსები, რამდენიმეჯერ აღმოჩნდა სარეაბილიტაციო ცენტრებში, სამჯერ მთვრალმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოაწყო, ორჯერ ნარკოტიკებით გაბრუებულმა კი მანქანით გაზონზე "გაისეირნა" რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა.
ლინდსი რამდენიმეჯერ მცირე ვადებით ციხეშიც მოხვდა, რამაც მის კარიერაზე უდაოდ იქონია გავლენა.
ლინდსი დი ლოჰანი-ცნობილი ამრიკელი მსახიობი დაიბადა 1986 წლის 2 ივლისს. ლინდსი ცნობილია ასევე, როგორც მომღერალი და მოდელი. წარმოუდგენელია დასაჯერებლად, მაგრამ ლინდსი მოდელი გახდა 3 წლის ასაკში. 10 წლის ასაკში უკვე სერიალებში იღებდნენ, 11 წლის ასაკში ითამაშა თავისი როლებიდან ერთერთი ყველაზე გახმაურებული როლი ფილმში "მახე მშობლებისათვის".
სწორედ ეს ფილმი გახდა ლინდსის სამსახიობო კარიერის ტრამპლინი, სწორედ ამ ფილმში წარმატებული როლის გამო მოხვდა ახალგაზრდა მსახიობი ისეთ სტუდიებში, სადაც მოხვედრაზე ოცნებასაც კი ბევრი ერიდება.
სასმელისადმი და ნარკოტიკებისადმი მისი დამოკიდებულების გამო ლინდსი ერთი პერიოდი კინოს ჩამოშორდა, ამჟამად იღებენ ფილმებში, სერიალებშიც, მაგრამ მისი როლები უკვე იმდენად შთამბეჭდავი და წარმატებული არაა, როგორც ეს ადრე იყო.